თაკო მათეშვილი
12.10.2016

 პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე დარწმუნებულია, რომ თუკი "ნაციონალური მოძრაობა" ახლა პარლამენტში არ შევა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის მათი შანსი იმდენად შემცირდება, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვაც კი გაუჭირდებათ.

გვანცა ღვედაშვილი
12.10.2016

 "მან თავის თავზე იტვირთა ეს მარცხი. ირაკლიმ თქვა, რომ ვერ შეძლო, პარტიას გამარჯვებით დაესრულებინა ეს არჩევნები და ამ ეტაპზე ასეთი პასუხისმგებლობით გავიდა პოლიტიკიდან," - აცხადებს "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ნინო გოგუაძე, რომელიც პარტიის დაშლას კატეგორიულად გამორიცხავს. ის ასევე კატეგორიულად უარყოფს "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობის შესაძლებლობას.

ეკატერინე ბასილაია
12.10.2016

 საკონსტიტუციო უმრავლეობის მოპოვების შემდეგ დიდი ალბათობაა, "ქართული ოცნება" ავტორიტარიზმისაკენ წავიდეს, - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია.

ნინო ქეთელაური
12.10.2016

 თუშეთის გზაზე მომხდარი ტრაგედიის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა. შემთხვევა თორღვას აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, რა დროსაც ტურისტების ავტომობილი 80 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადაიჩეხა.

თიკო ოსმანოვა
12.10.2016

 "ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს უფლება ილაპარაკოს არჩევნების გაყალბებაზე იმიტომ, რომ რასაც ვუყურე, ორივე მხრიდან ერთი და იგივე მეთოდი იყო გამოყენებული. ეს არ იყო იმ ტიპის გაყალბება, რასაც წლების განმავლობაში მიჩვეულები ვიყავით, აბსოლუტურად ახალი ტიპის მოქმედება იყო. შეტევა ხდებოდა არა უბნებზე, არამედ მანამდე - ხდებოდა სიტუაციის "დალაგება" ფულის მეშვეობით," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "პატრიოტთა ალიანსის" თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატი მამუკა არეშიძე.

ნატალია ჯალაღონია
12.10.2016

 მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერ ცნობილი არ არის და წინ მეორე ტური გველოდება, არჩევნებისა და მისი თანმხლები პროცესების ანალიზი უკვე შესაძლებელია.

მარიამ ელიაშვილი
12.10.2016

 არჩევნები 8 ოქტომბერს არ დასრულებულა, რადგან 51 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატებმა საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს, ამიტომაც 2 ნოემბრამდე არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს.

ეკატერინე ბასილაია
11.10.2016

 პარლამენტი ქუთაისიდან უნდა გადავიდეს თბილისში; პრეზიდენტის არჩევის წესი უნდა შეიცვალოს და ის მომავალში არა ხალხმა, არამედ პარლამენტმა აირჩიოს; ქვეყანა უნდა გახდეს მთლიანად საპარლამენტო და პრეზიდენტს შეზღუდული უფლებები კიდევ უფრო შეეზღუდოს; უნდა განისაზღვროს ქორწინების დეფინიცია, როგორც ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი - ეს ის საკითხებია, რომლის კონსტიტუციაში ცვლილება სურს "ქართულ ოცნებას", მას შემდეგ, რაც მეორე ტურით საკონსტიტუციო უმრავლესობას, 113 მანდატს მოიპოვებენ, რაშიც უკვე სრულად დარწმუნებულებიც არიან.

სალომე სარიშვილი
11.10.2016

 "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, იმ დროს, როდესაც პარლამენტს მიღმა დარჩენილი ოპოზიციური ძალების ლიდერები პოლიტიკიდან წასვლას აანონსებენ, შექმნილი ვითარება ქმნის რეალობას, როცა "ნაციონალური მოძრაობა" აღარ არის მთავარი ძალა, არამედ ყალიბდება ერთადერთ ძალად.

თაკო მათეშვილი
11.10.2016

  არჩევნების შედეგებმა, სპეციალისტთა ერთი ნაწილის აზრით, პროდასავლური პარტიების მარცხი აჩვენა. კერძოდ, მათი თქმით "რესპუბლიკური პარტიისა" და "თავისუფალი დემოკრატების" პარლამენტში ვერმოხვედრამ ხალხში მკვეთრად პროდასავლური ძალებისადმი არცთუ დადებითი განწყობა გამოავლინა.

ნინო ქეთელაური
11.10.2016

 "ბევრმა გადაწყვიტა, რომ ისევ ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" თუ შეაჩერებს სააკაშვილსო. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი იმისა, რამაც ეს შედეგი განაპირობა", - ასე აფასებს არჩევნების შედეგებს "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი.

თიკო ოსმანოვა
11.10.2016

 პარლამენტს მიღმა დარჩენილი პარტიები ბრძოლას წყვეტენ - "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას შემდეგ პოლიტიკას, შესაძლოა, "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერი პაატა ბურჭულაძეც გამოეთიშოს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×