ელზა პაპოშვილი
25.08.2016

 "რესპუბლიკური" პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი თვლის, რომ დავით უსუფაშვილი ის პოლიტიკური ფიგურაა, რომელსაც "ქართულ ოცნებაში" მყოფი ყველა კანდიდატი ერთად რომ დაუპირისპირდეს, ყველას დაამარცხებს. შესაბამისად, ლევან გოგიჩაიშვილის ფიგურა, უსუფაშვილთან განსახილველადაც აღარ ღირს.

თაკო მათეშვილი
25.08.2016

 არაერთხელ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ, შესაძლოა, წინასაარჩევნოდ "პატრიოტთა ალიანსმა" და ნინო ბურჯანაძის "გაერთიანებულმა დემოკრატებმა" კოალიცია შექმნან, პოლიტოლოგები ლოგიკურს უწოდებენ და დასძენენ, რომ ამგვარი გაერთიანება მათთვის, პრაქტიკული თვალსაზრისით, ხელსაყრელია.

გვანცა ღვედაშვილი
25.08.2016

 "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, ვიქტორ დოლიძის ინფორმაციით, რადიო "თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტი რიკარდ იოზვაკის ინფორმაცია, რომ ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს 2017 წლის 1-ელი იანვრიდან დააწესებს, იმას არ ნიშნავს რომ პროცესი ფერხდება და წინ ნელა მიიწევს.

ვახტანგ შამუგია
24.08.2016

 სიცხე, მძიმე ჩანთებით დატვირთული ჯგუფ-ჯგუფად მომავალი ხალხი, შეწუხებულსახიანი ხანში შესული ქალები, მგზავრების მომლოდინე მძღოლები, ტაქსები და მიკროავტობუსები... ეს ის ყოველდღიური სურათია, რომლის ნახვაც მდინარე ენგურის ხიდზე ე.წ. "ქართულ-აფხაზურ საზღვარზე" შეიძლება.

გვანცა ღვედაშვილი
24.08.2016

 ტერაქტის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი ეჭვმიტანილის, ბექა ბექაურის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სახალხო დამცველის ინფორმაციით, ბრალდებულს დაახლოებით 11 საათის განმავლობაში არანაირი სამედიცინო დახმარება არ გაეწია, რაც შესაძლოა დამატებით მიუთითებდეს მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე.

ნინო ქეთელაური
24.08.2016

ტერისტული აქტი გამიზნული იყო დესტაბილიზაციისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მისი გარეთ, გეოპოლიტიკური ვითარების გათვალიწინებით - ასე აფასებენ ქართველი ექპერტები 20 აგვისტოს დაკავებული ჯგუფის მიერ რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებველი გაზსადენის აფეთების მცდელობას. მათი თქმით, შესაძლოა ამის უკან კიდევ სხვა საფრთხე იმალებოდეს და სპეცსამსახურებს მეტი დაკვირვებისკენ მოუწოდებენ.

თაკო მათეშვილი
24.08.2016

ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, სულ უფრო ბევრი პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ მომავალი პარლამენტი არც ისე მრავალპარტიული იქნება, როგორი მოლოდინიც თუნდაც რამდენიმე თვის წინ გვქონდა. ფიქრობენ, რომ საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე პარტიებს უკეთესი შანსები ჰქონდათ, ვიდრე ახლა, რადგან ბევრმა მათგანმა გაუაზრებელი ნაბიჯები გადადგა, რამაც მათ ამომრჩევლის დიდი ნაწილი დააკარგინა.

ელზა პაპოშვილი
24.08.2016

 პოლიტოლოგი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ პაატა ბურჭულაძეს მესამე ძალის შექმნის შანსი კვლავ აქვს და შეუძლია, რომ ის 60% ამომრჩეველი, რომელიც ჯერ კიდევ ფიქრობს ხმა ვის მისცეს, თავისკენ გადაიბიროს, რადგანაც მათ აღარც "ნაციონალები" და აღარც "ოცნება" სურთ.

გვანცა ღვედაშვილი
24.08.2016

 ხმაურის აკრძალვის შესახებ არსებულ კანონპროექტს დასამტკიცებლად ერთი ხმა დააკლდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობას ხმაურისგან თავის დასაღწევად, პრაქტიკულად, ისევ არაფრის გაკეთება არ შეუძლია.

მარიამ ხიდაშელი
24.08.2016

წინასაარჩევნოდ ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობის კეთილდღეობაზე საუბარი ჩვეულ ნორმად იქცა. ამჯერადაც ქვეყნის მთავარი ეკონომისტი აცხადებს, რომ სურთ, "საუკეთესო დროში, ძალიან სწრაფად მოხდეს განვითარება, ეკონომიკური ზრდა ისე, რომ მივიღოთ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა". ამასთან დიმიტრი ქუმსიშვილი ახალ სამუშაო ადგილებზე საუბრობს და ირწმუნება, რომ "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში დამატებით 7 ათასამდე ახალი ადგილი შეიქმნა.

თაკო მათეშვილი
23.08.2016

 "ისლამური სახელმწიფოს" ფრანგულენოვანმა ონლაინ-ჟურნალმა პანკისელი მებრძოლის, თარხან ბათირაშვილის (უმარ ალ-შიშანის) ანდერძი გამოაქვეყნა. სპეციალისტთა უმრავლესობა მის ავთენტურობაში დარწმუნებული არ არის, თუმცა აცხადებენ, რომ თუკი ეს ტექსტი, სადაც კავკასიაცაა ნახსენები, მართლაც ბათირაშვილმა დაწერა, საქართველოსთვის რაიმე საფრთხეს არ შეიცავს.

ელზა პაპოშვილი
23.08.2016

 პაატა ბურჭულაძის პარტიის "სახელმწიფო ხალხისთვის" უკვე ყოფილი წევრი მერაბ მეტრეველი, "რეზონანსთან" ინტერვიუში იმ მიზეზზე და გარემოებაზე საუბრობს, რის გამოც მან პარტიიდან წასვლა გადაწყვიტა. მეტრეველის თქმით, ბურჭულაძე, ხელისუფლების დიდი მცდელობის შედეგად, იძულებული გახდა, რომ პარტიის გადასარჩენად პარტნიორები მოეძებნა. შედეგად, კოალიციაში აღმოჩდნენ ის ადამიანები, რომელთან ერთადაც მას პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება შეუძლებლად მიაჩნია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×