თაკო მათეშვილი
28.11.2016

 "მატყუარა", "გამყალბებელი", "ამფეთქებელი", "სამარცხვინო", "ყალბი," "დესტრუქციული," "ჯოჯოხეთის ცეცხლში დახრუკულები" - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ტერმინებისა, რომლითაც ოპონენტები ერთმანეთს მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებისას რიგგარეშე საპარლამენტო სხდომაზე ამკობდნენ.

სალომე სარიშვილი
28.11.2016

 ბრიუსელში უკრაინა-ევროკავშირის 2-დღიანი სამიტის მსვლელობისას ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ მიუხედავად ევროკავშირში ვიზალიბერალიზაციის საკითხზე რამდენიმე წევრი ქვეყნის მხრიდან წამოჭრილი პრობლემისა, ყველაფერი უკვე მოგვარებულია და ახლა უკვე გერმანიაცა და საფრანგეთიც უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებაზე თანხმობას აცხადებს, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა უკრაინასთან ერთად, ვიზალიბერალიზაცია მალე, უფრო ზუსტად კი ახალ წლამდე საქართველომაც მიიღოს.

ნინო ქეთელაური
28.11.2016

 მთავრობისთვის კრიზისული პერიოდის დადგომას არ გამორიცხავს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე. როგორც ის "მთელ კვირასთან" ამბობს, ეს დამოკიდებულია როგორც შიგა, ისე გარე ფაქტორზე და ამასთანავე, "იმაზე, ხელისუფლება რამდენად სწორად გამოიყენებს საკონსტიტუციო უმრავლესობას და ხომ არ შეეცდება ძალაუფლების უზურპირებას, რაზეც ამდენს საუბრობენ".

გვანცა ღვედაშვილი
28.11.2016

 სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ოკუპაციის კანონის გადახედვას მოითხოვს. მისი თქმით, კანონის ლიბერალიზაცია აუცილებელია. იურისტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნულ ცვლილებებზე მუშაობა დიდ სიფრთხილეს მოითხოვს, რათა ამით ქვეყნის სუვერენიტეტი არ დავაყენოთ საფრთხის ქვეშ. მეორეს მხრივ გარკვეულ ცვლილებებზე რეკომენდაციები დასავლეთის მხრიდანაც არსებობს. პოლიტოლოგების აზრით კი აღნიშნული ნაბიჯი რუსეთის დასანახად იდგმება, რომ მან ჩვენი "კარგი ქმედება" დაინახოს.

ვახტანგ შამუგია
28.11.2016

 როგორ წარმართავს თავის საშინაო და საგარეო პოლიტიკას აშშ-ს ახალარჩეული, წინასააარჩევნო პერიოდში თავისი ექსცენტრიულობითა და პოლიტოლოგთა ნაწილის მიერ "არასერიოზულ პიროვნებად" მონათლული დონალდ ტრამპი? ამ კითხვაზე პასუხი მთელს მსოფლიოს აინტერესებს. დიდია ინტერესი საქართველოშიც, რომელიც ამერიკას თავის სტრატეგიულ პარტნიორად და შეიძლება ითქვას, რომ უსაფრთხოების უმთავრეს გარანტორადაც კი აღიქვამს.

ეკატერინე ბასილაია
26.11.2016

 დღეს პარლამენტი ახალ მთავრობას უყრის კენჭს, თუმცა მანამდე ორი დღეა, პარლამენტში ახალი მთავრობის კაბინეტის წევრების და პროგრამის განხილვა მიმდინარეობს. მაგრამ პროგრამის განხილვაზე მეტად მთელი დისკუსია არაკორექტულ და შეურაცხყოფამდე მისულ მიმართვებზე, ზოგჯერ პირდაპირ უზრდელობაზეც იყო აგებული, მთავარი ნარატივი კი ძირითადად ასეთი იყო - "სისხლიანი 9 წელი" და "უუნაროთა 4 წელი".

ვახტანგ შამუგია
26.11.2016

 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსი სტუდენტების მიერ არის ბლოკირებული. ისინი საქართველოს პარლამენტის მხრიდან, უმოკლეს ვადაში სტუდენტების მიერ შემოთავაზებული ინიციატივის უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით განხილვას ითხოვენ.

ნინო ქეთელაური
26.11.2016

 "საერთოდ რა ეთიკაზე საუბრობს კაცი, რომელიც უკვე წასულ მინისტრზე საუბრობს და აკრიტიკებს. პრემიერ-მინისტრმა დაამტკიცა, რომ ეთიკისგან ძალიან შორსაა და საერთოდ, ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს როგორც ჯარის ამბებზე, ისე ეთიკაზე, მინისტრებზე და ა.შ." - ამის შესახებ "რეზონანსთან" "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშილმა განაცხადა, რომელიც გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან თინა ხიდაშელის კრიტიკას გამოეხმაურა.

თიკო ოსმანოვა
26.11.2016

 ცემასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსი უნდა შეიცვალოს. ასეთი განცხადება გუშინ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, თუ პირს ცემის შედეგად ფიზიკური ზიანი არ მიადგა, მოძალადეს ვერ მიუსჯი პატიმრობას და ეს უნდა შეიცვალოს. იურისტთა უმრავლესობა ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.

თაკო მათეშვილი
26.11.2016

 პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ახალი პარლამენტით იმედგაცრუებულია და ამბობს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში იქ ისევ ის ხდებოდა, რაც გასული 4 წლის მანძილზე - დეპუტატები ერთმანეთისა და მინისტრობის კანდიდატების შეურაცხყოფით, კინკლაობითა და ტელეეკრანების წინ მყვირალა ფრაზების წარმოთქმით იყვნენ დაკავებულები.

ნინო ომანაძე
26.11.2016

 დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ყოფილმა ლიდერმა, ედუარდ კოკოითმა განაცხადა, რომ 2017 წლის მარტში დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. შესაბამისი განცხადება, რომელიც ედუარდ კოკოითის მომავალ საპრეზიდენტო ამბიციებს უკავშირდება, საკუთარ "ფაცებოოკ" გვერდზე "სახალხო პარტიის" წევრმა ტაირა გაგლოევამ გამოაქვეყნა.

თიკო ოსმანოვა
26.11.2016

 მდგარადი, თავისუფალი მედიის განვითარება და სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტებს შორის თანამშრომლობის სფეროების გამოვლენა - ამ და სხვა საკითხებზე გუშინ გოეთეს ინსტიტუტში, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ჟურნალისტები მსჯელობდნენ. საერთაშორისო კონფერნციას ორგინიზება "ნორვეგიის გამოხატვის თავუსუფლების ფონდმა" და გერმანულ ფონდ "ცაიტმა" გაუწია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×