სალომე სარიშვილი 11.01.2017
სოციოლოგი ზურაბ ბიგვავა მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ორად გაყოფის შემდგომ, მხარდამჭერთა რიცხვი ბოკერია-ბაქრაძის ფრთას უფრო მოაკლდება, ვიდრე ექსპრეზიდენტ სააკაშვილის გუნდს. მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოკერიას გუნდი ინტელექტუალურ ელიტად მიიჩნევა, ამომრჩეველი არჩევანს მაინც სააკაშვილზე გააკეთებს, როგორც პარტიის ლიდერსა და ქარიზმატულ მმართველზე. ბიგვავა იმასაც ამბობს, რომ შესაძლოა ბოკერიას ჯგუფმა პოლიტიკა შეცვალოს და ეს ახალი ძალების მოსაზიდად გამოიყენოს.
|
თიკო ოსმანოვა 11.01.2017
"ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული დაპირისპირება პიკს აღწევს. დიდი ალბათობით, 20 იანვარს პარტიას ყრილობის გამართვა ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთის გარეშე მოუწევს. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებული მხარე პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადებას ამ დღებში გააკეთებს. მანამდე კი ციხიდან ახლად გამოსული ქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა სააკაშვილთან საუბარს კიდევ ერთხელ შეეცდება.
|
თიკო ოსმანოვა 11.01.2017
"ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელობის აბსოლუტური უმრავლესობა არის ჩვენს გუნდში. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ ვიქნებით, როგორც საპარლამენტო უმცირესობა და, ასევე, მთავარი ოპოზიციური ძალა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას, ე.წ ბოკერია-უგულავას ფრთის მომხრე, პარტიის წევრი სერგი კაპანაძე.
|
თიკო ოსმანოვა 11.01.2017
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკანორ მელიას თქმით, ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთამ პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 30 ნოემბერს მიიღო. მისი თქმით, ბოკერია ახლა ხელსაყრელ დროს ელოდება, რომ "პარტიის კარი ხმაურით გაიჯახუნოს". მისი აზრით, ბოკერიამ ეს გადაწყვეტილება იძულებით მიიღო - იცის, რომ ვერ შეძლებს პარტიის სათავეში ყოფნას.
|
ეკატერინე ბასილაია 11.01.2017
აფხაზეთში კულტურის ძეგლების განადგურება გრძელდება. რუსმა ოკუპანტებმა გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდაში სამხედრო პოლიგონის მოსაწყობად ყ|ყ საუკუნის ნახევრად დანგრეული საყდარი და სასაფლაო ბულდოზერით მიწასთან გაასწორეს. საუბარია იმაზეც, რომ პოლიგონის ახლოს მდებარეობს წებელდას ისტორიული ციხესიმაგრე, რომელსაც ასევე განადგურება ემუქრება.
|
ელზა პაპოშვილი 11.01.2017
ვანის რაიონის ყულეს თემში სასტიკი მკვლელობა მოხდა. 18 წლის ახალგაზრდამ, შელაპარაკების ნიადაგზე საკუთარი ძმა სანადირო თოფით მოკლა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
|
თაკო მათეშვილი 11.01.2017
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებზე საუბრისას აცხადებს, რომ ამ ყველაფრით მოგებული მხოლოდ ხელისუფლება იქნება, რადგან მას კონკურენტუნარიანი ოპონენტი აღარ დარჩა. "ნაცმოძრაობისაგან" დარჩენილი ნაწილები კი, ცინცაძის აზრით, ვერანაირ წარმატებას ვეღარ მიაღწევენ და ეს 2017 წლის შუალედურ არჩევნებშიც გამოჩნდება.
|
ია აბულაშვილი 11.01.2017
"ამ ბოლო 120 წლის განმავლობაში საქართველოდან ნობელის პრემიაზე წარდგენილი იყო სულ სამი მწერალი: გრიგოლ რობაქიძე, ჭაბუა ამირეჯიბი და ოთარ ჭილაძე, მეოთხე მე გახლავართ. აქამდე ნობელის კომიტეტმა ვერც ერთი ქართველი მწერლისთვის ვერ გაიმეტა მსოფლიოს ეს უმაღლესი ლიტერატურული ჯილდო. არც ჩემი მოკრძალებული ქვეყნის საერთაშორისო მდგომარეობა და არც ჩემი მოკრძალებული შემოქმედება დიდ ოპტიმიზმს არ მიტოვებს იმისას, რომ მივიღებ ამ სანუკვარ პრემიას," - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას მწერალთა კავშირის თავმჯდომარე რევაზ მიშველაძემ, რომელიც ნობელის პრემიის ნომინაციაზეა წარდგენილი.
|
ნინო ქეთელაური 10.01.2017
"ახალი ცივი ომი უკვე შემდგარი ფაქტია და ჩვენ ვცხოვრობთ ამის პირობებში. ფაქტობრივად, კოლექტიური თავდაცვის პრინციპის ამოქმედება მოხდა, რაც ნატოს 90-იანი წლებიდან მოყოლებული არ აუმოქმედებია" - ასე აფასებს აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს წარმომადგენლობის გაზრდას სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია.
|
გვანცა ღვედაშვილი 10.01.2017
კამპანია "ეს შენ გეხება" მიიჩნევს, რომ ე.წ. ფარული მოსმენის გასაღები დამოუკიდებელი სააგენტოს ხელში უნდა იყოს. საკითხი კამპანიის წევრებსა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტს შორის იქნა განხილულ. უმრავლესობის წევრთა თქმით, არასამთავრობოთა მიერ შემოთავაზებული კანონპროექტის ზუსტად ისე მიღება, როგორც მათ წარადგინეს, მიზანშეწონილი არ იქნება, თუმცა გარკვეული თანხვედრა არსებობს.
|
თაკო მათეშვილი 10.01.2017
"ნაციონალურ მოძრაობაში" შექმნილი სიტუაციით, პოლიტოლოგების აზრით, ყველაზე მეტ სარგებელს ხელისუფლება ნახულობს, რადგან ფაქტობრივად აღარ დარჩა ოპოზიციური პარტია, რომელიც მისთვის სერიოზული ოპონირების გაწევას შეძლებს.
|
თაკო მათეშვილი 10.01.2017
განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისათვის ამომრჩეველს საინტერესო სანახაობა ელის, რადგან მთავარი ბრძოლა "ნაციონალური მოძრაობიდან" "ჩამოტეხილ" ორ მსხვილ პარტიას შორის გაიმართება გიგი უგულავასა და მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|