გვანცა ღვედაშვილი 07.11.2016
ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება ყრილობა და ვინ განიხილებიან "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯომარის კანდიდატურებად. როგორც "მთელ კვირასთან" პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა ჯერ არ დაწყებულა.
|
ნატალია ჯალაღონია 07.11.2016
მიუხედავად იმისა, რომ უკეთესის მოლოდინი დიდი იყო, ახალი მოწვევის პარლამენტში გენდერული დისბალანსის საკითხი კვლავ მწვავედ დგას - 150 დეპუტატიდან ქალი მხოლოდ 24-ია. თუმცა, წინა, მე-8 მოწვევის პარლამენტთან შედარებით ეს შედეგი გაუმჯობესებულია - მაშინ საკანონმდებლო ორგანოში 18 დეპუტატი ქალი იყო.
|
ნინო ომანაძე 07.11.2016
2 ნოემბერს, რუსეთის დუმამ, აფხაზეთის პარლამენტის მიერ 2015 წლის დეკემბერში მიღებული კანონის რატიფიცირება მოახდინა. დოკუმენტი, რომელიც რუსულ-აფხაზური შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნას შეეხება, ქართული მხარის, ასევე აფხაზური ოპოზიციის მწვავე განხილვისა და რუსეთთან დაპირისპირების ახალი ტალღის გამომწვევი გახდა.
|
ეკატერინე ბასილაია 05.11.2016
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ევროპა უსაფრთხოების კუთხით რთულ სიტუაციაშია და რუსეთი მზად არის უკრაინასა და საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს.
|
თაკო მათეშვილი 05.11.2016
"ნაცმოძრაობის" ხელმძღვანელობის შესაძლო ცვლილების ინიციატივას პოლიტოლოგები საეჭვოს უწოდებენ. მათი აზრით, ამ თემის საჯაროდ გამოტანა ბევრ კითხვას ბადებს. ჩვეულებრივ სიტუაციაში, მათი თქმით, შიდაპარტიულ საკითხს "ნაციონალური მოძრაობა" საჯარო მსჯელობის საგნად არ აქცევდა.
|
ელზა პაპოშვილი 05.11.2016
თბილისში შემზარავი მკვლელობა მოხდა, 19 ოქტომბერს 70 წლის დაკარგულ ქალბატონს, რომელსაც პოლიცია ერთი კვირის განმავლობაში ეძებდა, გლდანის ნაგავსაყრელზე მიაგნეს, სადაც მხოლოდ მისი ფერფლიღა იყო დარჩენილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 70 წლამდე ქალის მკვლელობის ბრალდებით 5 პირია დაკავებული.
|
სალომე სარიშვილი 05.11.2016
"კონსულტაციისთვის ჩემთვის არაერთხელ მოუმართავთ. მაშინაც კი, როცა ხელისუფლების ოპოზიციაში ვიყავი. არც მაშინ მითქვამს უარი და არც არასოდეს, ამიტომ გააჩნია რაზე იქნება დამოკიდებული კონსულტაცია", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას ყოფილი "რესპუბლიკელი" ვახტანგ ხმალაძე და იქვე დასძენს, რომ აზრთა თანხვედრის შემთხვევაში მისი თანამშრომლობა არც მმართველ პარტიასთანაა გამორიცხული.
|
ელზა პაპოშვილი 05.11.2016
პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური ველზე მხოლოდ ყამირია, ხოლო მის დასაკავებლად საკმაოდ დიდი რესურსი და ახალი სახეებია საჭირო. ამიტომაც პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ დავით უსუფაშვილმა აქცენტი გუნდის შექმნისას, ძველ და ვადაგასულ პოლიტიკოსებზე არ უნდა გააკეთოს.
|
თიკო ოსმანოვა 05.11.2016
"საქართველოს ვიზალიბერალიზაცია დამოკიდებულია შეჩერების მექანიზმის საკითხზე, თუმცა როდის მოხდება მისი ამოქმედება, ეს არავინ არ იცის", - განაცხადა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ვანო ჩხიკვაძემ უვიზო რეჟიმის შემოღების ვადებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამისთვის 2-წლიანი ვადაა, თუმცა იგი იმედოვნებს, რომ საქართველოს საკითხი ამდენ დროს არ მოითხოვს.
|
თაკო მათეშვილი 04.11.2016
ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებამდე სპეციალისტები ხელისუფლებას ეკონომიკის, ფინანსთა, საგარეო საქმეთა მინისტრების შეცვლას ურჩევენ და ამბობენ, რომ მუშაობის პროცესში ისინი აშკარად მოიკოჭლებდნენ. მიიჩნევენ, რომ მათი გადაყენება საზოგადოების თვალშიც დადებითად აღიქმება და ეს მომგებიან ნაბიჯად შეიძლება იქცეს.
|
ეკატერინე ბასილაია 04.11.2016
ტერორისტული ორგანიზაციის "ისლამური ხალიფატის" მიერ საკუთარი მებრძოლებისადმი მოწოდება, ბრძოლის ველი თურქეთში გადაიტანონ, ქართველი ანალიტიკოსების თქმით, საფრთხეებს საქართველოსთვისაც მოიცავს - ზაალ კასრელიშვილი თვლის, რომ დაზღვეული არ ვართ ტერაქტებისგან. მამუკა არეშიძის განცხადებით კი, დღეს ქვეყანაში ყველაზე დიდი საფრთხე ბოლო დროს ძალიან გაძლიერებული ისის-ის იდეების პროპაგანდაა, რადგან აღმოსავლეთ საქართველოში რადიკალი ისლამისტების ლიდერებმა პირდაპირი საჯარო ქადაგებები დაიწყეს.
|
სალომე სარიშვილი 04.11.2016
რამდენიმედღიანი კონსულტაციებისა და მსჯელობის შემდგომ, "ქართულ ოცნებაში" უკვე ღიად საუბრობენ იმის შესახებ, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე იქნება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|