თიკო ოსმანოვა
05.07.2016

 "რამდენიმე ჩვენი მოქალაქე კიდევ რჩება რუსეთის ციხეში, თუმცა ეს გაცილებით ნაკლებია, ვიდრე გათავისუფლდა. ძალიან სერიოზული სამუშაოა გაწეული, ზედმეტი ხმაურის, შოუების გარეშე", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე.

სალომე სარიშვილი
05.07.2016

"იმედია, ეუთოს ზეწოლისა და მუდმივი წნეხის შედეგად რეზოლუცია პერსპექტივაში პროგრესულ შედეგს გამოიღებს. საბოლოო ჯამში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რადგან თუკი ჩვენ პერიოდულად ასეთ ნაბიჯებს არ გადავდგამთ, არ მივიღებთ რეზოლუციებს, ოკუპაციისა და უსაფრთხოების საკითხები დავიწყებას მიეცემა და რეალურად მოხდება ჩუმი თანხმობა იმაზე, რაც დღეს ხდება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე.

სალომე სარიშვილი
04.07.2016

 "რუსული დელეგაციის წარმომადგენელთა განცხადებები სუფთა რუსული, "ნაჯახისებური" პროპაგანდაა, რომელიც სათავეს საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული იღებს, თუმცა ამ ურაპატრიოტიზმს ახლა სერიოზულად არავინ აღიქვამს, მათ შორის, არც ევროპელები, რადგან ყველამ იცის, თუ ვინ არის რეალური გადაწყვეტილების მიმღები პირი მოსკოვში", - ამგვარია პოლიტოლოგთა ნაწილის შეფასება რუსი პოლიტიკოსების განცხადებებზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიის მსვლელობისას.

ზურაბ მაჭარაძე, (ბრიუსელი)
04.07.2016

 ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 8-9 ივლისის სამიტი წლის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს. "მთელ კვირასთან" ინტერვიუში ნატოსთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე მაისურაძემ ცალსახად განაცხადა, რომ უმაღლესი დონის ფორუმზე ჩვენი ქვეყნის ჩართულობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, უპრეცედენტოც კი ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში.

ელზა პაპოშვილი
04.07.2016

 პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, წინასაარჩევნოდ ჩატარებული ყველა კვლევა მხოლოდ დამკვეთების საამებლად ტარდება და ბოლო დღეებში "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" მიერ გამოქვეყნებული კვლევები ერთმანეთთან ვაჯიბრებას უფრო ჰგავს, ვიდრე იმას, რომ მათ რეალური სურათის დანახვა სურთ.

ნინო ქეთელაური
04.07.2016

 აფხაზეთში 10 ივლისს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნაზე რეფერენდუმის ჩატარებას ექსპერტების ნაწილი უმნიშვნელოს უწოდებს. მათი თქმით, აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას მიერ დანიშნული რეფერენდუმი მისთვის სასურველი შედეგით დასრულდება.

ელზა პაპოშვილი
02.07.2016

 კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ თურქული მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ სტამბოლის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის უკან შესაძლოა, ახმედ ჩატაევი იდგეს, საფუძველს მოკლებული არ არის. მისი თქმით, თუ ეს ფაქტი დადასტურდა, საქართველო ვერანაირ უხერხულ სიტუაციაში ვერ აღმოჩნდება, რადგანაც ჩატაევი, ჩვენი ქვეყნის გარდა, დაკავების შემდეგ გაუშვეს ბულგარეთმა, უნგრეთმა და უკრაინამ. მითუმეტეს ჩვენმა სპესამსახურებმა ის არა საერთაშორისო ტერორიზმის ბრალდებით, არამედ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისთვის დააკავა.

თაკო მათეშვილი
02.07.2016

 პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე დარწმუნებულია, რომ წინასაარჩევნოდ ხალხი მთავრობას სოციალური პრობლემებისათვის მოსთხოვს პასუხს და სწორედ სოციალური სფერო და სოფლის მეურნეობა იქნება ის ძირითადი თემები, რაზეც ხელისუფლებას სერიოზული მუშაობა მოუწევს.

ეკატერინე ბასილაია
02.07.2016

 სექტემბრის მეორე ნახევარში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხი დადებითად გადაწყდება, ასეთია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის პროგნოზი, რამაც ხელისუფლების წარმომადგენლებში ახალი იმედიანი განცხადებებიც გააჩინა, თუმცა პოლიტოლოგთა ნაწილი ამ ახალ დათქმას ეჭვის თვალით უყურებს. ზიგისთვის ძნელად წარმოსადგენია, უვიზო მომოსვლა არჩევნებამდე ამოქმედდეს.

თიკო ოსმანოვა
02.07.2016

 ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის გავლით, სომხეთ-რუსეთის დამაკავშირებელი გზის აღდგენაზე მოლაპარაკებები ჩაიშალა. საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, არსებობს წითელი ხაზები, რომელსაც არ გადაკვეთენ.

სალომე სარიშვილი
02.07.2016

 ოკუპირებული ტერიტორიები, მათ გამო წამოჭრილი პრობლემები და მათი გადაჭრის შესაძლო გზები - ეს ის საკითხებია, რაზეც ქართულმა მხარემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის გახსნისას გუშინ ძირითადი ყურადღება გაამახვილა. გარდა ამისა, ღონისძიებაზე ეუთოს ტრანსფორმაციისა და საქართველოში მისი როლის გაძლიერებაზეც ბევრი ითქვა და აღინიშნა, რომ ეს რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებითაა მნიშნელოვანი. თავის მხრივ, ამ იდეას ევროპელი სტუმრებიც დაეთანხმნენ და აღნიშნულზე საკუთარი ხედვა და პოზიცია გამოხატეს.

ია აბულაშვილი
02.07.2016

 "დღეს პოლიტიკურ ასპარეზზე არ არის არც ერთი პარტია, რომელსაც პოლიტიკური აზროვნების უნარი გააჩნია" - აცხადებს პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×