ია აბულაშვილი 02.11.2016
"ოცნების გამარჯვება პირდაპირ არის დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილის სახელთან და რომ არა მის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გაკეთებული სწორი პოლიტიკური სვლები, "ოცნებას" გამარჯვების მოპოვება გაუჭირდებოდა" - აცხადებს ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იგორ კვესელავა, რომელსაც "რეზონანსი" არჩევნების შედეგებეზე ესაუბრა.
|
მარიამ ელიაშვილი 02.11.2016
მწერლები და განათლების ექსპერტები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან საზეპიროების სწავლების საჭიროებაზე ვერ თანხმდებიან. ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებულ საჯარო ლექციაზე განთლების სისტემის პრობლემებზეც ისაუბრა და თქვა, თანამედროვე სკოლები უინტერესოა. ჟეჯელავას აზრით, ქართული ნაწარმოებებიდან ციტატების სწავლებას აზრი არ აქვს. მის პოზიციას იზიარებენ ქართველი მწერლები, რომელთაც "რეზონანსი" ამ საკითხზე ესაუბრა. თუმცა განათლების ექსპერტები, საზეპიროების სწავლების მომხრენი არიან.
|
ეკატერინე ბასილაია 01.11.2016
მომავალი წლის გაზაფხულზე შესაძლოა, ქართულ ოპოზიციურ სპექტრზე ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდეს. დავით უსუფაშვილის "რესპუბლიკელებიდან" წასვლისა და აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაზე გაკეთებული მისი განცხადების შემდეგ, პოლიტოლოგები უკვე პროგნოზებს აკეთებენ იმაზე, რომ ახლო მომავალში ახალი ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალის პერსპექტივა არსებობს და ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის სიახლე სასიცოცხლოდ აუცილებელია.
|
ნინო ქეთელაური 01.11.2016
ხაშურში "თოფაძე-მრეწველების" მაჟორიტარობის კანდიდატმა სიმონ ნოზაძემ დამაჯერებელი უპირატესობით გაიმარჯვა. იმ ფონზე, როდესაც არჩევნების პირველ ტურში მისმა პარტიამ ხმების მხოლოდ 0,78% მიიღო, თავად 61,55%-ით "ქართული ოცნების" კანდიდატი დაამარცხა. როგორც ნოზაძე აცხადებს, "ხაშურმა დეპუტატის სახე შექმნა, უარი უთხრა მმართველ პარტიას და სასურველი კანდიდატი გაიყვანა".
|
თიკო ოსმანოვა 01.11.2016
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა შესაძლოა, ირაკლი კობახიძემ დაიკავოს. "2030"-ის ინფორმაციით, პოლიტიკური გადაწყვეტილება "ქართულ ოცნებაში" უკვე მიღებულია. სახელისუფლებო პარტიის გადაწყვეტილებას იწონებენ პოლიტოლოგები, თავად ირაკლი კობახიძე კი ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.
|
ელზა პაპოშვილი 01.11.2016
პოლიტოლოგი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება მოხდეს. მისი თქმით, სწორედ ასე მოხდა 2007-სა და 2011 წლებში, რამაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლა განაპირობა.
|
თაკო მათეშვილი 01.11.2016
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია რუსეთსა და დასავლეთს შორის უკიდურესად დაძაბულ მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ასეთი ურთიერთობა მათ ცივი ომის დროსაც კი არ ჰქონიათ.
|
ეკატერინე ბასილაია 31.10.2016
"ოცნებამ" დიდი ხნის სურვილი და ქადილი აასრულა და "ნაციონალები" მაჟორიტარულ ფლანგზე სრულად გაანადგურა, ისე რომ ერთი მანდატიც არ არგუნა. მეორე ტური "ოცნების" აბსოლუტური გამარჯვებით დასრულდა. წინასწარი მონაცემებით, მმართველმა პარტიამ ერთი ოლქის - ხაშურის გარდა, ყველა მოიგო და საკონსტიტუციო უმრავლესობაც გაინაღდა.
|
ნატალია ჯალაღონია 31.10.2016
ნოემბრის ბოლოს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II შესაძლოა რუსეთს ეწვიოს. იგი რუსეთის პატრიარქ კირილის დაბადების დღეზეა მიწვეული. თუმცა, საპატრიარქოში აცხადებენ, საბოლოო გადაწყვეტილება პატრიარქის მოსკოვში გამგზავრების შესახებ ჯერ მიღებული არ არის.
|
სალომე სარიშვილი 31.10.2016
ვახო შამუგია
30 ოქტომბერს, საქართველოს მასშტაბით საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. ხმის მიცემის ხელახალი პროცესი 50 ოლქში ჩატარდა. თბილისში ხელახალი კენჭისყრა 18 რაიონში იყო.
|
ნინო ქეთელაური 31.10.2016
არჩვნების მეორე ტურებმა საქართველოს რეგიონებში ურთიერთბრალდებების, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. განსაკუთრებული დაძაბულობით, ისევ მარნეული გამოირჩეოდა, სადაც დილიდანვე "ნაციონალური მოძრაობის" და "ოცნების" წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებას მოხდა.
|
ელზა პაპოშვილი 31.10.2016
სად წავიდა დავით უსუფაშვილი, შექმნის თუ არა ის ახალ პოლიტიკურ ძალას და რა შანსები აქვს, მას როგორც პოლიტიკურ ლიდერს - ამის შესახებ "მთელ კვირასთან" პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები საუბრობენ. მათი განცხადებით, უსუფაშვილმა "რესპუბიკური პარტიიდან" წასვლით სწორი ნაბიჯი გადადგა, რადგანაც ახლა ქართულ "პოლიტიკურ ბაზარზე" ახალი ძალის სერიოზული მოთხოვნილებაა, ხოლო ამ შანსს ვინც გამოიყენებს, ბაზრის დაკავებასაც ის მოახერხებს.
|