ელზა პაპოშვილი 08.10.2016
გორის მაჟორიტარობის კანდიდატთან და ყოფილ თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ოქრუაშვილთან, 2 ოქტომბერს გორში ჩხუბში მონაწილე ედუარდ ნუცუბიძე ამბობს, რომ ის "ქართული ოცნების" არც კორდიანტორი და არც საარჩევნო შტაბის წევრია და მითუმეტეს არც კახი კალაძის ცოლისძმას იცნობს.
|
ვახტანგ შამუგია 08.10.2016
2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ცესკო-ს მონაცემებით საქართველოს 3 473 316 მოქალაქეს აძლევს ხმას. მათი ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ არჩევნებთან დაკავშირებით უკვე ჩაკეტა "საზღვარი".
|
ეკატერინე ბასილაია 07.10.2016
8 ოქტომბრის არჩევნებზე, ღამის 8 საათიდან იწყება მოლოდინებით ყველაზე დაძაბული საათები და უკვე დაანონსებულია, რომ არჩევნების გაყალბების ბრალდებას ხელისუფლებას დიდი ალბათობით, ორი პარტია წაუყენებს - ერთი "ნაციონალური მოძრაობა", მეორე კი "პატრიოტთა ალიანსი", რომელმაც უკვე მხარდამჭერების შეკრება რუსთაველის ძეგლთან დაანონსა და თუკი მეორე ადგილზე არ გავლენ, აქციებსაც იწყებენ.
|
რეზონანსი 07.10.2016
მიგვაჩნია, რომ საარჩევნო პროცესში რომელიმე პოლიტიკური ძალისადმი ღიად თუ ფარულად მხარდაჭერის გამოხატვა მედიის საქმე არ არის.
|
თაკო მათეშვილი 07.10.2016
თავიდან მშვიდი, ბოლოს კი განსაკუთრებულად აგრესიული, ემოციური და არარაციონალური - ასე ფასდება სპეციალისტების მიერ უკვე დასრულებული წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც ოფიციალურად 8 აგვისტოდან დღემდე მიმდინარეობდა.
|
ნინო ქეთელაური 07.10.2016
8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს 91 ადგილობრივი და 55 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება. რაც შეეხება მედია ორგანიზაციებს, ამ დროისთვის 73 ადგილობრივი და უცხოური მედიაა დარეგისტრირებული, რომელთა რაოდენობაც, ისევე როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელთა რიცხვი, საბოლოო არ არის.
|
თიკო ოსმანოვა 07.10.2016
კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე სადეპუტატო მანდატისთვის კიდევ ერთხელ იბრძოლებს - ამჯერად "პატრიოტთა ალიანსის" სახელით, თეთრი წყაროს ოლქში. მას კონკურენციას 7 კანდიდატი გაუწევს, მათ შორის "ოცნების" წარმომადგენელი გოდერძი ჩანქსელიანი და "ნაცმოძრაობის" კანდიდატი, ჯერ კიდევ მოქმედი დეპუტატი ნუგზარ წიკლაური.
|
თიკო ოსმანოვა 07.10.2016
"ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნუგზარ წიკლაური გამარჯვებაში დარწმუნებულია, თუმცა ფიქრობს, რომ ამისთვის მეორე ტური გახდება საჭირო.
|
თიკო ოსმანოვა 07.10.2016
"პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი მამუკა არეშიძე მის მთავარ კონკურენტად "ქართული ოცნებისა" და ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებს მიიჩნევს.
|
სალომე სარიშვილი 07.10.2016
პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, არჩევნებებამდე რამდენიმე დღით ადრე პოლიტიკურ სუბიქტებზე თავდასხმა არა კონკრეტულად მმართველი პარტიის, არამედ ქვეყნის იმიჯისთვისაა დამაზიანებელი. მისი თქმით, მოტივი ამ განზრახვისა ქვეყანაში არასტაბილური გარემოს შექმნას ემსახურება, რაც სხვადასხვა ძალების ინტერესებში შეიძლება შედიოდეს.
|
ელზა პაპოშვილი 07.10.2016
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებასთან დაკავშირებით, სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს პროფესიონალის ნამოქმედარია, რომელსაც აფეთქების ტრაექტორიიდან და მიმართულებიდან გამომდინარე, პოლიტიკოსის ლიკვიდაცია განზრახული არ ჰქონდა.
|
ლიკა გურაბანიძე 07.10.2016
"ქართული ოცნება" მიღებული შემოწირულობების თვალსაზრისით ყველაზე მდიდარ პარტიად ითვლება. 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე პერიოდში შემოწირულობების მთლიანი თანხის უდიდესი ნაწილი 64%, ანუ 10,286,735 ლარი სწორედ მან მიიღო, შემდეგ მოდის პაატა ბურჭულაძის "სახელმწიფო ხალხისთვის" 2 289 122 ლარით. მესამეზეა "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" 1,151,797 ლარით, ხოლო მეოთხეზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 651,662 ლარით.
|