ნინო ომანაძე 24.12.2016
საქართველოს ჯანდაცვის სისტემა და მისი მიმზიდველობა ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებლებისათვის სეპარატისტული ხელისუფლების დიდი "თავსატეხი" გახდა. ჯერ კიდევ 2015 წელს გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია ასეთ რამეს აცხადებდა: "არ გამოვრიცხავთ სახელმწიფო საზღვრის ჩაკეტვასაც, თუ ქართული მხარე არ შეწყვეტს სამედიცინო მომსახურების სფეროში საკუთარი უპირატესობის გამოყენებას და შეტევითი საქმიანობის განხორციელებას".
|
ელზა პაპოშვილი 24.12.2016
გუშინ ბორჯომში 53 წლის ქალმა მ.ლ თავი მოიკლა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ქალი სილამაზის ხიდიდან მტკვარში გადახტა. თვითმხილველებმა მისი შეჩერება სცადეს, თუმცა ვერ მოასწრეს.
|
თაკო მათეშვილი 23.12.2016
ხორცი, ქათამი, თევზი, საცივი, გოჭი, საჩუქრები, ფეერვერკები, შამპანური - ეს არასრული ჩამონათვალია იმისა, რაზე უარის თქმაც საახალწლოდ მოსახლეობას ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური პირობების გამო უწევს.
|
ელზა პაპოშვილი 23.12.2016
კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ კანონი, შესაძლოა, შეიცვალოს - საჩივრის შეტანიდან ერთი წლის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. "ადამიანის უფლებათა ცენტრი" კანონის იმ ნორმის გაუქმებას ითხოვს, რომლის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აუდიო-ვიდეოთვალთვალი სასამართლოს ნებართვის გარეშე შეუძლია.
|
გვანცა ღვედაშვილი 23.12.2016
არსებულ სიციალურ ეკონომიკურ მდგომარეობას მძიმეს უწოდებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე. მისი თქმით, აღნიშნული მდგომარეობის გამოსასწორებლად ხელისუფლებამ ძირეული რეფორმები უნდა განახორციელოს.
|
ნინო ქეთელაური 23.12.2016
სირიის ომმა მთლიანად შეცვალა მსოფლიო. იმატა ტერორისტული აქტების ინტენსივობამ და ზოგადად ტერორიზმის საშიშროებამ, ევროპა მოიცვა მიგრაციისგან გამოწვეულმა პრობლემებმა, რამაც სერიოზული ზეგავლენა მოახდინა როგორც გლობალურ, ასევე ევროპულ პოლიტიკაზე და ცალკეულ სახელმწიფოებში მიმდინარე შიდა პროცესებზე - ასე აფასებენ ექსპერტები მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს.
|
ელზა პაპოშვილი 23.12.2016
გუშინ ბორჯომში შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთმა თანამშრომელმა თავი მოიკლა. გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლის მამაკაცმა ზ.ლ თავი საკუთარ სახლში ჩამოიხრჩო. მისი მეზობლები ჰყვებიან, რომ ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციაში წლების განმავლობაში მუშაობდა, თუმცა 2013 წელს ის სამსახურიდან გაათავისუფლეს.
|
სალომე სარიშვილი 23.12.2016
პოლიტოლოგი იგორ კვესელავა მიიჩნევს, რომ ეროვნული ვალუტის კატასტროფული ვარდნა მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი ვერ იქნება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ლარის გაუფასურებაზე დიდწილად გარე ფაქტორები მოქმედებს და შესაბამისად, კვესელავას მმართველი გუნდის ეს არგუმენტი დამაჯერებლად მიაჩნია.
|
ნინო ქეთელაური 22.12.2016
როდის გამოჩნდება საზოგადოებაში ბიძინა ივანიშვილი და რატომ არ აკეთებს შეფასებებს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე, კერძოდ ლარის კურსზე? - სწორედ ამ კითხვებით გვინდოდა ყოფილი პრემიერისთვის მიგვემართა, რადგან საზოგადოებისთვის საინტერესო იქნებოდა მისი, როგორც ფინანსისტის მოსაზრება და შეფასებები, რისთვისაც "ქართუ ჯგუფის" საზოგადობასთან ურთიერთობის ხელმძღვანელთან დაკავშირებას შევეცადეთ, ზარზე არპასუხის შემდეგ კი, შეტყობინება მივწერეთ, თუმცა არ გვიპასუხა.
|
ია აბულაშვილი 22.12.2016
"როგორც პოლიტიკურ ბაზარზე გამოიკვეთა, მმართველი ძალა "ქართული ოცნება" რეფორმებს თავს ვერ ართმევს და იგი ფაქტობრივად მოძველებული, გაცვეთილი მესიჯებით ცდილობს შეინარჩუნოს ლიდერის პოზიცია, რაც მეტად საეჭვოა გამეფებული არასტაბილურობისა და ხალხის მასების გაღატაკების ფონზე," - განაცხადა პოლიტმარკეტინგის სპეციალისტმა, პროფესორმა კახაბერ ჯაყელმა, რომელსაც "რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაზე ესაუბრა.
|
ეკატერინე ბასილაია 22.12.2016
"თქვენ როგორ გგონიათ, მთვარობას ჯადოსნური ჯოხი აქვს, რომ ერთი ხელის აქნევით ყველაფერი კარად იყოს და ჩვენ ზღაპრულ ქვეყანაში ვიცხოვროთ? მგონი, ასეთი გულუბრყვილო ამ ქვეყნად არავინ არ არის. არის გეგმა და მათ რაღაც დრო უნდა მივცეთ, რათა ეს გეგმა განახორციელონ... ვინმეს ეგონა, რომ 4 წელიწადში შვეიცარიაში იცხოვრებდა?!" - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას "ქართული ოცნების" წევრი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე.
|
სალომე სარიშვილი 22.12.2016
პოლიტოლოგი და ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ეროვნული ვალუტის კატასტროფული ვარდნის პარალელურად მმართველი პარტიის განცხადებები, თითქოს ლარის გაუფასურება გარე ფაქტორებითაა გამოწვეული, არადამაჯერებელი და არაკომპეტენტურია.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|