გვანცა ღვედაშვილი 25.07.2016
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადებას მოსამართლებზე ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, პოლიტიკური სარჩული აქვს. მისი თქმით, პაპუაშვილი თავისუფალი არ არის იმ პოლიტიკურ ძალთა გავლენისგან, რომლმაც თავის დროზე ის მოიყვანა.
|
ეკატერინე ბასილაია 25.07.2016
"ქართული ოცნებას" პარტიული სიის შევსება არც ამჯერად გამოსდის პორტირებული "ნაციონალების" გარეშე და პირველი ყოფილი "ნაციონალი" მაჟორიტარად სამეგრელოში, ხობში უკვე გამოჩნდა. საუბარია იმაზე, რომ მმართველი პარტია არც სხვა რეგიონებში უღალატებს უკვე ტრადიციად ქცეულ პოლიტიკას და ამომრჩეველი 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლაში "ოცნების" სახელით მებრძოლ "ნაციონალებს" სხვაგანაც იხილავს.
|
გვანცა ღვედაშვილი 25.07.2016
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. წვრთნები ასევე მთელს ჩრდილო კავკასიას მოიცავს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვერსიით, ეს გეგმიური წვრთნაა, თუმცა თბილისში ეს ეეჭვებათ. ქართველი ექსპერტები ამ მოვლენას ათიოდე დღის წინ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას და თურქეთში არსებულ დაძაბულ მდგომარეობას უკავშირებენ.
|
ია აბულაშვილი 25.07.2016
ამერიკელი პოლიტოლოგი ტედ კარპენტერი თავის სტატიაში "ნატოს სასიკვდილო დაავადება შეეყარა", ნატოს შესაძლო დაშლის მიზეზებზე საუბრობს. მისი თქმით, ამ დაავადების რამდენიმე ძირითადი მიზეზი არსებობს.
|
ნინო ქეთელაური 25.07.2016
"არავის ვურჩევ, რომ გადაბირებებით და რაღაც მეთოდებით დაიწყონ ადამიანების მოსყიდვა. ეს ყველაფერი რეაგრების გარეშე არ დარჩება", - ამის შესახებ "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე "მთელ კვირასთან" საუბრობს.
|
ნინო ქეთელაური 25.07.2016
"ჩვენი პარტიის წევრებზე მინისტრების დონეზე რომ იყო გადაბირების მცდელობები, ამის ფაქტიც გვაქვს აგულაშვილის სახით", - აცხადებს "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი "მთელ კვირასთან" საუბრისას.
|
ეკატერინე ბასილაია 23.07.2016
სააკაშვილის მმართველობის 9+1- წელზე რეჟისორ გოგა ხაინდრავას მიერ გადაღებული 24-სერიიანი მხატვრული ფილმი უკვე დასრულებულია და მისი სატელევიზიო ჩვენება სექტემბრის დასაწყისში (ან აგვისტოს ბოლოს) დაიწყება. ფილმის სათაური შეცვლილია და ერქმევა - "ჰეროკრატია", მთავარ გმირს, პრეზიდენტს - ჰერო.
|
გვანცა ღვედაშვილი 23.07.2016
აბიტურიენტებისთვის ზოგადი უნარების გამოცდის პასუხი ცნობილი მომავალ კვირაში გახდება. შემდეგ კი იმ საგნების ქულები დაიდება, რომლებშიც აპლიკანტთა ყველაზე მცირე რაოდენობა იყო. როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი "რეზონანსთან" ინტერვიუში ამბობს, ნახევრადელექტრონული ფორმატი წარმატებული იყო და, პრინციპში, ხარვეზი არ ჰქონია.
|
ელზა პაპოშვილი 23.07.2016
"ჩვენ მთავრობას არა ერთხელ მივმართეთ და ავუხსენით, რომ ეს მაგისტრალი მძღოლებისთვის სასიკვდილო ზონას წარმოადგენდა. თუმცა მათგან პასუხი დღემდე არ მიგვიღია," - აცხადებს "ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე, რომელიც "რეზონანსს" ქართველი მორაგბეების ავტოავარიის შესაძლო მიზეზებზე ესაუბრა.
|
ია აბულაშვილი 23.07.2016
"მშფოთვარე ეპოქაში ვცხოვრობთ, პოლიტიკური ტემპერეატურა ასე აწეული კარგა ხანია არ ყოფილა. ამიტომ, არ შეიძლება საქართველოში მიმდინარე პროცესები განვიხილოთ იზოლირებულად ევროპისა და მთელი მსოფლიოს ვითარების გაუთვალისწინებლად. მე ვფიქრობ, რომ მიმდინარეობს შეხედულებათა გადაფასების მტკივნეული პროცესი. ევროპა კლასიკური გაგებით დღეს უკვე აღარ არსებობს. ევროპისაკენ გაუჩერებლად მოედინება მსოფლიოს ცხელი წერტილებიდან ლტოლვილთა გაუთავებელი ნაკადი და სტუმარი მოსახლეობის შენელებას ალბათ ვერავინ შეძლებს. ამ ბოლო დღეებში გადატრიალების ცდამ შეძრა თურქეთი, და ჩვენს მეზობელ სომხეთშიც დაძაბული ვითარებაა. ეს ყოველივე, მსოფლიოს ცხოვრების წესის შეცვლა, მოქმედებს საქართველოზე," - აცხადებს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი რევაზ მიშველაძე, რომელსაც "რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.
|
ნატა გიორგაძე 23.07.2016
"აჭარამედია ჯგუფის" დამფუძნებელი, ჟურნალისტი ჯონი მიქელაძე, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს ღირსების ორდენი უკან დაუბრუნა, საქართველოში დაბრუნებას და პოლიტიკაში ჩართვას აპირებს. ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს შორიდან ვერ უყურებს. ის კენჭისყრას აჭარაში აპირებს.
|
ელზა პაპოშვილი 22.07.2016
"ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან არსებული საფრთხე მსოფლიოსთვის კიდევ უფრო საშიშ სახეს იღებს, რადგანაც ამ ორგანიზაციამ ბრძოლის მეთოდი და ტაქტიკა რადიკალურად შეცვალა. ექსპერტები უსაფრთხოების საკითხებში ამბობენ, რომ საქართველო მსოფლიოსთან ერთად გამონაკლისი არ იქნება და სიტუაცია კავკასიაში შეიძლება მას შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბოს, თუ რუსეთი და თურქეთი ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივად იბრძოლებენ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|