თაკო მათეშვილი
12.12.2016

 საპარლამენტო უმრავლესობაში იზიარებენ პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საკონსტიტუციო კომისიას არა პრეზიდენტი უნდა აკომპლექტებდეს და ხელმძღვანელობდეს, არამედ პარლამენტის თავმჯდომარე.

გვანცა ღვედაშვილი
12.12.2016

 მიიღებს თუ არა პრეზიდენტი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას, ჯერჯერობით უცნობია. როგორც პრეზიდენტის პრესპიკერმა ეკა მიშველაძემ "მთელ კვირას" განუცხადა, პრეზიდენტის ინიციატივა თანათავმჯდომარეობის შესახებ კომისიის ლეგიტიმაციისა და სანდოობის გაზრდას ემსახურებოდა და სამწუხაროა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე იხელმძღვანელა.

ელზა პაპოშვილი
12.12.2016

 ფემიციდის მორიგი ფაქტი და ქალთა მკვლელობის გაგრძელება - 9 დეკემბერს თელავის რაიონის სოფელ წინანდალში ქმარმა ყოფილი ცოლი სანადირო თოფით მოკლა, შემდეგ კი იმავე იარაღით თვითმკვლელობა სცადა.

ეკატერინე ბასილაია
10.12.2016

 შავ ზღვაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტი სგემების პატრულირების ვადა შეიძლება 4 თვემდე გაიზარდოს, რაც მოსკოვში დიდ აღშფოთებას იწვევს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის მე-6 ფლოტის სარდალმა, ვიცე-ადმირალმა ჯეიმს ფოგომ გააკეთა.

გვანცა ღვედაშვილი
10.12.2016

 საკონსტიტუციო კომისიას პარლამენტის თავჯდომარე უხელმძღვანელებს და ისეთივე ფორმატით შეიქმნება, როგორც ეს სამი წლის წინ იყო. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომისიის თანათავჯდომარეობაზე პრეზიდენტს უარი ეთქვა.

სალომე სარიშვილი
10.12.2016

 პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის აზრით, აუცილებელია კონსტიტუციაში შეიცვალოს მუხლი, რომელიც პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას უკავშირდება. მისი განცხადებით, დღეის მდგომარეობით ეს პროცედურა მეტისმეტად გართულებულია და შესაბამისად, ის დახვეწასა და გადახედვას საჭიროებს.

ნინო ომანაძე
10.12.2016

 დე ფაქტო აფხაზეთში, ე.წ. საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე ვითარება თანდათანობით იძაბება. გზებზე ერთობლივი რუსულ-აფხაზური სპეცდანიშნულების რაზმებია მობილიზებული, რომლებიც მანქანებს აჩერებენ და მოქალაქეებს ჩხრეკენ. ამის პარალელურად ბოლო დღეებში პრაქტიკულად ღია ბრძოლა გამოუცხადეს "რესპუბლიკაში" მოქმედ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს. ადგილობრივ ოპოზიციას დასავლურ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში დასდეს ბრალი და რაც ყველაზე საინტერესოა, ამის შესახებ ინფორმაცია აფხაზეთის სომხურ დიასპორაზე დაყრდნობით გავრცელდა.

ელზა პაპოშვილი
10.12.2016

 საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 1 ივლისს, თბილისში კანდელაკის ქუჩაზე სასტიკი დანაშაულის ჩადენისთვის ბექა დემეტრაძეს განაჩენი გამოუტანა და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

თაკო მათეშვილი
10.12.2016

 "ასე თუ გაგრძელდა, უკმაყოფილების ტალღა აუცილებლად გაჩნდება, რაც თუ არ აფეთქდება, სახელმწიფო პარტიას მომავალი არჩევნებისათვის მაინც მძიმე სიტუაციას შეუქმნის," - ამბობს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრისას და დასძენს, რომ "ქამრების შემოჭერის", სამინისტროებში კადრების შემცირებისა და საყოველთაო დაზღვევის გაუქმების ფონზე მთავრობამ აუცილებლად უნდა გადადგას ნაბიჯები, რაც ამ ყველაფრით დაზარალებულ ადამიანებს მდგომარეობას შეუმსუბუქებს.

ეკატერინე ბასილაია
09.12.2016

 საჯარო სამსახურებში თანამშრომელთა 10%-ით შემცირება იწყება და საახალწლოდ ადამიანების სახლში გაშვებას მინისტრების მხრიდან ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია დაერქვა.

ზვიად მახარაძე (ბრიუსელი)
09.12.2016

 გუშინ ევროპარლამეტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების (დშიუ) კომიტეტმა უვიზო მიმოსვლის შეჩერების შეთანხმებულ ვარიანტს დაუჭირა მხარი, თავის მხრივ, ევროკავშირის საბჭოს მუდმივი წარმომადგენლობის კომიტეტმა (კორეპერმა) დაადასტურა ევროპარლამენტთან შეთანხმებული ტექსტი შეჩერების მექანიზმის რეგულაციაზე. ეს "გარღვევა" გზას უხსნის საქართველოსა და უკრაინისათვის ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულებას.

სალომე სარიშვილი
09.12.2016

 აფხაზურ წყაროებზე ყოველდღიურად აქტიურად ჩნდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე შეიარაღებული, ნიღბიანი პირები გამოჩნდნენ. ადგილობრივების ნაწილი ამ ფაქტს იმ სახალხო შეკრებას უკავშირებს, რომელიც მომდევნო კვირაში უნდა გაიმართოს და რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას იმპიჩმენტის საკითხს ეხება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×