ეკატერინე ბასილაია
10.01.2017

 "რუსთავი 2"-ის გენდირექტორ ნიკა გვარამიას ცემის გამო რატი გაჩეჩილაძეს წინასწარი პატიმრობა არ ემუქრება, ის გირაოს სანაცვლოდ სახლში წავა და იურისტების თქმით, საზოგადოების ნაწილში შერჩევით მართლმსაჯულებაზე და "ჩემიანებად" და მტრისიანებად" დაყოფაზე კითხვები ისევ აქტუალური გახდა.

ელზა პაპოშვილი
10.01.2017

 კონსტიტუციონალისტი და პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ყრილობის შემდეგ გაიყოფა. სააკაშვილის მოწინააღმდეგე ფრთის ლიდერი გიგი უგულავა გახდება, რომელსაც ქვეყანაში გარკვეული სახის პოლიტიკური ამინდის შექმნა შეუძლია.

სალომე სარიშვილი
09.01.2017

 "ნაციონალური მოძრაობის" ორად გაყოფა უკვე გარდაუვალია და ამას არც პარტიაში არსებული დაპირისპირებული მხარეები უარყოფენ. ამ გაყოფის ოფიციალურად გაფორმება პრაქტიკულად დღეს პარლამენტში დაიწყება.

თიკო ოსმანოვა
09.01.2017

 საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს - სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, გიორგი ბარათაშვილს "ჯიდიესის" ყოფილი მთავარი პროდიუსერი, პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე ჩაანაცვლებს. საზოგადოების ნაწილი ამ არჩევანს მძაფრი კრიტიკით შეხვდა.

თიკო ოსმანოვა
09.01.2017

 "ყველა ადამიანს აქვს უფლება, ჰქონდეს ის პოლიტიკური შეხედულება, რაც მას აქვს. და ვინც ამ კუთხით აპელირებს, ჩემი აზრით, ან შეგნებულად დემაგოგობს, ან არ ვიცი, ამ საკითხს რა დავარქვა", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე.

ნინო ქეთელაური
09.01.2017

 საპატიმროდან გათავისუფლებული დედაქალაქის ყოფილი მერი აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება. გიგი უგულავას განცხადებით, იგი პირველ რიგში "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული კრიზისის მოგვარებას შეეცდება. შეხვდება მიხეილ სააკაშვილსაც და დაპირისპირებული ჯგუფის ყველა წევრს.

თაკო მათეშვილი
09.01.2017

 "ნაციონალური მოძრაობა" გაყოფის პირასაა. პოლიტოლოგების აზრით, ახლა მხარეები იმასღა ცდილობენ, რომ ეს პროცესი მათთვის რაც შეიძლება ხელსაყრელად დასრულდეს და საკუთარ პირობებს აყენებენ.

პატრიარქი ილია II
09.01.2017

 "იშვა ყრმა, მოგვეცა ძე... და სახელი მისი, -...

ღმერთი ძლიერი, ხელმწიფე, მთავარი მშვიდობისა,

მამა მერმეთა მათ საუკუნეთა" (ეს. 9,5).

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, საერო დასნო, საყვარელნო დანო და ძმანო, მკვიდრნო საქართველოისა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო!

ვახტანგ შამუგია
09.01.2017

 აფხაზი სეპარატისტი ლიდერების გადაწყვეტილებით, ოკუპირებული გალის რაიონის ქართული მოსახლეობა გადაადგილებას მხოლოდ მდინარე ენგურზე არსებულ ერთ ე.წ. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე შეძლებს. სხვა დანარჩენი გადმოსასვლელები კი 2017 წლიდან გაუქმდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯერ კიდევ 2016 წლის 26 დეკემბერს, წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე სეპარატისტთა ლიდერმა, რაულ ხაჯიმბამ განუცხადა.

თიკო ოსმანოვა
31.12.2016

 მეკვლეობის ტრადიცია საქართველოში ოდითგანვე არსებობდა და მას საკრალურ მნიშვნელობასაც კი ანიჭებენ. ქართული ტრადიციის მიხედვით, მომავალი წლის ავკარგიანობა პირველ სტუმარზეა დამოკიდებული.

ეკატერინე ბასილაია
31.12.2016

 აშშ-ს მიერ წინასაახალწლოდ 35 რუსი დიპლომატის გამოძევება, რაც უკვე შეფასდა ობამას "კუდის მოქნევად", ვლადიმირ პუტინის მხრიდან უჩვეულოდ მშვიდი რეაქციით დასრულდა და მიუხედავად იმისა, რომ კრემლში ამ ფაქტის გამო აღშფოთებას არ მალავენ, რუსეთის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ აშშ-ს "პროვოკაციას" იგივე ნაბიჯით არ უპასუხოს.

მარიამ ელიაშვილი
31.12.2016

 პოლიტიკური ცენტრის "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ნოემბერში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თუკი მთავრობა ახალ წლამზე არ განახორციელებს არსებული ნარკოპოლიტიკის ცვლილებას, 2017 წლის წინა ღამეს მომხრეებთან ერთად მარიხუანას საჯაროდ დათესავს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×