თიკო ოსმანოვა 09.12.2016
საქართველოს მოქალაქეები ევროპასთან უვიზო მიმოსვლას დიდი ალბათობით წლის დასაწყისდან შეძლებენ. "ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის ვანო ჩხიკვაძის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაზე დიდი წინაღობა დაძლეულია.
|
ელზა პაპოშვილი 09.12.2016
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ამბობს, რომ ხელისუფლების ეკონომიკური გეგმა, პირველ რიგში ქვეყნის ყველაზე მოწყვლად ფენას დაარტყამს, რაც საზოგადოებას კიდევ უფრო მძიმე სოცილურ-ეკონომიკურ გაჭირვებაში ჩააგდებს.
|
თაკო მათეშვილი 09.12.2016
ვიზალიბერალიზაციის გზის დასასრული უკვე გამოჩნდა. მოვლენების მკვეთრად და ჩვენთვის სასიამოვნოდ შეცვლას პოლიტოლოგები ვერ ხსნიან და ამბობენ, რომ ძნელია იმაზე საუბარი, თუ რამ გამოიწვია სიტუაციის შემოტრიალება. მათი ნაწილი ამას ევროკავშირის მაღალჩინოსნების მონდომებასაც მიაწერს. თუმცა ხელისუფლებაში პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის დამსახურებებზე საუბრობენ.
|
ნინო ქეთელაური 09.12.2016
2015/2016 წლებში საჯარო სკოლებიდან აღებული სასმელი წყლის 129 სინჯიდან 45 "სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის" მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი ავრცელებს. თუმცა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ ყველა სკოლას გაფილტრული წყალი მიეწოდება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სკოლა პერიოდულად თავისი რეზერვუარის გაწმენდას და დეზინფიცირებას არ აკეთებს, წყალმომარაგების კომპანიები განათლების სამინისტროს მიმართავენ.
|
ეკატერინე ბასილაია 08.12.2016
"ნაციონალურ" მოძრაობაში არსებული განხეთქილების პარალელურად ვრცელდება ჯერჯერობით დაუდასტურებელი ცნობები მმართველ გუნდში პრემიერსა და ფინანსთა მინისტრს შორის არსებულ დაპირისპირებაზე, რაც მთავრობის მიერ დაანონსებულ ეკონომიკურ რეფორმებს უკავშირდება. ოპოზიცია აცხადებს, რომ 4-პუნქტიანი გეგმის გამო პრემიერი კვირიკაშვილი და ფინანსთა მინისტრი ქუმსიშვილი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რასაც პრემიერ-მინისტრის საგანგებო წერილი მოჰყვა, ერთგვარი თავის მართლებით, რომ "გაჟღერებული ბრალდება სრულიად დაუსაბუთებელი და აბსურდულია" და მთავრობას ერთიანი ხედვა აქვს.
|
ნინო ქეთელაური 08.12.2016
ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შესახებ ევროკავშირის საბჭომ, ევროპარლამენტმა და ევროკომისიამ შეთანხმებას მიაღწიეს, რაც ნიშნავს, რომ საქართველო და უკრაინა ვიზალიბერალიზაციას მიიღებენ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხს ევროპარლამენტი პლენარულ სხდომაზე კენჭს მომავალ კვირას უყრის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტის წევრი კატი პირი ავრცელებს.
|
ელზა პაპოშვილი 08.12.2016
გუშინ ქობულეთთან, სოფელ ციხისძირში შემზარავი მკვლელობა მოხდა. დაახლოებით 50 წლის მამაკაცი 80 წლის დედამ ნაჯახით მოკლა. პოლიციამ ეჭვმიტანილი უკვე დააკავა და მან დანაშაული აღიარა.
|
ელზა პაპოშვილი 08.12.2016
პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე მოვლენები გვიჩვენებს, რომ ქვეყანას მალე მთავარი ოპოზიციური პარტია აღარ ეყოლება, რაც, მისი აზრით, ყველაზე მეტად "ქართულ ოცნებას" დააზარალებს, რადგანაც ხელისუფლებას საფრთხობელას როლის შემსრულებელი აღარ ეყოლება. ფიქრობს, რომ შექმნილ სიტუაციაში ოპოზიციიდან ერთადერთი შანსი, რომ სიტუაცია სათავისოდ გამოიყენოს, დავით უსუფაშვილს აქვს.
|
გვანცა ღვედაშვილი 08.12.2016
საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა ლელა ქებურიამ მის მიმართ მუქარის შემცველი შეტყობინება გაასაჯაროვა. წერილის ავტორი ნიკა ლოგუა აღნიშნავს, რომ ის მეგის ქარდავას დეიდაშვილია და ქებურია პასუხს აგებს იმის გამო, რომ ახალაიების და მეგის ქარდავას დაბრუნება არ უნდა.
|
თაკო მათეშვილი 08.12.2016
საქართველოს მეცნიერ ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე, პოლიტოლოგი, პროფესორი იგორ კვესელავა ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დაშლის პროცესი უკვე დაწყებულია.
|
ნინო ქეთელაური 08.12.2016
თუ აფხაზეთში მიმდინარე პროცესების გამწვავებას ამ დღეებში არ უნდა ველოდოთ, ეს თავს გაზაფხულისთვის იჩენს და შეიძლება ფართომასშტაბიან აქციებშიც გადაიზარდოს - ამის შესახებ აფხაზეთის უშიშროების ყოფლმა მინისტრმა, გენერალმა ლევან კიკნაძემ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა.
|
თიკო ოსმანოვა 08.12.2016
გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის საქმეზე ექსპერტიზა კვლავ გრძელდება. გარდაცვლილის ძმის, გოგლა ჟვანიას თქმით, უზენაესი სასამართლოს მიერ ჟვანიას საქმის ექსპერტის, ლევან ჩაჩუას გამართლება საქმის გარემოებებში არაფერს ცვლის, რადგან უმრავლესობის ყოფილი წევრი ამბობს, რომ საქმე ცალკე იყო გამოყოფილი.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|