ელზა პაპოშვილი
11.10.2016

 კონსტიტუციონალისტი და პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნება" დიდი ალბათობით საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებს. მისი თქმით, მათ შანსი აქვთ, რომ მაჟორიტარულ არჩევნებში მეორე ტურები ყველგან მოიგონ, რის შემდეგაც 100%-იან მანდატებს მიიღებენ, ეს კი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო და პირველი შემთხვევა იქნება.

გვანცა ღვედაშვილი
11.10.2016

 ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 50 მაჟორიტარული ოლქიდან, სადაც არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს, 44-ში ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატები დაუპირისპირდებიან.

ეკატერინე ბასილაია
10.10.2016

 "ქართული ოცნება" - 48%, "ნაციონალური მოძრაობა" - 27%, "პატრიოტთა ალიანსი" ბარიერის ზღვართანაა - 4.99%-ით. ამ შედეგებით პარლამენტი ორპარტიულია და პროპორციული 77 მანდატიდან პარლამენტში "ოცნება" მიიღებს - 48 ადგილს, "ნაციონალები" - 29-ს. მაჟორიტარული 73 მანდატიდან კი ჯერჯერობით 22 მანდატი "ოცნებამ" პირველივე ტურში გაინაღდა, "ნაციონალებმა" - ვერც ერთი. ჯამში - 150-კაციან პარლამენტში პირველივე ტურიდან შედის ხელისუფლების 70 დეპუტატი და "ნაციონალების" - 29.

თაკო მათეშვილი
10.10.2016

 არჩევნების შედეგებმა, პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის აზრით, "ქართულ ოცნებას" დელეგიტიმაციის საფრთხე შეუქმნა. ფიქრობს, რომ შედგება თუ არა პარლამენტი, ეს სათუო საკითხია და შეიქმნა კრიზისი, რომლის განჭვრეტაც წინასწარვე შეიძლებოდა.

მალხაზ გაგუა
10.10.2016

 მორიგე რედაქტორი

გუშინ ასრულდა ბიძინა ივანიშვილის ოცნება და, სავარაუდოდ, მომავალი პარლამენტი შუაში გაკრეფილი გამოვა, თან ისე გაკრეფილი, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ვერც ერთი პოლიტიკოსი, მიმომხილველი თუ ჟურნალისტი რომ ვერ წარმოიდგენდა. ასე "გაკრეფილი" არც ერთი პარლამენტი მანამდე არ ყოფილა. ახლა "ნაცმოძრაობამ" ბოიკოტი რომ გამოაცხადოს, რისი თეორიული ალბათობა ნამდვილად არსებობს, პრინციპში, ერთპარტიულ პარლამენტს მივიღებთ. რომ არ გამოაცხადოს - მაშინაც არსებითად საკანონმდებლო ორგანო ერთპარტიული იქნება, რადგან "ოცნება" შეძლებს არა მარტო ნებისმიერი ნორმატიული აქტის გატანას, არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში (რაც ასევე ფრიად რეალურია), აბსოლუტურად ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებას და განხორციელებასაც.

ვახტანგ შამუგია
10.10.2016

 "მივიღებთ ერთპარტიულ მმართველობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ვბრუნდებით უკან, საბჭოთა წარსულში. ცუდია, როდესაც ერთი პოლიტიკური ძალა ღებულობს იმხელა ძალაუფლებას, რისი გამოყენების უნარი მას, უბრალოდ, არ შესწევს. შედეგად, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ სრულიად უკონტროლო ხელისუფლებას,"-აცხადებს "მთელ კვირასთან" არჩევნების შედეგების კომენტირებისას რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი, რომელიც შიშობს, რომ მომავალი პარლამენტი შეიძლება იყოს "ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში ყველაზე ცუდი, საშინელი პარლამენტი".

სალომე სარიშვილი
10.10.2016

 "ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომელი ტელევიზია რომელ ეგზიტპოლს ატარებს. ისიც ვიცით, რამდენად აცდენილია ერთმანეთს მონაცემები და რატომ. ვფიქრობ, არავის ეპარება იმაში ეჭვი, რომ "ქართულ ოცნების" 50%-იანი მხარდაჭერა აბსოლუტური აბსურდია," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გივი თარგამაძე, რომლის თქმითაც, გაუგებარია რას ზეიმობს "ქართული ოცნება".

თაკო მათეშვილი
10.10.2016

 ისევე, როგორც ბოლო წლებში ჩატარებულ ყველა არჩევნებზე, სახელისუფლებო პარტიის კოორდინატორები და აგიტატორები პარტიის მხარდამჭერების მოგროვებას გუშინწინდელი არჩევნების დღესაც თავგამოდებით ცდილობდნენ - სატელეფონო ზარებით საარჩევნო უბნებზე დაბარება და სიებით "შეიარაღებული" ქალბატონების ხილვა ქართველი ამომრჩევლისათვის ახალი უკვე აღარაა.

გვანცა ღვედაშვილი
10.10.2016

 საპროტესტო აქციებს არ გამორიცხავს პაატა ბურჭულაძის გაერთიანება "სახელმწიფო ხალხითვის". საარჩევნო ბლოკის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ აქციებთან დაკავშირირებით მსჯელობას საბოლოო შედეგების შეჯამების შემდეგ დაიწყებენ და გადაწყვეტილებასაც ამის მერე მიიღებენ. მისივე თქმით, არჩევნებზე არაერთი დარღვევა დაფიქსირდა.

ელზა პაპოშვილი
10.10.2016

 კახეთში არჩევნებმა სხვა რეგიონებთან შედარებით, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, რომლებიც ამ რეგიონში მიმდინარე საარჩევნო პროცესს აკვირდებოდნენ, უბნებზე სხვადასხვა სახის დაღვევა და ინციდენტს ადგილი მრავლად ჰქონდა.

ელზა პაპოშვილი
10.10.2016

 შამპანური, ტაში, ფერადი ბუშტების გაშვება და ხმაურიანი შეძახილები, რომლიც "ქართული ოცნების" ოფისის ეზოში, ეგზიტპოლების წინასწარი გამოცხადებას მოჰყვა. ასე აღნიშნა "ოცნებამ" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება.

ნინო ომანაძე
10.10.2016

 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, მარნეული და სამეგრელო ყველაზე ცხელი წერტილები აღმოჩნდა, ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ მარნეულში "ქართულ ოცნებას" თამაზ ნავერიანი, ხოლო "ერთიან ნაციონალურ მოძრაობს" აკმამედ იმამკულიევი წარმოადგენდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×