თიკო ოსმანოვა
11.08.2016

 ამ არჩევნებზე მეორე ტურის უპრეცედენტო რაოდენობაა მოსალოდნელი - ასეთია პოლიტოლოგ-ექსპერტების პროგნოზი არჩევნებამდე 2 თვით ადრე. ანალიტიკოსები "ქართული ოცნების" მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს იწუნებენ და პირველ ტურში მათ გამარჯვებას ეჭვქვეშ აყენებენ. ექს-პრემიერის ყოფილი მრჩევლის, გია ხუხაშვილის თქმით, ხელისუფლებამ მაჟორიტარებით გამარჯვება შესაძლოა, მხოლოდ ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში შეძლოს.

ნინო ქეთელაური
11.08.2016

ქორწინების განსაზღვრების მომხრე საინიციატივო ჯგუფი, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქციებს აანონსებს. როგორც ჯგუფის ერთ-ერთი წევრი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, აქციებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ყველა პოლიტიკურ პარტიასთან მიმდინარეობს, გარდა "ნაციონალური მოძრაობისა" და რესპუბლიკური პარტიისა.

თიკო ოსმანოვა
11.08.2016

საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო ვნებათაღელვა გრძელდება - მოსამართლეების მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე ახლა უკვე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ადვოკატებიც საუბრობენ. მათი განცხადებით, სასამართლოში შეტანილი 7 სარჩელიდან ორზე დასრულებულია განხილვა, თუმცა გადა-წყვეტილების გამოცხადება ჭიანურდება. სასამართლოს იურისტი გიორგი ლომთაძე კი აცხადებს, რომ ვადები არ დარღვეულა. მართალია, განხილვის 9-თვიანი ვადა ამოწურულია, მაგრამ გადაწყვეტილების გამოცხადების დრო კანონით განსაზღვრული არ არის.

ია აბულაშვილი
11.08.2016

 "საარჩევნო პროცესის გააქტიურებას 5 სექტემბრიდან უნდა ველოდოთ, 15 სექტემბრიდან კი საარჩევნო მარათონი აქტიურ ფაზაში შევა და მაშინ უკვე გამოკვეთილი იქნება, რომელ პოლიტიკურ ძალას გამარჯვების რა შანსი აქვს" - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც "რეზონანსი" მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაესაუბრა.

ია აბულაშვილი
11.08.2016

 "იმ ფონზე, როდესაც სოციალურ-ეკონომიკური ვთიარება იძაბება რუსეთსა და თურქეთში, როცა ორივე ქვეყნის მმართველები უპირისპირდებიან დასავლეთს, პუტინი და ერდოღანი ისევ საჭირონი გახდნენ ერთმანეთისთვის და ეს ვიზიტიც ამის დემონსტრირებაა," - ასე აფასებს პუტინი-ერდოღანის შეხვედრას ექსპერტი პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი", ასევე, ბაქოს სამმხრივი სამიტის შედეგებზე გაესაუბრა.

მარიამ ხიდაშელი
11.08.2016

"ცენტრ პოინტთან" დაკავშირებული სკანდალი გრძელდება. საქართველოს პროკურატურამ ამხანაგობა "თაბუკაშვილი-88"-ის თავმჯდომარე ზურაბ თაბუკაშვილი დააკავა. "თაბუკაშვილი 88"-ის წევრებისთვის საცხოვრებელი სახლები "ცენტრ პოინტს" უნდა აეშენებინა. მოსახლეობის ნაწილის კუთვნილი ბინები გასხვისდა და მათ ქონებაზე იურიდიული უფლებაც დაკარგეს.

ნინო ქეთელაური
10.08.2016

 "ჩემთვის ცნობილი ხდება, რომ ვიღაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებას გეგმავს. იქ გაიჟღერა პაპუაშვილის გვარმა, რომელთანაც ამის გამკეთებლები კონსულტაციებს გადიან," - აცხადებს სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე "რეზონანსთან" საუბრისას. მისი თქმით, ეს ჩანაწერები 2012 წლამდეა გაკეთებული და გამიზნულია არა ქართულ საზოგადოებაზე, არამედ დასავლეთზე.

ლიკა გურაბანიძე
10.08.2016

 ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, ქვეყანაში დაძაბულობა არჩევნებამდეც და არჩევნების შემდგომაც კულმინაციას მიაღწევს. როგორც ცაგარელმა "რეზონანსს" განუცხადა, სამი თვის განმავლობაში მოსალოდნელი ემოციურად არასტაბილური პერიოდი, რომელიც ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება, პოლიტიკურ მოვლენებს კიდევ უფრო გაამწვავებს.

ლიკა გურაბანიძე
10.08.2016

 ქორწინების საკითხზე რეფერენდუმი არ ჩატარდება, შემოსულ წინადადებაში წარმოდგენილი ფორმულირება რეფერენდუმს არ ექვემდებარება, ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. საპასუხოდ კი რეფერენდუმის ინიციატორები აცხადებენ, რომ მომხრეებს მობილიზებისკენ მოუწოდებენ და ამას მასობრივი პროტესტი აუცილებლად მოჰყვება.

რეზონანსი
10.08.2016

ჩვენი განცხადების მიზანია, ქართულ საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ "ნაციონალური მოძრაობის" სახე, ამჯერად მის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურ იარაღად გამოყენების მცდელობის მაგალითზე.

ლიკა გურაბანიძე
09.08.2016

  აფხაზეთში სოხუმისათვის სახელის გადარქმევაზე მსჯელობენ. სოხუმის უნივერსიტეტის დოცენტი, იურისტი რამგარ მარშანი მიიჩნევს, რომ სოხუმს "ამრა" უნდა ეწოდოს. ამ მოსაზრებას აფხაზეთში გარკვეული რაოდენობის მომხრეები ჰყავს, თუმცა, ისტორიკოსები და ექსპერტების სხვადასხვა მიზეზების გამო, სოხუმისათვის სახელის გადარქმევას გამორიცხავენ.

ია აბულაშვილი
09.08.2016

დღეს სანკტ-პეტერბურგში, რვათვიანი კრიზისისა დაძაბულობის შემდეგ, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები ერთმანეთს პირველად პირისპირ შეხვდებიან. წინასწარი ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე ძირითადად განიხილება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის პოლიტიკური დათბობა, ეკონომიკური თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რეგიონული უსაფრთხოების ახალი მოდელის ჩამოყალიბება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×