თაკო მათეშვილი 12.01.2017
"ნაციონალ-მენშევიკებსა" და "ნაციონალ-ბოლშევიკებს" უპირველეს მტრად ერთმანეთი მიაჩნიათ და წინასაარჩევნო პერიოდს ერთმანეთთან ბრძოლაში ატარებენ," - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი და დასძენს, რომ ამ ყველაფრით სხვა ოპოზიციური ძალები და უპირველესად ყოვლისა, ხელისუფლება სარგებლობს.
|
ეკატერინე ბასილაია 12.01.2017
"რა ტიპის არგუმენტებითა და ულტიმატუმით მოახერხა დღეს რუსეთმა, თავისი გაეტანა. რით დაგვემუქრა რუსეთი და როგორ გვაიძულა, რომ გაგვეკეთებინა ის, რაც ვერ გაგვაკეთებინა წლების განმავლობაში?" - გაზპრომთან ახალ კონტრაქტზე დათანხმების გამო კითხვას სვამს ეკონომისტი გია ხუხაშვილი, რომელსაც ეკონომიკური კუთხით მთავრობის მიმართ პრეტენზიები არ აქვს, რადგან თვლის, რომ ახალი კონტრაქტი დისკრიმინაციული არ არის და ჩვენ დღევანდლამდე გაზპრომთან სასათბურე პირობებში ვიყავით.
|
ია აბულაშვილი 12.01.2017
"2012 წლის შემდეგ შექმნილი ვითარების დატოვება "ნაციონალური მოძრაობისთვის" მარგინალიზაციის პირდაპირი გზაა. თუ ისინი 2003 წლის რეალიების მობრუნების გულუბრყვილო გზით ივლიან, ასეთი შედეგი გარდაუვალია" - აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი, რომელსაც "რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.
|
თიკო ოსმანოვა 12.01.2017
ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობა, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციისთვის იყო განკუთვნილი და მისი რეკონსტრუქციისთვის 26 მილიონი ლარი დაიხარჯა, კვლავ უფუნქციოა. თუ რომელი სამთავრობო უწყება განთავსდება ამ შენობაში, ამ დრომდე გაურკვეველია. ეკონომიკის სამინისტროში "რეზონანსს" უთხრეს, რომ სიახლე არაფერია.
|
თიკო ოსმანოვა 12.01.2017
გაზეთ "ქრონიკა პლუსის" რედაქტორი ელისო კილაძე ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს. ამის მიზეზი პატიმართა წამების ამსახველი კადრების საქმეზე მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე მისი დაბარება გახდა. კილაძის თქმით, ხელისუფლება სახალხო დამცველს გაზეთ "ქრონიკა პლუსისა" და მის წინააღმდეგ იყენებს.
|
თიკო ოსმანოვა 12.01.2017
გაზპრომთან მიღწეულ შეთანხმებას აღმოსავლეთ პარტნიორობის "რეზონანსის" მთ. რედაქტორი და სამოქალაქო საზოგადოების - ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ლაშა ტუღუში საქართველოთვის საფრთხის შემცვლელად მიიჩნევს. მისი თქმით, ეს არის პოლიტიკური იარაღი რუსეთის ხელში, რომელსაც ყველგან იყენებს. "რუსეთს რაც უფრო მეტ თავისუფლებას ვაძლევთ, მით მეტად მუშაობს ჩვენ წინააღმდეგ", - გვითხრა ტუღუშმა.
|
გვანცა ღვედაშვილი 12.01.2017
ვინაიდან ხელისუფლება კანაფის დარგვის აქციაში მონაწილე აქტივისტებს არ აკავებს, "გირჩის" ლიდერები მოითხოვენ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე შეაჩერონ ამ მუხლით განხორციელებული ყველა სისხლისსამართლებრივი დევნა. არალეგალური მცენარის კულტივაციიდან მე-11 დღეს, შსს-მ პარტიის ოფისში ჩხრეკა ჩაატარა და 31 დეკემბერს აქციაში მონაწილეთა მიერ დარგული კანაფის 84 ქოთანი ამოიღო.
|
სალომე სარიშვილი 12.01.2017
ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტი (ლიბე) საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს კენჭს უყრის. ამის შესახებ კომიტეტის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგშია აღნიშნული. კენჭისრა კი დღის მეორე ნახევარშია ჩანიშნული.
|
ელზა პაპოშვილი 12.01.2017
ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისში შუახნის მამაკაცმა ზ.კ.-მ თავი სახლის ეზოში ჩამოიხრჩო. როგორც გარდაცვლილის მეზობლები ამბობენ, ბოლო დროს მამაკაცი გულჩათხრობილი და დეპრესიული გახდა. ამის მიზეზად კი რამდენიმე თვის წინ სამსახურიდან გათავისუფლებას ასახელებენ.
|
ელზა პაპოშვილი 12.01.2017
ზამთრის დადგომასთან ერთად, გაზით მოწამვლის ფაქტებმა იმატა. განსაკუთრებით ხშირია ასეთი შემთხვევები თბილისში. იანვარში გაზით მოწამვლის შედეგად საავადმყოფოში 70-მდე ადამიანია მოთავსებული. დეკემბერში კი გაზის მოწამვლით 8 ადამიანი გარდაიცვალა. მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სამი ახალგაზრდა დაიღუპა.
|
ვახტანგ შამუგია 12.01.2017
რა ხდება თბილისის ცენტრში, ვარდების მოედნის ქვეშ არსებულ მიწისქვეშა კომპლექსში? ეს კითხვა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ, მთავრობის სხდომაზე დასვა. თუმცა ამ კითხვაზე პასუხს რიგითი თბილისელები უკვე წლებია, ამაოდ ელიან.
|
სალომე სარიშვილი 11.01.2017
"ნაციონალური მოძრაობის" ორად გაყოფა უკვე გადაწყვეტილია. სხვადასხვა საშუალებით გავცრელებულ ცნობებს, რომ ხვალ, 12 იანვარს ბოკერია-ბაქრაძის გუნდი საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად პარტიას ოფიციალურად გამოეყოფა და საზოგადოების წინაშე "ევროპული საქართველოს" სახელით გამოჩნდება, "რეზონანსის" წყაროებიც ადასტურებენ.
|