გვანცა ღვედაშვილი
29.08.2016

 თბილისის მერი არაფორმალური და უკანონო ბრძანებების რიგითი შემსრულებელია, ამბობს "მთელ კვირასთან" ინტერვიუში ეკოლოგი და "დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი. მისი თქმით, "ქართული ოცნების" ქმედებები ძალიან ემსგავსება "ნაციონალური მოძრაობისას", ხოლო მერის პოსტიდან ნარმანია კი არა, მთლიანად "ქართული ოცნება" უნდა გადადგეს.

თაკო მათეშვილი
27.08.2016

 "თუკი 8 ოქტომბრის არჩევნები ლეგიტიმური არ გამოდგება, მაშინ გამოდის, რომ ჩვენი თავი კრემლისთვის ჩაგვიბარებია," - ამგვარად აფასებს საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი და ამბობს, რომ იგი ბევრი რამის ტექსტი იქნება.

ელზა პაპოშვილი
27.08.2016

 ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ამბობს, რომ ამომრჩევლის 60%, რომელსაც არც ერთი პოლიტიკური სუბიექტი არ სურს, ჯერ კიდევ მერყეობს, რადგანაც ამ დრომდე არ გამოჩენილა მესამე სერიოზული ძალა, რომელიც მის გადაბირებას შეძლებდა.

თაკო მათეშვილი
27.08.2016

 წინასაარჩევნოდ რეგიონებში დედაქალაქისაგან განსხვავებული, უფრო რთული სიტუაციაა და პარტიებსაც იქაური მოსახლეობის გულის მოსაგებად მეტი ძალისხმევის გამოვლენა მოუწევთ - ასე აფასებენ პოლიტოლოგები და სოციოლოგები რეგიონებში არსებულ მდგომარეობას და დასძენენ, რომ ეს მოსაზრება უკანასკნელი კვლევების შედეგებითაა გამყარებული.

ელზა პაპოშვილი
27.08.2016

 სისხლიანი გარჩევა ქობულეთში. დაღუპულია ერთი და დაჭრილია 4 კაცი. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. ამ დრომდე უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, თუმცა ქობულეთში ადგილობრივები იმაზე საუბრობენ, რომ ჩხუბში მონაწილე პირები ახლო მეგობრები იყვნენ და საფეხბურთო კლუბ "შუქურაში" ერთად თამაშობდნენ. ჩხუბის შედეგად დაჭრილია ოთხი და გარდაცვლილია ერთი ადამიანი.

გვანცა ღვედაშვილი
27.08.2016

 თბილისის მერის, დავით ნარმანიას გადადგომის მოთხოვნით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა აქცია გამართეს. ისინი ნარმანიას მერობისთვის შეუფერებელ პიროვნებად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ასე არა მხოლოდ ისინი, არამედ თბილისის მოსახლეობის უმეტესობა ფიქრობს.

ელზა პაპოშვილი
26.08.2016

  გორის რაიონის სოფელ ზემო სობისში, ადგილობრივ მაცხოვრებელ შალვა ჩილინდრიშვილს დილით, საკუთარ ყანაში რუსი ოკუპანტები დახვდნენ, რომლებიც კომბაინებით მის კუთვნილ მოსავალს იღებდნენ. მათ ჩილინდრიშვილს განუცხადეს, რომ მისი 6 ჰექტარი მიწა, ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას ეკუთვნის და მას ყანაში შესვლის უფლება არ მისცეს.

თაკო მათეშვილი
26.08.2016

 ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის მოსალოდნელი ვიზიტი საქართველოში განსხვავებულად ფასდება. საგარეო ურთიერთობების სპეციალისტთა ნაწილი აცხადებს, რომ ამგვარი ხშირი ვიზიტები მხოლოდ ქვეყნისადმი მხარდაჭერაზე მიუთითებს, რომ ამით ალიანსი საქართველოსა და მას შორის არსებულ პარტნიორობას კიდევ უფრო ამტკიცებს და ხაზს უსვამს.

ელზა პაპოშვილი
26.08.2016

 ანალიტიკოსი და ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ პაატა ბურჭულაძის პარტიაში სიტუაციის ამგვარი განვითარება მოსალოდნელი იყო, რადგანაც მას არ აქვს პოლიტიკური გამოცდილება და მის პარტიაში, რა თქმა უნდა, ბევრი ჩანერგილი ადამიანი იქნებოდა, რომელთაც გარკვეული მითითებები ჰქონდათ.

ვახტანგ შამუგია
26.08.2016

 არაბეთის ნახევარკუნძულზე, იემენში გააფთრებული საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. საუდის არაბეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ქვედანაყოფი ჰუსიტი მეამბოხეების მიერ მოწყობილ ჩასაფრებაში მოყვა.

მარიამ ხიდაშელი
26.08.2016

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საპარტნიორო ფონდის სამი პროექტის გამჭვირვალობის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. არასამთავრობო ორგანიზაციაში ერთ-ერთ მთავარ პრობლემას თანაინვესტორ კომპანიებში ყოფილი პროკურორისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ნათესავთან კავშირს ხედავენ. ასევე აღნიშნავენ, რომ უმჯობესია, ფონდმა ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიებისგან თავი შორს დაიჭიროს.

ვახტანგ შამუგია
25.08.2016

 რუსეთის სამხედრო-ადმინისტრაციულმა ერთეულმა, სამხრეთის სამხედრო ოლქმა მასშტაბური სამხედრო სწავლება საქართველოს საზღვართან ახლოს დაიწყო. სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის 11 000-ზე მეტი სამხედრო 18 პოლიგონზე დაწყებულ სწავლებაში მონაწილეობს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×