თაკო მათეიშვილი
10.09.2016

 პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე "ქართული ოცნების" პროპორციულ სიას აფასებს და ამბობს, რომ პარტიის ხლემძღვანელობა სწორად მოიქცა, როცა წინა პლანზე ახალგაზრდებისა და ახალი სახეების წამოწევა გადაწყვიტა.

მისი აზრით, კრიტიკოსებს, რომლებიც პარტიას ამ მიზეზით აკრიტიკებენ, უბრალოდ, საბაბი სჭირდებათ და ისინი უკმაყოფილებას იმ შემთხვევაშიც გამოთქვამდნენ, სია ასაკოვანი და მეტად გამოცდილი ადამიანებით რომ დაკომპლექტებულიყო.

ლიკა გურაბანიძე
10.09.2016

 რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ტელეკომპანია "ჯი-დი-ეს"-ზე ბიძინა ივანიშვილის მედიასთან შეხვედრების გადაცემათა ციკლის შესწავლას სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან და კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან ითხოვს. მათი აზრით, ივანიშვილის შეხვედრები რეგიონალური მედიის წარმომადგენლებთან და ამ შეხვედრების ტრანსლირება მმართველი პარტიის რეკლამას წარმოადგენს და შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა ჩაითვალოს "ჯი-დი-ეს"-ის მხრიდან "ქართული ოცნებისათვის" გაკეთებულ შემოწირულობად.

გვანცა ღვედაშვილი
10.09.2016

 აშშ-ის კონგრესმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ამერიკის მთავრობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს. კენჭისყრისას რეზოლუციას 440-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი და 6 კი წინააღმდეგი იყო.

ქართველი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მსგავსი პირდაპირი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია მაშინ, როცა საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. ამასთან, ექსპერტების აზრით, რეზოლუციაში აშკარად ჩანს, რომ აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

თიკო ოსმანოვა
09.09.2016

 მაშინ, როცა საქართველოში დაგეგმილი მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2016 იწყებოდა, რუსეთში დაუგეგმავად სამხედრო წვრთნები დაიწყეს. რუსეთსა და საქართველოში ფართომასშტაბიანი და ძალიან მნიშვნელოვანი წვრთნების ფაქტობრივად ერთდროულად ჩატარება დამთხვევა რომ არაა, ამაზე ყველა თანმხდება.

სამხედრო სპეციალისტების აზრით, მიუხედავად იმისა, რომ რუსული წვრთნები ცოტათი უფრო ადრე დაიწყო, ის რეალურად საქართველოს ტერიტორიაზე ამჟამად მიმდინარე სწავლების პასუხია და თანაც საკმაოდ შთამბეჭდავი პასუხი.

ლიკა გურაბანიძე
09.09.2016

 "ამ ვიზიტს წინასაარჩევნო აქციად ნუ მოვნათალავთ. ამ ღონისძიების ჩასატარებლად მუშაობა დიდი ხანია, დაწყებულია. ეს საქართველოს მხარდაჭერაა და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის," - ამის შესახებ "რეზონასს" საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა განუცხადა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით

თიკო ოსმანოვა
09.09.2016

 "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები არიან საბჭოთა სახეები და ბიზნესმენები, რომლებიც პარლამენტში ერთადერთი რამისთვის მოდიან - საკუთარი ბიზნესი შეინარჩუნონ და ამისათვის სასათბურე პირობები ჰქონდეთ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "რესპუბლიკური" პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია.

გვანცა ღვედაშვილი
09.09.2016

 "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის ათეულის ქმედითუნარიანობა, პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის აზრით, არჩევნების შემდეგ გამოჩნდება.

თიკო ოსმანოვა
09.09.2016

 "ბიძინა ივანიშვილს აქვს ერთი მნიშვნელოვანი რამ, ის ყოველთვის აერთიანებს ოპოზიციას - 2011 წელს მან ოპოზიცია გააერთიანა "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ ახლა კი "ქართული ოცნების" წინააღმდეგ", - ასე აფასებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს. ამბობს, რომ ივანიშვილმა ტონი თუ არ შეარბილა, ეს "ქართული ოცნების" რეიტინგზე ძალიან ცუდად იმოქმედებს.

თიკო ოსმანოვა
08.09.2016

 პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას ნატო-ში შესვლამდე საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზების განთავსების შესახებ სამხედრო ექსპერტები არარეალურს უწოდებენ და ამას რუსეთის ფაქტორით ხსნიან. 

სალომე სარიშვილი
08.09.2016

 დღევანდელი გადმოსახედიდან ჩანს, რომ მომავალ პარლამენტში "ქართული ოცნების" პარტნიორად უფრო "პატრიოტთა ალიანსი" უნდა მოვიაზროთ. ყოველ შემთხვევაში საარჩევნო პროცესის ლოგიკა აქეთკენ გვიბიძგებს," - ასე აფასებს ექსპერტთა ნაწილი "ქართული ოცნების" მოვლენების განვითარების სავარაუდო სცენარს იმ შემთხვევაში, თუ "ოცნება" პარლამენტში უმრავლესობას ვერ მოიპოვებს.

თაკო მათეშვილი
08.09.2016

 პოლიტოლოგი, პროფესორი იგორ კვესელავა ბუნებრივს უწოდებს იმ ფაქტს, რომ არჩევნებამდე 2 თვით ადრე პარტიები ბიზნესმენებისაგან საკმაოდ მსუყე შემოწირულობებს იღებენ.

მისი აზრით, არც ისაა გასაკვირი, რომ შემოწირულობების უდიდესი ნაწილი სახელისუფლებო პარტიისაკენაა მიმართული და "ქართულ ოცნებას" კონკურენტებთან შედარებით ბევრად მეტი თანხა ხვდება.

ია აბულაშვილი
08.09.2016

 "არსებობს იმის ალბათობა, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ ორმა პარტიამ - "ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" - გადალახოს ბარიერი. მაგრამ  არის იმის ალბათობაც, რომ ბარიერი თუნდაც მცირე სიდიდით კიდევ ორმა-სამმა პარტიამ გადალახოს" - აცხადებს პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×