თიკო ოსმანოვა 23.11.2016
მთავრობის ახალი შემადგენლობა ცნობილია, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირკაშვილმა რადიკალური ცვლილებები არც ამჯერად განახორციელა. ცვლილება ეკონიმიკურ გუნდს შეეხო. ნოდარ ხადური, გელა დუმბაძე, დავით ბაქრაძე და ნოდარ ჯავახიშვილი მინისტრის პორტფელის გარეშე დარჩნენ. პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ ეკონომიკური წინსვლის კუთხით "თვისობრივი ცვლილებები" მოხდება.
|
ეკატერინე ბასილაია 23.11.2016
"სამწუხაროდ, ოპოზიციურ ფლანგზე გაერთიანებაზე ჯერჯერობით მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მსჯელობაა იმაზე, რომ კონსოლიდირებულად მივაღწიოთ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. "ქართულ ოცნებასთან" ამ თემაზე ბრძოლა რომ გვიწევს, ეს ირონიულადაც კი ჟღერს, რადგან ეს ადამიანები თავად იყვნენ ამ სისტემის გაუქმების ინიციატორები და დღეს კი წინააღმდეგნი არიან და მათ უნდა ვეომოთ. არის მცდელობა მთელი ოპოზიციური სპექტრი ჩაერთოს ამ საკითხში და სამოქმედო გეგმის კონტურებიც მალე გამოიკვეთება," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას "ახალი მემარჯვენეების" წევრი მანანა ნაჭყებია.
|
გვანცა ღვედაშვილი 23.11.2016
პარლამენტში "ქართული ოცნება - მრეწველების" ფრაქციის შექმნის შედეგად პარტია "მრეწველებს" სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიური დაფინანსება 300 ათასი ლარის ოდენობით დაენიშნა. ეს გადაწყვეტილება ცესკომ მიიღო, რასაც პროტესტით შეხვდნენ "თავისუფალი დემოკრატები", რადგან ამის შედეგად დაფინანსებით მათ "მრეწველებმა" აჯობეს, შესაბამისად, მათ ცესკოში წარმომადგენელი დაკარგეს.
|
თაკო მათეშვილი 23.11.2016
მინისტრთა ახალ კაბინეტში მომხდარ ცვლილებებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პოზიტიურად აფასებს და ამბობს, რომ ეკონომიკურ გუნდში ეს გადაადგილებები ლოგიკურია. თუმცა, მისი თქმით, მხოლოდ ერთი კუთხით გადადგმული ნაბიჯები მთავრობას უფრო ეფექტურს ვერ გახდის და შესაბამისად, ინსტიტუციური ცვლილებების იმედი არ უნდა გვქონდეს.
|
თაკო მათეშვილი 23.11.2016
"თავისუფალი დემოკრატების" წევრი ნინო გოგუაძე ყოფილი თანაგუნდელის, ვიქტორ დოლიძის ევროინტეგრაციის მინისტრად დანიშვნასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მისი თქმით, დოლიძემ მას ამის შესახებ პარტიიდან წასვლის შემდეგ უთხრა.
|
ელზა პაპოშვილი 23.11.2016
შარტავას ქუჩაძე 16 წლის გოგონას ცხედარის აღმოჩენის შემდეგ, მისი თვითმკვლელობის სხვადასხვა ვერსია დასახელდა. გარდაცვლილი გოგონა მისმა უმცროსმა დამ და მშენებლობაზე მომუშავე მუშამ აღმოჩინეს, მას ოჯახი ორი დღის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა.
|
ელზა პაპოშვილი 23.11.2016
თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გუშინ დილით ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. დაღუპული დაახლოებით, 20 წლამდე ასაკისაა და სავარაუდოდ, სიმაღლიდან ჩამოვარდნის შედეგადაა გარდაცვლილი.
|
გვანცა ღვედაშვილი 23.11.2016
რა გამოწვევების წინაშე დგას და რა ვალდებულებები შეასრულა საქართველომ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით, რამდენად არის სამოქალაქო საზოგადოება ჩართული იმ რეფორმების გატარებაში, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს. აღნიშნულ საკითხებეთან დაკავშირებით, თბილისში, სასტუმრო "ბილტმორში" ყოველწლიური კონფერენცია "საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები" ჩატარდა.
|
ეკატერინე ბასილაია 22.11.2016
მე-9 მოწვევის საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილება ერთგვარი ხმაურითა და ბრალდებებით, მაგრამ უკვე თითქმის საბოლოოდ დასრულდა. ამ გადანაწილებისას "ოცნებასა" და "ნაციონალებს" შორის პირველი დაპირისპირებაც დაფიქსირდა, რაც გამოიწვია იმან, რომ იურიდიულ კომიტეტში მოადგილის ოპოზიციური კვოტით "ოცნებამ" არჩევანი "პატრიოტთა ალიანსის" წევრ ნატო ჩხეიძეზე გააკეთა და არა "ნაციონალ" ოთარ კახიძეზე.
|
ელზა პაპოშვილი 22.11.2016
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ ახალი მთავრობის ჩამოყალიბებისას, პრემიერ-მინისტრმა პირველ რიგში, ერთიანი გუნდის ფორმირება უნდა შეძლოს, რადგანაც საპარლამენტო მმართველობის პირობებში, მთავარი მთავრობის ერთიანობა და გუნდური მუშაობა იქნება.
|
გვანცა ღვედაშვილი 22.11.2016
"პოლიტიკური უკულტურობა," - ასე აფასებს "რესპუბლიკური" პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი პარლამენტში "ქართული ოცნება-"მრეწველების" ფრაქციის შექმნას.
|
ნინო ქეთელაური 22.11.2016
თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, "აუდიტორი 115" არალეგიტიმურად სცნობს. როგორც "რეზონანსთან" საუბრისას აუდტორია 115-ის" წევრი გიორგი ჯავახაძე აცხადებს, არჩევის წესი "არაკონსტიტუციური და დისკრიმინაციულია", რის გამოც მათ ორგანიზაციას სარჩელი საკონსტიტუციო სამსამართლოში აქვს შეტანილი.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|