თიკო ოსმანოვა
27.10.2016

 "ქართული ოცნების" კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე პროპორციული სიით პარლამენტში უკვე მოხვდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მცხეთის მაჟორიტარობისათვის ბრძოლას აგრძელებს. ამბობს, რომ მცხეთას არ დათმობს და 30 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს.

თიკო ოსმანოვა
27.10.2016

 ბიზნესმენი, დამოუკიდებელი კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი კი მის ოპონენტ ხუნდაძეს ფინანსური ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასა და მოსახლეობის შევიწროებაში ადანაშაულებს. ამბობს, რომ სწორედ ამან გამოიწვია არჩევნების მეორე ტური, რადგან იგი პირველივე ტურში იმარჯვებდა.

თაკო მათეშვილი
27.10.2016

 მას შემდეგ, რაც საქართველოშიცა და რუსეთშიც საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, სპეციალისტები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დათბობას პროგნოზირებენ და აცხადებენ, რომ ამისთვის ახლა ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე საუკეთესო დროა.

თაკო მათეშვილი
26.10.2016

 "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრების სახელისუფლებო თანამდებობებზე შესაძლო დანიშვნას სპეციალისტთა მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. მათი ნაწილი ამაში უჩვეულოსა და გასაკვირს ვერაფერს ხედავს ნაწილისთვის კი ეს მიუღებელია.

ეკატერინე ბასილაია
26.10.2016

 "ნაციონალური მოძრაობის" სიის მეორე ნოემრი და ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატ სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას, რომ ის მეორე ტურში არ იბრძოლებს, რადგან უარს აცხადებს, ფარსში მონაწილეობა მიიღოს, პარტიაში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა და, თანაპარტიელების მსგავსად, სოციოლოგებისა და პოლიტოლოგების დიდი ნაწილიც მიიჩნევს, რომ ყოფილი პირველი ლედის ამ ნაბიჯის შემდეგ "ნაციონალებს" საკუთარი ამომრჩევლების საპირისპიროში დარწმუნება და 30 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე მათი მობილიზება გაუჭირდება.

ელზა პაპოშვილი
26.10.2016

 ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ ქართული საზოგადოება "ოცნების" მიერ პირველი გადადგმული ნაბიჯებიდანვე მიხვდება, ის ძალაუფლების უზურპაციას მოახდენს თუ არა. მისი აზრით, ხელისუფლების ამ გზაზე არწასვლის გარანტორი და შემაკავებელი ფაქტორი, როგორც სამოქალაქო საზოგადოება, ასევე მედია და პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა იყოს.

თაკო მათეშვილი
25.10.2016

 "ნაციონალურ მოძრაბაში" ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო სპეციალისტების ნაწილი პარტიის დაშლას ან ორად - სააკაშვილის გუნდად და მის მოწინააღმდეგეებად გახლეჩას არ გამორიცხავს. ისინი ამბობენ, რომ ფაქტი პარტიაში საკმაოდ სერიოზული დაპირისპირების არსებობის თაობაზე, ნათელია.

ელზა პაპოშვილი
25.10.2016

 ტერორისტული აქტის მცდელობა, ყაჩაღობა იარაღის მითვისების მიზნით, თუ ყოფითი შემთხვევა - რატომ ცდილობდა სამი ახალგაზრდა სამხედრო საწრთვნელ ბაზა "კრწანისში" შესვლას, სადაც ერთ-ერთის სიცოცხლე გუშაგის მიერ ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა, ამაზე სამხედრო ექსპერტებმა "რეზონანსთან" ისაუბრეს.

ნინო ქეთელაური
25.10.2016

 "თუ ვინმე საკუთარ კანდიდატს მოხსნის, ეს იქნება ნელი მოქმედების ნაღმი, რომელსაც ათასი კუდი გამოებმება და სპეცორგანოები ასეთ რამეზე ძალიან კარგად მუშაობენ", - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა.

თიკო ოსმანოვა
25.10.2016

 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს კონფლიქტურ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა სკეპტიკურად და უიმედოდ უყურებს. უფრო მეტიც, აფხაზურ მედიას ამ საკითხზე ყურადღებაც არ გაუმახვილებია. არჩევნები არ შეუფასებია დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებსაც.

ელზა პაპოშვილი
25.10.2016

 ანალიტიკოსი და პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ ქვეყანაში საპარლამენტო მმართველობის გაძლიერება იმ საპარლამენტო მოცულობით, რაც ახლა არჩევნების შედეგად მივიღეთ, წარმოუდგენელია.

ეკატერინე ბასილაია
24.10.2016

 სულ მალე მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას შეუდგება და "ქართული ოცნების" დეპუტატებს შორის საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილებაც დაიწყება - ეს იქნება პარლამენტის ახალი თავმჯდომარე, ვიცე-სპიკერები და კომიტეტის თავმჯდომარეები.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×