ნინო ქეთელაური
20.09.2016

 არჩევნებამდე 18 დღე რჩება და "რეზონანსის" გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობას, ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას. თუმცა აღსანიშნავია, რომ თითოეულს საკუთარი მოქალაქეობრივი მოვალეობა გაცნობიერებული აქვს და არჩევნებზე წასვლას იმის მიუხედავად აპირებენ, ვინმე იმსახურებს თუ არა მათ სიმპათიას.

სალომე სარიშვილი
20.09.2016

 "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერის დავით თარხან-მოურავის თქმით, ზოგიერთ რაიონში მმართველი ძალის მხრიდან მათ მხარდამჭერებსა და პარტიის წევრებზე დაშინებისა და ზეწოლის ფაქტები შეინიშნება. ამბობს, რომ მსგავსი რამ ძირითადად რეგიონებში ხდება და იქვე იმასაც უმატებს, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასაც აქვს ადგილი.

თიკო ოსმანოვა
20.09.2016

 "რესპუბლიკური პარტიის" კანდიდატის ლევან ბერძინიშვილის თქმით, გამარჯვების შემთხვევაში ისევ იმ საქმეების გაგრძელებას აპირებს, რასაც 4 წლის განმავლობაში აკეთებდა. ლევან ბერძენიშვილი: ვაკეში მაჟორიტარად ჩემი წარდგენა პარტიამ გადაწყვიტა, მიგვაჩნია, რომ აქ მეტი მხარდამჭერი გვყავს, რადგან ჩვენ ლიბერალური პარტია ვართ. შესაბამისად ვპირდებით ყველაფერს, რასაც წლების განმავლობაში ვაკეთებდით - ქართულ საქმეს.

თიკო ოსმანოვა
20.09.2016

 "ქართული ოცნების" კანდიდატის ზაზა ხუციშვილის თქმით, მოსახლეობა მმართველი პარტიის მიმართ დადებითად არის განწყობილი. მისივე თქმით, ქვეყანა წინ მიდის და ვითარდება და მოსახლეობა ამას ხედავს.

თავის კონკურენტ ბერძენიშვილს კი წარმატებას უსურვებს.

თიკო ოსმანოვა
20.09.2016

8 ოქტომბერს, ვაკის მესამე ოლქში სადეპუტატო მანდატისთვის 6 კანდიდატი იბრძვის, თუმცა გამარჯვების მეტი შანსი ორ მათგანს აქვს - "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ მუსიკოს ზაზა ხუციშვილს, რომელმაც პოლიტიკური მოღვაწეობის დაწყება გადაწყვიტა და ჯერ კიდევ მოქმედ დეპუტატს, "რესპუბლიკური" პარტიის ერთ-ერთ ლიდერ ლევან ბერძენიშვილს.

ეკატერინე ბასილაია
20.09.2016

 წინასაარჩევნოდ მხარდამჭერებზე თავდასხმებსა თუ სხვა სახის პროვოკაციის მოწყობაზე ურთიერთბრალდებები "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის ისევ გრძელდება. ამჯერად "ოცნება" ოპონენტ პარტიას შეიარაღებული პირების საარჩევნო შტაბში შეგზავნასა და ამ ფორმით პროვოკაციის მოწყობის გეგმაში სდებს ბრალს. "ნაციონალური მოძრაობა" კი პირიქით, აცხადებს, რომ ეს ფარსი ხელისუფლებამ დადგა სწორედ იმ მიზნით, რომ "ნაციონალებს" დაბრალებოდათ ყველაფერი.

ეკატერინე ბასილაია
20.09.2016

 "პროვოკაციებს ვინ აწყობს - აქ მტყუან-მართლის გარჩევა დიდი უმადური საქმე იქნება. მათზეა ნათქვამი: ფერი ფერსა, მადლი ღმერთსაო. "მეოცნებეებს" საზოგადოების მხარდაჭერა და უპირატესობა მხოლოდ იმის გამო გააჩნიათ, რომ "ქართულმა ოცნებამ" სადიზმისთვის ცოცხები არ მოიხმარა.

ელზა პაპოშვილი
20.09.2016

 პოლიტოლოგი და ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ამ არჩევნებზე, ძლიერ პოლიტიკურ მოთამაშეებად, კვლავ მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი რჩებიან. მისი აზრით, თუმცა საყვარელიძის აზრით, მოსახლეობა განაწყენებულია როგორც "ოცნებაზე" ასევე "ნაციონალურ მოძრაობაზე", რაც მისი აზრით, ამ არჩევნებზე გადამწყვეტი ფაქტორი იქნება.

ეკატერინე ბასილაია
19.09.2016

 ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში დაახლოებით 1.2 მილიონი ადამიანი თავს ღატაკად მიიჩნევს და სახელმწიფოს სოციალური შემწეობის თხოვნით მიმართავს. მათგან 477 840 საქართველოს მოქალაქე კი, მოსახლეობის 12,8%, ყოველთვიურ შემწეობას იღებს და ის საარსებო მინიმუმზე ბევრად ნაკლებია. ამიტომაცაა, რომ პოლიტიკური პარტიები საარჩევნოდ პენსიონერების კვალდაკვალ სოციალურად დაუცველი ფენის მოხიბვლასაც ცდილობენ და შესაბამისად, წინასაარჩევნო დაპირებებში პენსიების გარდა სოციალური შემწეობების გაზრდის თემაც ყველაზე პოპულარულია.  დაპირებებში ბევრია სიტყვა - "უფასო" და "მუქთა ფული".

თაკო მათეშვილი
19.09.2016

 პოლიტიკური კულტურისა და სამოქალაქო განათლების დაბალი დონე, რითიც პოლიტიკოსები სარგებლობენ სწორედ ესაა, სპეციალისტთა აზრით, წინასაარჩევნოდ არაადეკვატური დაპირებების გაცემის საფუძველი.

მათი თქმით, ხალხისათვის ლიფტების, გზების, კანალიზაციის, სახურავების, ტრანსპორტის და მსგავსი პრობლემების მოგვარება უფრო პრიორიტეტულია და ამავდროულად არ ესმის, რომ ეს ყველაფერი  პარლამენტის დეპუტატის კომპეტენციაში არ შედის.

გვანცა ღვედაშვილი
19.09.2016

 პრემიერის მიერ შეთავაზებული მემორანდუმი დიდი ალბათობით არ შედგება, წინასაარჩევნოდ მოვლენები კი, კიდევ უფრო დაიძაბება, - ასეთი შეაფასება პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ "მთელ კვირასთან" ინტერვიუში გააკეთა. 

თიკო ოსმანოვა
19.09.2016

 მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე უპირობო გამარჯვებაში დარწმუნებულია. რაც შეეხება ცეზარ ჩოჩელს, ამბობს, რომ გუბერნატორად მისი ყოფნისას ბევრი უსახური და გაუაზრებელი პროექტის განხორციელების გამო მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში მცხეთის ყოფნას სარფთხე შეექმნა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×