თიკო ოსმანოვა
16.09.2016

 "როგორც ჩანს, "ნაციონალური მოძრაობის და "ქართული ოცნების" ინტერესშია, რომ პარლამენტში მესამე ძალა არ გავიდეს. შესაბამისად, ორივე ძალას ხელს აძლევს ის, რაც ხდება ბურჭულაძის კოალიაციაში და არა მარტო მანდ - ზოგადად მთელი ოპოზიციის გარშემო", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე და ამით ივანიშვილის შესაძლო სტრატეგიაზე საუბრობს.

თაკო მათეშვილი
16.09.2016

 ვიზალიბერალიზაციის პროცესის კიდე უფრო გაჭიანურება ანტიდასავლური და პრორუსული პარტიების წისქვილზე ასხამს წყალს - ამგვარად აფასებენ სპეციალისტები იმ ფაქტს, რომ ევროსაბჭოში აღნიშნული საკითხის განხილვა 11 ოქტომბრისათვის ჩაინიშნა.

ლიკა გურაბანიძე
16.09.2016

 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში სულ 14 პარტია მონაწილეობს. ყველა მათგანს თავისი წინასაარჩევნო რეკლამა აქვს და არჩევნებამდე სულ 22 დღეა დარჩენილი. "რეზონანსთან" საუბრისას პიარის სპეციალისტები წინასაარჩევნო რეკლამებთან დაკავშირებით არაერთგვაროვან მოსაზრებებს აფიქსირებენ, თუმცა ერთ საკითხზე თანხმდებიან - რომ ყველა პარტიას კონკრეტული ამომრჩეველი ჰყავს და მათი რეკლამაც სწორედ ამ ამომრჩეველზეა გათვლილი.

ლიკა გურაბანიძე
16.09.2016

 "ამ ადამიანის შეფასება არც ერთ ლოგიკაში არ ჯდება. დღეს ერთს ამბობს და ხვალ მეორეს იტყვის. ბიძინა ივანიშვილს გულსა და თავში რა აქვს, მე ნუ მკითხავთ. ჩვენ რას გვერჩის, ვერ გავიგე", - ამის შესახებ "რეზონანსს" რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა ბიძინა ივანიშვილის განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.

ეკატერინე ბასილაია
16.09.2016

 "სამწუხაროა, რომ "ოცნება" ყოველდღიურად სახეს კარგავს და "ნაციონალურ მოძრაობას" ემსგავსება პრიმიტიული დაშინებებით და შანტაჟით. საქართველოში პოლიტიკური პროცესები 8 ოქტომბერს არ მთავრდება. "ქართული ოცნება" ძალიან ყურადღებით უნდა იყოს, რომ 8 ოქტომბერს ბევრი რამ არ წააგოს. მაგალითად ის, რომ ახალი პოლიტიკური პროცესები არ დაიწყოს.  

ეკატერინე ბასილაია
15.09.2016

 8 ოქტომბრის არჩევნებზე მთავარი პოლიტიკური ბრძოლა მაჟორიტარულ ფლანგზე იქნება და არჩევნების საბოლოო ბედს დამაჯერებლად გაწყვეტს ის, თუ 73 მაჟორიტარული მანდატიდან ვინ აიღებს აბსოლუტურ უმეტესობას. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ყველა კვლევიდან ჩანს, რომ არც ერთ პარტიას 40%-იანი (შესაძლოა, 30%-იანიც) მხარდაჭერაც კი არ გააჩნია.

სალომე სარიშვილი
15.09.2016

 მომავალ საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი ხმის დაფიქსირებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველებიც აპირებენ. საამისოდ მათ შესაბამისი დოკუმენტაცია (პასპორტი ან დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაცია) დასჭირდებათ, რაც დე ფაქტო საზღვრის გადმოსაკვეთადაა აუცილებელი. 

თიკო ოსმანოვა
15.09.2016

 საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს მორიგ ბრალდებას უყენებს. ამბობს, რომ შეიძლება, მის უსაფრთხოებას პრობლემა შეექმნას და ამაში ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს. აცხადებს, რომ ამის შესახებ ყველა მხრიდან უთვლიან.  

თაკო მათეშვილი
15.09.2016

 პოლიტოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კორნელი კაკაჩია წინასაარჩევნოდ პარტიების რეიტინგებს აფასებს და ამბობს, რომ შედეგები, რომელთაც კვლევები დებენ, რეალობას ნაკლებად ასახავს.

გვანცა ღვედაშვილი
15.09.2016

 პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკურ ძალებს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით მემორანდუმის გაფორმებას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც, იმ ადგილზე, სადაც ერთი კონკრეტული პარტიის წარმომადგენლების ამომრჩევლებთან შეხვედრა იქნება დაგეგმილი, სხვა ძალების წევრები და მათი მხარდამჭერები არ უნდა მივიდნენ.

ნინო ქეთელაური
15.09.2016

 ინტერნეტში სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პაატა ბურჭულაძეს "გირჩის" იმ წევრების პოზიციის გამო საყვედურობს, რომელიც "ქართულ ოცნებასთან" კოალიაციაში ყოფნის სურვილს ეხება. ჩანაწერში ბურჭულაძე პასუხობს, რომ "მსგავსი რამ არ ხდება".

თაკო მათეშვილი
14.09.2016

 ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებული განცხადებები ცხადყოფს, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლება ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნის მოლოდინშია. პრემიერ-მინისტრმა,  შინაგან საქმეთა მინისტრმა და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ამაზე უკვე არაერთხელ ისაუბრეს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×