სალომე სარიშვილი 31.12.2016
თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო ნატოს მომავალ სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს. მინისტრმა ამგვარი გადაწყვეტილება სამიტის სიმბოლური ხასიათით ახსნა და განაცხადა, რომ ღონისძიება ვიწრო ფორმატში ჩატარდება. იზორიას თქმით, მომავალი სამიტი აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბებას უკავშირდება.
|
თიკო ოსმანოვა 31.12.2016
"ძალიან კარგად ვხვდები, რომ ქვეყანა არის უაღრესად რთულ ეკონომიკურ ვითარებაში. ვხვდები იმასაც, რომ ეს მხოლოდ მსოფლიო კრიზისს არ უკავშირდება, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ეს ყველაფერი კარგად ესმის და თავის პოლიტიკურ ხვალინდელ დღეს სასწორზე არ შემოდებენ. თუ ამას არ გააკეთებენ, მაშინ რასაკვირველია, სოციალურ ჯანყსაც მივიღებთ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე.
|
თაკო მათეშვილი 31.12.2016
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე ვიზალიბერალიზაციასა და არჩევნებს წლის ყველაზე მნიშვნელოვან პოზიტიურ მოვლენად ასახელებს და ამბობს, რომ ეს ხელისუფლების დამსახურებაა.
|
თაკო მათეშვილი 31.12.2016
საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგი კაპანაძე 2016 წელს არცთუ წარმატებულად აფასებს და ამბობს, რომ საშინაო პოლიტიკაში პროცესები უარყოფითად განვითარდა. პირველ რიგში კი ეკონომიკურ სირთულეებს ასახელებს და დასძენს, რომ მათი გადაჭრის იმედი არც 2017 წელს აქვს.
|
ია აბულაშვილი 31.12.2016
"როგორც ჩანს, საქართველოს პოლიტიკურ ელიტას ძალიან უმწიფრად მიაჩნია საკუთარი თავი და არ აქვს საკუთარი პოლიტიკური ცოდნისა და გამოცდილების იმედი მომავალი არჩევნების მოსაგებად. აქედან გამომდინარე, პოლიტიკურმა ელიტამ თავისი მდგრადობისათვის მოიფიქრა ცენტრალიზებული მედია-მონარქის შექმნა, რომელიც მომავალში გაამარჯვებინებს ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, თუნდაც ის პოლიტიკურად გაუნათლებელი ადამიანებისაგან შედგებოდეს", - აცხადებს პოლიტმარკეტინგის სპეციალისტი, პროფესორი კახაბერ ჯაყელი, რომელსაც "რეზონანსი" ქართულ მედია ბაზარზე მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით ესაუბრა.
|
ელზა პაპოშვილი 31.12.2016
2016 წელი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულებით იყო გამორჩეული, რომლებიც საყოველთაო განხილვის საგანი გახდა და გარკვეული ვნებათაღელვაც გამოიწვია.
|
ნინო ქეთელაური 30.12.2016
"თუ სირიის საკითხი რუსეთ-თურქეთ-ირანმა ბოლომდე მიიყვანეს, რუსეთის სამხედრო-დიპლომატიური აქტივობის შემდგომი სამიზნე უკრაინა და კავკასია იქნება", - ასე აფასებს ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე, სირიაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მიღწეულ შეთანხმებას.
|
ეკატერინე ბასილაია 30.12.2016
"დიახ, 2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი", - 2016 წლის ანგარიშის ჩაბარებისას დააანონსა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, რაც ექსპერტების შეფასებით, დემაგოგიას და სადღეგრძელოს უფრო ჰგავს, რეალურად კი 2017 წელი უფრო რთული იქნება და ამ "ძალიან მაგარ წელს" მოსახლეობა ვერ დაინახავს ისე, როგორც ექსპრემიერ ივანიშვილის მიერ პროგნოზირებული "მეოთხე საოცნებო წელი" ვერ დაინახა ვერავინ და ვერც ჯიბეზე იგრძნო დადებითად.
|
ეკატერინე ბასილაია 30.12.2016
საქართველოს განვითარების ინსტიტუტის დამფუძნებელი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ კვირიკაშვილის სიტყვა სადღეგრძელოს ჰგავს და მის სიტყვებს არ უნდა დავუჯეროთ.
|
ეკატერინე ბასილაია 30.12.2016
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძის თქმით, პრემიერი ამბობს, რომ 2017 წელი იქნება ძალიან მაგარი, მაგრამ რა პროექტები იგეგმება და როგორ მოხდება სწრაფი განვითარება, კონკრეტული გეგმა არ ჩანს.
|
ელზა პაპოშვილი 30.12.2016
კონსტიტუციონალისტი და პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებისთვის 2017 წელი, გასულ 4 წელთან შედარებით საკმაოდ მძიმე და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების წელი იქნება. მისი აზრით, მთავრობა ქვეყნის მართვას აღებული კურსით ვეღარ შეძლებს და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მოუწევს.
|
სალომე სარიშვილი 30.12.2016
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანიისთვის ყადაღის მოხსნას ითხოვს და ხელისუფლებას ამ საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს. როგორც გვარამია აცხადებს, იმ შემთხვევაში თუკი ტელეკომპანიას ყადაღა არ მოეხსნება, არხმა შესაძლოა საგადასახადო ვალდებულებები ვერ შეასრულოს, რაც მისი თქმით, ტელეკომპანიის ფინანსური მკვლელობა იქნება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|