სალომე სარიშვილი
14.09.2016

 დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო პროცესის აქტიურ ფაზაში შესვლასთან ერთად, ქვეყანაში პრორუსული ძალების გააქტიურება იგრძნობა, რომელთა მიზანიც მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების არალეგიტიმურად ცნობაა. მისი აზრით, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, რაზეც, სამოქალაქო სექტორთან ერთად, მედიამ აქტიურად უნდა იზრუნოს.

გვანცა ღვედაშვილი
14.09.2016

 ბიძინა ივანიშვილმა თავის თავსა და იმიჯს მიაყენა დარტყმა იმით, რომ პოლემიკაში შევიდა პარტიასთან, რომელსაც, მისი თქმით, 1% თუ 0.5% აქვს, აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი. 

ნინო ქეთელაური
14.09.2016

 პაატა ბურჭულაძის მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" გუშინ კიდევ ერთმა ცნობილმა სახემ, გიორგი რუხაძემ დატოვა, რომელიც ამბობს, რომ ამ მოძრაობის ლიდერი პაატა ბურჭულაძე ფაქტობრივად უკვე აღარ არის და მას რეალურად "გირჩიდან" პავლე კუბლაშვილი და გიორგი მელაძე მართავენ, ეს უკანასკნელი კი ბიძინა ივანიშვილის ინტერესს ემსახურება.

ლიკა გურაბანიძე
14.09.2016

 "ბიძინა ივანიშვილის ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ მან ფაქტობრივად ბეწვის ხიდზე არა საზოგადოების, არამედ კოჰაბიტაციის დამკვეთთა სასარგებლოდ გაიარა," - აცხადებს "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

ნინო ქეთელაური
14.09.2016

 საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ბლოკ "თოფაძე-მრეწველები ჩვენი სამშობლოს" რეგისტრაციის აღდგენა დაევალა.

თაკო მათეშვილი
14.09.2016

 პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე წინასაარჩევნოდ პროვოკაციების, ინციდენტებისა და დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ რიგი პარტიები ამისთვის სპეციალურად მუშაობენ.

მისი აზრით, ეს არც არჩევნების შემდეგაა გამორიცხული. 

თაკო მათეშვილი
13.09.2016

 მნიშვნელოვანი, თუმცა არასაკმარისი - ასე აფასებენ სამხედრო ანალიტიკოსები საქართველოს მიერ საფრანგეთისგან საჰაერო უსაფრთხოების სისტემების შეძენას და დასძენენ, რომ მათი მეშვეობით ჩვენი ქვეყნის ცა ბევრად უფრო დაცული იქნება.  

თიკო ოსმანოვა
13.09.2016

 "პოლიტიკური ვაჭრობა" - დავით ბაქრაძე, პაატა ბურჭულაძე და დავით უსუფაშვილი - ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აღიარებს, რომ ამ ადამიანებს საკუთარი გუნდების დატოვებას სთხოვდა, რაზედაც სამივესგან უარი მიიღო. პოლიტიკაში "გადაბირება-გადმობირებას" ბუნებრივ მოვლენად მიიჩნევენ პოლიტოლოგები. სოსო ცინცაძის თქმით, ეს ქართული ნოუ ჰაუ არ არის, უბრალოდ, მხოლოდ ჩვენთან იღებს მასობრივ ხასიათს.

ნინო ქეთელაური
13.09.2016

 "პოლიტიკური სუბიექტები მთავარ შეტყობინებას ვერ ქმნიან იმიტომ, რომ მათ კავშირი დაკარგეს ამომრჩეველთან", - ასე აფასებს პიარტექნოლოგი არჩილ გამზარდია პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო სლოგანებსა და დაპირებებს. მისი თქმით, პოლიტიკურ პარტიებს პიარის მიმართულებით საკმაოდ დიდი კრიზისი აქვთ და პრაქტიკულად "სხვა სამყაროში" არიან. 

სალომე სარიშვილი
13.09.2016

 საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება 42 ქვეყანაში ლეგალურად მცხოვრებ ქართველს შეეძლება. საამისოდ მათ მხოლოდ საარჩევნო უბანზე მისვლა და საკუთარი არჩევანის დაფიქსირება მოუწევთ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 42 ქვეყანაში 57 საარჩევნო უბანი უკვე გახსნა - მათგან ყველაზე მეტი საბერძნეთში, აშშ-სა და თურქეთში მდებარეობს.

გვანცა ღვედაშვილი
13.09.2016

 ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საარჩევნო ბლოკი "თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო" საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ საბოლოო დადგენილება ცესკო-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. თუმცა, ბლოკის ლიდერმა, გოგი თოფაძემ გუშინ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ მას აქვს აუდიოჩანაწერი, სადაც ცესკო-ს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ბლოკმა ყველა საბუთი გამართულად ჩააბარა.

აკაკი გვიმრაძე
13.09.2016

 მას შემდეგ, რაც მოლდაველებმა დაიწყეს თავისუფალი გადაადგილება ევროპაში, მათი ავტორიტეტი გაიზარდა, რადგანაც აჩვენეს, რომ ლეგალურად, ყოველგვარი დარღვევების გარეშე შეუძლიათ, ისარგებლონ ამ უფლებით. 

"ვიმედოვნებ, რომ საქართველოსთან მიმართებაშიც გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით მალე იქნება მიღებული.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×