ელზა პაპოშვილი
04.10.2016

 გორის მაჟორიტარობის კანდიდატი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გორში კვირას მომხდარ სროლას "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის უფროსს, კახი კალაძეს აბრალებს.

თაკო მათეშვილი
04.10.2016

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი "ქართული ოცნებიდან" გუგული მაღრაძე ამბობს, რომ მართალია, "ნაციონალური მოძრაობა" სიტუაციის ასარევად ყოველ ღონეს ხმარობს, მაინც არაფერი გამოუვა, რადგან ამას არც ხალხი, არც ხელისუფლება და არც საერთაშორისო საზოგადოება არ დაუშვებს.

ელზა პაპოშვილი
03.10.2016

 ანალიტიკოსი და პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ თუ პარლამენტში მხოლოდ "ოცნება" და "ნაციონალები" შევლენ, ეს ქვეყანაში კრიზისის ერთ-ერთი მიზეზი გახდება. მისივე შეფასებით, დღეს ქვეყანაში მოჩვენებითი სიწყნარეა, რადგანაც მთავარი პროცესები არჩევნების შემდგომ განვითარდება, რომელშიც, დიდი ალბათობით, მთელი ქართული პოლიტიკური ელიტა ჩაერევა.

მარიამ ელიაშვილი
03.10.2016

 საქართველოში წინასაარჩევნო გარემოზე საუბრისას ექსპერტთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ვითარება წინა არჩევნებთან საკმაოდ მშვიდია და დაძაბულობა ნაკლებია. თუმცა, ამ ფონზე უკვე მოხდა რამდენიმე ფიზიკური დაპირისპირება ამა თუ იმ პარტიის დეპუტატობის კანდიდატთა მონაწილეობით, თანაც - პირდაპირ ეთერში.

ეკატერინე ბასილაია
03.10.2016

 საზოგადოებას კვალიფიციური და სწორი ანალიზის გაკეთებაში უნდა დავეხმაროო, - ამ იდეით "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის ბოლო, ყველაზე აქტიურ და დასკვნით ფაზაში, როგორც პარტიის ერთგვარი მაშველი რგოლი, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც გამოჩნდა და 10 რეგიონიდან კვირაში ორჯერ საათნახევრიანი გადაცემა ძირითადად მიუძღვნა "ოცნების" ქებას და ოპონენტების განქიქებას.

თაკო მათეშვილი
03.10.2016

 საგარეო ასპარეზზე მიღწეული წარმატებები, ჯანდაცვის სფეროს რეფორმა, თავისუფალი გარემოს შექმნა, ჩინეთთან პარტნიორობა, ციხეებში სიტუაციის გამოსწორება, "დიქტატურის მოსპობა" - სწორედ ეს ყველაფერი მიაჩნიათ პოლიტოლოგებს "ქართული ოცნების" ოთხწლიანი მმართველობის მთავარ მიღწევად.

თიკო ოსმანოვა
03.10.2016

 წინა ხელისუფლების დროს პოლიციის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის დედის ია მეტრეველის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატ სანდრა რულოვსთან შესახვედრად ხალხი მიკროავტობუსებით დაჰყავთ. მისი თქმით, მან ეს პირადად ნახა სენაკში, სადაც სპეციალურად რულოვსთან შესახვედრად ჩავიდა.

თიკო ოსმანოვა
03.10.2016

 ერთ კვირაში, თბილისის შემდეგ, ზუგდიდი პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში მოექცევა. საპარლამენტო მანდატისთვის სულ 10 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" სიის მეორე ნომერი, საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი. რის გამოც, პოლიტოლოგთა ნაწილი აქ "ქართული ოცნების" მარცხს პროგნოზირებს და არ გამორიცხავს, რომ სამეგრელო ხელისუფლებისთვის აქილევსის ქუსლადაც იქცეს, როგორც ეს წინა საპარლამენტო და შუალედური არჩევნების შემთხვევაში მოხდა.

თიკო ოსმანოვა
03.10.2016

 "თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატ ირაკლი ჩიქოვანს მის კონკურენტად ის არაჯანსაღი საარჩევნო გარემო მიაჩნია, რომელიც, მისი თქმით, ზუგდიდში ჯერ კიდევ არსებობს.

თიკო ოსმანოვა
03.10.2016

 "ქართული ოცნების" კანდიდატი მერაბ ქვარაია კი დარწმუნებულია, რომ სამეგრელოში მმართველი პარტიის" კანდიდატები გაიმარჯვებენ. მისი თქმით, "ოცნების" კანდიდატებს ალტერნატივა არ ჰყავთ.

ნინო ქეთელაური
03.10.2016

 8 ოქტომბრის ღამეს "ნაციონალური მოძრაობა" დესტაბილიაციას გეგმავს, - ამის შესახებ "თავისუფალი ზონიდან" წამოსული კიდევ ერთი წევრი, ნუგზარ ჭიაბერაშვილი საუბრობს.

ნინო ომანაძე
03.10.2016

 ქვეყანაში ეთნიკური უმცირესობები მოსახლეობის 16.2%-ს შეადგენს, ყველაზე დიდ ეთნიკურ ჯგუფს აზერბაიჯანელები 6.5%-ს და სომხები 5.7%-ს წარმოადგენენ. გარდა ამისა, ეთნიკურ უმცირესობებს მიეკუთვნებიან რუსები, ოსები, აფხაზები, ბერძნები, ჩეჩნები, ებრაელები და ქურთები.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×