გვანცა ღვედაშვილი
31.10.2016

 იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს სასამართლოს პრაქტიკაში პირველად 12 მოსამართლე უვადოდ აირჩია. აღნიშნულ მოსამართლეებს 3 - წლიანიი გამოსაცდელი ვადა 29 ნოემბერს ამოეწურათ, რის შემდეგაც საბჭოს გადაწყვეტილებით თბილისისა და რეგიონების სასამართლოებში უვადოდ დაინიშნენ.

თიკო ოსმანოვა
31.10.2016

 არჩევნების შემდეგ ქართულ მედიასივრცეში შესაძლოა მორიგი მასშტაბური ძვრები დაიწყოს. "მთელი კვირის" ინფორმაციით, ტელეკომპანიები "მაესტრო", "ჯი-დი-ესი" და "იმედი" საზოგადოებრივი-პოლიტიკური თოქ-შოუების დახურვას აპირებს. არსებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელევიზია მაუწყებლობის ძველ გასართობ-შემეცნებით ფორმატს დაუბრუნდება. რაც შეეხება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს, მისი მფლობელობის საკითხი ისევ გაურკვეველია.

თიკო ოსმანოვა
29.10.2016

 ხვალ 50 მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. აქედან მმართველ პარტიას 49 ოლქში ჰყავს კანდიდატი, 50-ე კი მთაწმინდის ოლქია, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" თავიდანვე საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრსა და დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს "დაუთმო".

ნინო ომანაძე
29.10.2016

 ბოლო რამდენიმე დღეა, აფხაზეთში აქტიურად განიხილავენ ე.წ. უკრაინული ვიკილიქსის მიერ სოციალური ქსელებში გავრცელებულ საფოსტო მიმოწერებს, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წელს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებულ საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვისა და აფხაზეთის 2014 წლის ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატების, რაულ ხაჯიმბას, ლეონიდ ძიაპშბას და მერაბ ქიშმარიას შორის შედგა.

ეკატერინე ბასილაია
29.10.2016

 "ბრძოლა იქნება ძალიან მძიმე, მაგრამ ჩვენი შანსები, რომ გავიმარჯვოთ და არა მარტო 2 ოლქში, არამედ იმდენ ოლქში მაინც, რომ "ქართული ოცნების" საკონსტიტუციო უმრავლესობა არ შედგეს, ეს აბსოლუტურად რეალურია," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი აბესაძე.

ეკატერინე ბასილაია
29.10.2016

 "აბსოლუტური ღრმა რწმენა მაქვს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოვიპოვებთ. ის ვერაგული თუ ეშმაკური, რაც გინდათ დაარქვით, კამპანია, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" წამოიწყო, რომ მოდით, ჩვენ კი ნუ მოგვცემთ ხმას, საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ მიეცითო, რაც პირდაპირ გულისხმობს, რომ ხმა მათ უნდა მისცენ, ეს კამპანია ჩაეშალათ," - აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი ნუკრი ქანთარია, რომელიც მეორე ტურს კახეთს რეგიონში დააკვირდება.

სალომე სარიშვილი
29.10.2016

 "ალბათ მოულოდელი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ მეორე ტურში სასწორი "ქართული ოცნების" მხარეს გადაიხრება. ამაზე მეტყველებს ხმების ის უმრავლესობა, რაც "ოცნებას" აქვს მიღებული. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ პროგნოზის არგამართლების შანსიც არსებობს," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე და იქვე დასძენს, რომ სურათის შეცვლა იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი მოსახლეობა პასიური იქნება, იზარმაცებს და არჩევნებზე არ მივა.

მარიამ ელიაშვილი
29.10.2016

 28 ოქტომბერს გამართულ უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე იმსჯელეს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარ დარღვევებსა და ინციდენტებზე გამოძიება 94 საქმეზე მიმდინარეობს, პასუხისგებაში კი მიცემულია 19 პირი.

ელზა პაპოშვილი
29.10.2016

 ურთიერთბარლდებები და დაპირისპირება სოფელ კარალეთში - "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ელზა პაპოშვილი
28.10.2016

 "თავისუფალი დემოკრატების" წევრი შალვა შავგულიძე ადასტურებს, რომ პარტიაში ორი დაპირისპირებული ჯგუფი ნამდვილად არსებობდა. წასულ წევრებსა და მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა გარკვეულ თემებთან დაკავშირებით ყოველთვის იყო, თუმცა არა იმ დოზით, რომ ამ ადამიანების მიმართ ეჭვი გაჩენილიყო და ისინი "ქართულ ოცნებასთან" შესაძლო გარიგებაში ყოფილიყვნენ.

თაკო მათეშვილი
28.10.2016

 პოლიტოლოგი, პროფესორი იგორ კვესელავა მეორე ტურში "ქართული ოცნების" წარმომადგენლების წარმატებას პროგნოზირებს და ამბობს, რომ 51 ოლქიდან მათი გამარჯვება 47-48 ოლქში გარდაუვალია.

ეკატერინე ბასილაია
28.10.2016

 ყუთებში ბიულეტენების პირდაპირ ჩაყრა; "სომხური კარუსელი"; ფსიქოლოგიური წნეხი საჯარო სამსახურებში დასაქმებულებისთვის, ხმა მისცენ ხელისუფლებას; შემოხაზული ბიულეტენის ფოტოზე გადაღება; წინასწარი განზრახვით კომისიის წევრის მიერ ბიულეტენზე ხელმოწერის ან ბეჭდის არდასმა და ა.შ.... - საქართველოს 26-წლიანი არჩევნების ისტორიაში გაყალბებისთვის გამოყენებულ სხვადასხვა მექანიზმებსა და მანიპულაციებზე საუბრობს "რეზონანსთან" ა/ო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო პროექტის კოორდინატორი ირმა პავლიაშვილი, რომლის თქმითაც, თუკი 15-20 წლის წინ გაყალბებისთვის ყუთებში ბიულეტენებს პირდაპირ ყრიდნენ და არჩევნების მიმართ ნდობა არ არსებობდა, ეს ვითარება ნელ-ნელა იცვლება, პრობლემები და გაყალბებები დღესაც არსებობს, მაგრამ შედარებით ნაკლებად.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×