ეკატერინე ბასილაია 22.07.2016
მომავალ კვირას საპარლამენტო არჩევნებისათვის ბრძოლას "პატრიოტთა ალიანსის" 6-პარტიული ბლოკის გარდა, მეორე ოპოზიციური ბლოკი შეუერთდება. ოღონდ ეს მეორე ოპოზიციური კოალიცია ე.წ. პროდასავლურად განწყობილი პარტიების გაერთიანება იქნება და წინასწარი ინფორმაციით ახალ გაერთიანებაში, დიდი ალბათობით, იქნებიან: "ახალი მემარჯვენეები", ზურაბ ჯაფარიძის "გირჩი", გიორგი ვაშაძის "ახალი საქართველო", პაატა დავითაიას "საქართველოს ევროპელი დემოკრატები".
|
გვანცა ღვედაშვილი 22.07.2016
საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ფეთჰულა გიულენის მიერ დაფინანსებული სკოლების დახურვას. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ასოცირებული სასწავლებლები აზერბაიჯანში უკვე დაიხურა. თუმცა, განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, საქართველოში მდებარე ფეთჰულა გიულენის მიერ დაფინანსებულ სკოლებში ამ ეტაპზე კანონდარღვევის შემთხვევები არ ყოფილა, შესაბამისად არავითარი ზომების მიღებას არ აპირებენ.
|
ნინო ქეთელაური 22.07.2016
"თურქეთის საკითხი საქართველოსთვის არ შემოიფარგლება ანკარის და თბილისის უერთიერთობებით. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვინდა ვიხილოთ, ძლიერი, დემოკრატიული თურქეთი, რომელიც ღირსეულად შეასრულებს საკუთარ როლს შავი ზღვის აუზის თავკაცობაში", - განაცხადა "რეზონანსთან" ინტერვიუში პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა თურქეთში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას.
|
ეკატერინე ბასილაია 21.07.2016
"გვეძლევა შესაძლებლობა, შეიარაღებულ ძალებს მივცეთ ისეთი აღჭურვილობა და შესაძლებლობები, როგორიც ქართულ ჯარს არასდროს ჰქონია", - ასეთი განცხადება გააკეთა აშშ-ში ვიზიტად მყოფმა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა, რომელიც პენტაგონში შეხვედრებს მართავს, სამხედრო სფეროში თუ რა დახმარებები შეიძლება, მიიღოს აშშ-სგან საქართველომ უახლოეს 3 წლის განმავლობაში.
|
ელზა პაპოშვილი 21.07.2016
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ბრაკონიერობის ფაქტები ბოლო დროს სულ უფრო მწვავე სახეს იღებს, დამნაშავეები რეინჯერებზე თავდასხმასაც აღარ ერიდებიან. მსგავს ფაქტს ადგილი სულ რამდენიმე კვირის წინ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ჰქონდა - როგორც ადგილობრივები და გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რეინჯერებს ბრაკონიერების ჯგუფი თავს მოულოდნელად დაესხა და ავტომობილები დაუმტვრიეს.
|
ელზა პაპოშვილი 21.07.2016
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე შესაძლოა, მოსახლეობის დიდი ნაწილი არ მივიდეს. ეს კი, მისი აზრით, იმის მიზეზი შეიძლება გახდეს, რომ ქვეყანაში გარკვეულმა ძალებმა პოსტსაარჩევნო პერიოდში კირიზისული სიტუაცია შექმნან, რაშიც, გამორიცხული არ არის, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, სხვა პოლიტიკურმა სუბიექტებმაც მიიღონ მონაწილეობა.
|
გვანცა ღვედაშვილი 20.07.2016
ინტერპარტიული ჯგუფი საკონსტიტუციო სასამართლოში "სარჩევნო კოდექსთან" დაკავშირებით სარჩელს დღეს შეიტანს. როგორც "დემოკრატიული მოძრაობის" წევრი გიორგი ახვლედიანი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, საარჩევნო კანონი არაერთ ნორმას არღვევს. მათ შორის, საკონსტიტუციო კანონს, რეგლამენტსა და ამომრჩეველთა უფლებებს, რადგან პარტიებმა სწორედ ამომრჩეველთა ხმების საფუძველზე მიიღეს უფასო სარეკლამო დროის რესურსი, რომელიც ხელისუფლებამ ამ კანონის მიღებით არასაპარლამენტო ოპოზიციას წაართვა.
|
სალომე სარიშვილი 20.07.2016
"არავინ უარყოფს, რომ პოლიტიკური გამოცდილება სპეციფიკური გამოცდილებაა, მაგრამ განათლებულ და პროფესიაში წარმატებულ ადამიანს შეუძლია, ეს შეიძინოს. არ მგონია, "ქართული ოცნების" ახალგაზრდა სახეებს ასეთ სფეროში წარმატებით მოღვაწეობა ძალიან გაუჭირდეთ," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი გუგული მაღრაძე, რომელსაც გარდა შიდა პოლიტიკური საკითხებისა, მეზობელ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და ტერორიზმის საფრთხეებზე გავესაუბრეთ.
|
ია აბულაშვილი 20.07.2016
"მეცნიერთა გარკვეულმა ჯგუფმა გადაწყვიტეთ შეგვექმნა ანალიტიკური ცენტრი, რომელიც საფუძვლიანად შეისწავლის ქვეყანაში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ, სამართლებრივ და ეკონომიკურ პრობლემებს; მეცნიერული ანალიზის საფუძველზე გააკეთებს დასკვნებს, რომელიც რეკომენდაციის სახით წარედგინება როგორც სახელისუფლებო შტოებს, ასევე ამ საკითხებით დაინტერესებულ სხვადასვა პოლიტიკურ ძალებს," - აცხადებს ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იგორ კვესელვა, რომელსაც "რეზონანსი" ახლადშექმნილი ცენტრის სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
|
გვანცა ღვედაშვილი 20.07.2016
თურქეთი ევროკავშირისგან ვიზალიბერალიზაციას მიმდინარე წელს ვერ მიიღებს, ამის შესახებ ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების საკითხებში ევროკომისარ გიუნტერ ოტინგერმა განაცხადა.
|
ელზა პაპოშვილი 19.07.2016
გუშინ აღმაშენებლის ხეივანში, აღსრულებლის ეროვნულ ბიუროსთან სროლის ხმა ისმოდა, რომლის დროსაც ორი ადამიანი დაიჭრა. ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაში ინგოროყვას საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმესაათიანი ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაჭრილის მდგომარეობა, მედიკოსების ინფორმაციით, სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
|
ია აბულაშვილი 19.07.2016
"ამ არჩევნების ყველაზე უფრო ობიექტური და სამართლიანი შედეგი მრავალპარტიული პარლამენტი იქნებოდა, სადაც 4-5 პარტია მაინც იქნებოდა წარმოდგენილი," - აცხადებს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, რომელსაც "რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.
|
|