სალომე სარიშვილი
17.11.2016

 "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი, ანი მიროტაძე აცხადებს, რომ აუცილებელია შეიქმნას ახალი ერთიანი პოლიტიკური გაერთიანება, თუმცა როგორი ფორმით მოხდება და ვინ იქნებიან ამ გაერთიანების წევრები, ამაზე საუბარი ამ ეტაპზე გაუმართლებლად მიაჩნია. ამბობს, რომ ამ საკითხზე არასაპარლამენტო ოპოზიციაში უკვე მსჯელობენ, თუმცა რა გადაწყდება საბოლოოდ, ამაზე დაზუსტებულ ინფორმაციას საზოგადოება უახლოეს მომავალში მიიღებს.

თაკო მათეშვილი
17.11.2016

 "ხან ამერიკული ტანკები რომ შემოდიოდა თბილისში ორიოდ კვირით, ხან ფინანსური დახმარებები იყო, ხან არმიის წვრთნა ტარდებოდა, ამერიკელების ფულით ნატო-ს სასწავლო ცენტრი გაიხსნა და ა.შ. ეს ყველაფერი ნელ-ნელა გაქრება," - ასე პესიმისტურად ხედავს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე საქართველო-ამერიკის მომავალ ურთიერთობებს და ამბობს, რომ ილუზიები სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშიორებით, დასრულდა.

გვანცა ღვედაშვილი
17.11.2016

 იმ შემთხვევაში, თუ მე-9 მოწვევის პარლამენტი და მთავრობა ახალ წლამდე არსებული ნარკოპოლიტიკის ცვლილებას არ განახორციელებს და მარიხუანას ლეგალიზაციას არ დაუშვებს, "გირჩის" წევრები 31 დეკემბერს, მარიხუანას საჯაროდ დათესავენ. თუმცა, "ქართული ოცნება" ლეგალიზაციას დაშუვებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ არც პირდაპირ და არც ირიბად არ აპირებენ, ხელი შეუწყონ ამ "მავნე ჩვევას" თუ "დაავადებას".

თიკო ოსმანოვა
16.11.2016

 "ნაციონალური მოძრაობის" გარშემო კვლავ ვნებათაღელვაა - თანაპარტიელები ერთმანეთს ღიად უპირისპირდებიან. შეძლებენ თუ არა გიგა ბოკერია და მისი მომხრეები პარტიის თავმჯდომარეობიდან ექსპრეზიდენტ მიხელ სააკაშვილის გადაყენებას, დეკემბერში გაირკვევა, რაც დიდი ალბათობით, შეიძლება პარტიის დაშლის და ორად გახლეჩის საფუძველიც გახდეს. ყოველ შემთხვევაში ამ საშიშროებაზე თავად "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებიც საუბრობენ.

ელზა პაპოშვილი
16.11.2016

 განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას სასკოლო რეფორმის გეგმას განათლების სფეროს ექსპერტები სხვადასხვაგვარად აფასებენ. მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის რამდენიმე ძირითადი პარამეტრის შესახებ ისაუბრა, რომლის პრეზენტაცია ახლო მომავალში იგეგმება.

თიკო ოსმანოვა
16.11.2016

 "ნაციონალური მოძრაობის" ერთი-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის აზრით, პარტიის ორად გაყოფის ალბათობა დიდია, ამიტომ იგი თანაგუნდელებს მოუწოდებს, შეინარჩუნონ ერთიანობა და არ დაუშვან პარტიის დაშლა. მისივე თქმით, შეუძლებელია, პარტიამ პოლიტდევნილი ლიდერების ხელმძღვანელობით ბრძოლა კიდევ დიდხანს გააგრძელოს და სერიოზული წარმატების იმედი ჰქონდეს.

თიკო ოსმანოვა
16.11.2016

 "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წევრის, დავით დარჩიაშვილის აზრით კი პარტიის მიმართ ინტერესი ძალიან ბევრ ადამიანს აქვს, ამიტომ "ნაციონალების" დაშლას არავინ დაუშვებს. რაც შეეხება ახალი თავმჯდომარის არჩევას, ამასთან დაკავშირებით დარჩიაშვილი საკუთარი აზრის დაფიქსირებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს და კოლეგების მოსაზრებას ელოდება.

თაკო მათეშვილი
16.11.2016

 პოლიტოლოგი, კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე ევროკავშირის მმართველობას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ბიუროკრატთა ჯგუფი ამ გაერთიანებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. "ისინი ერთი ხელით რუსეთში ბიზნესებს აკეთებენ და მეორე ხელით ემუქრებიან მას," - აცხადებს იგი.

ელზა პაპოშვილი
15.11.2016

 ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტების შემდეგ გამოჩნდება, ხელისუფლებამ მმართველობის რა გზა აირჩია. სურს თუ არა მას, რომ გადაწყვეტილებების მიღება საკუთარ თავზე აიღოს და ინსტიტუციონალური მმართველობა დაამკვიდროს, თუ ყველა საკითხის გადაწყვეტა, კვლავ ერთი ადამიანის პასუხისმგებლობამდე დაიყვანოს.

სალომე სარიშვილი
15.11.2016

 "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე პარლამენტს მიღმა დარჩენილ რამდენიმე თანაგუნდელს შეხვდა, თუმცა შეხვედრის შემდეგ მას რამე განცხადება არ გაუკეთებია. თავად ყოფილი დეპუტატები კი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობენ, რომ პარტიის აღმასრულებელ მდივანთან შეხვედრა ტექნიკური ხასიათის იყო, სადაც სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

თაკო მათეშვილი
14.11.2016

 კომპანია "სიტი-პარკი" მერიასთან ხელშეკრულების გაუქმებას არ აპირებს. თუკი მერია ამას ცალმხრივად მოინდომებს, მას სასამართლო დავა ელის, რომელიც გადაწყვეტს, თუ რა ოდენობის ჯარიმა უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით.

ნინო ქეთელაური
14.11.2016

 "ქართული ოცნების" მიერ მიღებული 48% ქმნის საიმისო გარემოს, რომ თუ პოლიტიკური საქმიანობა არასწორად წარიმართა, პროცესის ქუჩაში გადასვლის ალბათობა ძალიან მაღალია", - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე "მთელ კვირას" ესაუბრა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×