ნინო ქეთელაური
22.09.2016

 "ძალოვანი სტრუქტურის ყოფილი თანამშრომლები თუ მოძალადეები "ნაციონალური მოძრაობიდან" "ქართულ ოცნებაში" რომ გადმოპორტირდნენ, ალბათ, მათ უნდა ვკითხოთ, ახლა რატომ გაახსენდათ ეს კადრები?!", - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ 26 მაისის კადრების წინასაარჩევნოდ გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ელზა პაპოშვილი
22.09.2016

 პოლიტოლოგი და ანალიტიკოსი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ ამ არჩევნებში ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი საგარეო პოლიტიკა იქნება. მისი აზრით, ჩვენი ქვეყნისთვის ამ ეტაპზე, რეგიონში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, უბლოკო სტატუსი ყველაზე კარგი გამოსავალია. 

თიკო ოსმანოვა
21.09.2016

 წინასაარჩევნო გათვლა - ასე აფასებენ პოლიტოლოგები 26 მაისის ამსახველი აქამდე უცნობი ვიდეოკადრების გავრცელებას და დასძენენ, რომ პროკურატურას ის არჩევნებამდე სულ რაღაც 18 დღით ადრე შემთხვევით არ მოუპოვებია და გაუვრცელებია.

ნინო ქეთელაური
21.09.2016

 "როგორც კი ბიძინა ივანიშვილს რამეში დავითანხმებდით, ის ავტომატურად გასცემდა ბრძანებას და "ქართული ოცნების" დეპუტატები მას მერე ეთანხმებოდნენ და ხოტბას ასხამდნენ," - ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ბერძენიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს.

ეკატერინე ბასილაია
21.09.2016

 "პროკურატურის ამ საკმაოდ უხარისხო ფორმით წინასაარჩევნო პროცესში ჩართვა, ჩემი აზრით, ძალიან არასასიამოვნო სიმპტომია. რა უნდოდა 26 მაისის საქმის 3 წლის წინ გახსნას, როდესაც ონლაინ რეჟიმში გვაქვს ეს დარბევა ნანახი?! ამით პოლიტიკურად ვერაფერს ვერ იგებენ," - აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ როდესაც ხელისუფლებამ 4 წლის განმავლობაში სისტემურ წამებაზე არც ერთი უმაღლესი ხელისუფალი არ დასაჯა, ეს ხელისუფლების მიმართ აჩენს პრეტენზიებს.

სალომე სარიშვილი
21.09.2016

 "რეზონანსი" დაინტერესდა, წინასაარჩევნო პერიოდში რომელი პარტიის მაჟორიტარ კანდიდატებს აქვთ ინტერნეტმომხმარებლის ყველაზე მაღალი მოწონება, თუმცა ცხადია, ეს მაჩვენებელი მათი ამომრჩევლის რაოდენობას სულაც არ ნიშნავს.

გვანცა ღვედაშვილი
21.09.2016

 ბათუმის 69-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი არმაზ ახვლედიანი "რეზონანსთან" აჭარაში წინასაარჩევნო გარემოსა და კანონდარღვევებზე საუბრობს. მისი თქმით, ამომრჩევლები დაბნეული და შეშინებული არიან, რადგან ოპოზიციური კანდიდატების პირდაპირი მხარდაჭერით შესაძლოა, სხვადასხვა სახის პრობლემა არა მარტო მათ, არამედ მათ ნათესავებსაც შეექმნათ.

ელზა პაპოშვილი
21.09.2016

 პროკურატურამ 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებას ახალი დეტალები წარუდგინა და საქმის ირგვლივ ბრალი რამდენიმე ყოფილ ძალოვანს წაუყენა. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ ახლახან აღმოაჩინა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადაღებული ვიდეოკადრები, სადაც კარგად ისმის და ჩანს, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ-ი) ყოფილი უფროსი დათა ახალაია სპეცრაზმელებს აქციის მონაწილეების დაკავების სანაცვლოდ პრემიებს ჰპირდება და აქციის დარბევას სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად თავადაც ხელმძღვანელობს.

თიკო ოსმანოვა
21.09.2016

 "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, დიდუბის მე-15 ოლქის მაჟორატორობის კანდიდატის, ზურაბ აბაშიძის თქმით, მისი მთავარი საზრუნავია საზოგადოებაში არსებული ნიჰილიზმის მოსპობა. მისი თქმით, ამაში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რომელიც მთავარ კონკურენტად მიაჩნია.

თიკო ოსმანოვა
21.09.2016

 "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, ზაზა პაპუაშვილის თქმით, კონკურენტებზე ნაკლებად ფიქრობს. ამბობს, რომ გააგრძელებს იმ საქმის კეთებას, რასაც 4 წლის განმავლობაში აკეთებდა. მისივე თქმით, საკითხები ძალიან რთულია, მაგრამ არ არსებობს ჩიხური მდგომარეობა.

თიკო ოსმანოვა
21.09.2016

8 ოქტომბერს, დიდუბის მე-15 ოლქში სადეპუტატო მანდატისთვის 15 კანდიდატი იბრძვის, მათგან საზოგადოებისთვის შედარებით ცნობილია ორი მათგანი - "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი მსახიობი და მოქმედი დეპუტატი, ზაზა პაპუაშვილი და მისი კოლეგა, ყოფილი თანაგუნდელი, "თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატი ზურაბ აბაშიძე. პოლიტოლოგები ფსონს მეორე ტურზე დებენ. მათი აზრით, დიდუბის მე-15 ოლქში წარმოდგენილ კანდიდატებს 50%-იანი ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ.

ვახტანგ შამუგია
20.09.2016

 კრემლი თანამედროვე მძლავრი იარაღით გამალებით აიარაღებს საქართველოს ორ მეზობელ ქვეყანას - როგორია ძალთა ბალანსი კავკასიაში და გათანაბრდა თუ არა სომხური და აზერბაიჯანული არმიის პოტენციალი რუსული მხარის მიერ ერევანისათვის 200 000 000 დოლარის შეიარაღების მიწოდების შემდეგ. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×