სალომე სარიშვილი 13.06.2016
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესისთვის პოლიტიკური ელფერის შეძენას სხვადასხვა პოლიტიკური ძალები კონკრეტული მიზეზით ცდილობენ და ეს გასაგებიცაა.
|
თიკო ოსმანოვა 13.06.2016
"ვიზალიბერალიზაციას არ გვაძლევენ იმ პრობლემების გამო, რომელიც არსებობს ევროკავშირში. ამაზე არაერთხელ მითქვამს. კრიტერიუმებით საქართველო ნამდვილად იმსახურებს ნატოს წევრობასაც და ვიზალიბერალიზაციასაც, მაგრამ ეს არის პოლიტიკური პროცესი", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე.
|
ვახტანგ შამუგია 11.06.2016
საუდის არაბეთსა და სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ "დელტას" შორის 2016 წლის მარტში გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, ქართულმა კომპანიამ დამკვეთს 32 მლნ დოლარის ღირებულების მოდულები უნდა მიაწოდოს.
|
ლიკა ამირაშვილი 11.06.2016
"აქტობეზე თავდასხმამ აჩვენა, რომ მსგავსი ინციდენტის საშიშროება საქართველოშიც არსებობს - შეტევა მოულოდნელი იყო, ამ დაჯგუფებას ორი დღის განმავლობაში მთელი ქალაქი ტერორში ჰყავდა", - ასე აფასებს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" საუბრისას, ყაზახეთის ქალაქ აქტობეში განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმას.
|
ზვიად მახარაძე (ბრიუსელი) 11.06.2016
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება კვლავ იწელება, თუმცა გუშინ უკვე ნათლად გამოიკვეთა საქართველოსათვის ვიზების გაუქმების მოწინააღმდეგე ქვეყნების პოზიცია.
|
ელზა პაპოშვილი 11.06.2016
10 ივნისს წმინდა სინოდის სხდომაზე, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხელმძღვანელობდა, გადაწყდა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაგეგმილ წმინდა კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს.
|
ელზა პაპოშვილი 11.06.2016
დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის თავჯდომარე სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მუდმივად "ნაციონალურ მოძრაობაზე" აპელირება ამომრჩევლისთვის მომაბეზრებელია. თვლის, რომ ის ამ პარტიას ამდენ დროს არ უნდა უთმობდეს და თავის გამოსვლებში საზოგადოებას წარსულზე კი არა, მომავალზე უნდა ესაუბროს.
|
თიკო ოსმანოვა 11.06.2016
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილების საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მოსარჩელე მხარე უზენაესში გაასაჩივრებს, მანამდე კი ტელევიზიის მართვას ძველებურად გააგრძელებენ, რადგან ქიბარ ხალვაში არხში მენეჯმენტის შეცვლას და მმართველების შეყვანას მესამე ინსტანციის დასრულებამდე არ აპირებს.
|
ეკატერინე ბასილაია 10.06.2016
მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის დიდი განხეთქილებაა. 16 ივნისისთვის კრეტაზე დაგეგმილი დიდი და წმინდა კრება, შესაძლოა, არ ჩაიშალოს, ან მასში მონაწილეობა მხოლოდ მიწვეული 14 ავტოკეფალიური ეკლესიებიდან ნახევარზე ცოტა მეტმა მიიღოს. ორივე შემთხვევა უკვე იმის მანიშნებელი იქნება, რომ მართლმადიდებლებში დიდი და ისტორიული განხეთქილება დაიწყო.
|
თიკო ოსმანოვა 10.06.2016
10 ივლისს სოხუმში ოპოზიციის მოთხოვნით, ვადამდელ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით რეფერდუმი ჩატარდება. განკარგულებას ხელი დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ უკვე მოაწერა. აფხაზეთის უშიშროების ექსმინისტრის, ლევან კიკნაძის აზრით, ხალხის სურვილს გადაწონის იმ ჩინოვნიკების და გავლენიანი წრეების სურვილი, რომლებსაც სურთ, რომ ხაჯიმბა ისევ იყოს ამ თანამდებობაზე.
|
თაკო მათეშვილი 10.06.2016
ვიზალიბერალიზაციის პროცესში დღევანდელი დღე საკმაოდ მნიშვნელოვანია - საქართველოსათვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ.
|
სალომე სარიშვილი 10.06.2016
პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ არჩევნებამდე 4 თვით ადრე შექმნილი ახალი პოლიტიკური პარტიები ხმას ძირითადად ხელისუფლებისა და "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ კრიტიკულად განწყობილი ამომრჩევლისგან მიიღებს, თუმცა რამდენად საკმარისი იქნება მათი რაოდენობა ცალკეული პარტიების შემთხვევაში, ამის პროგნოზირება უჭირს. ამბობს, რომ სოციოლოგიური კვლევების გარეშე ბარიერის გადალახვაზე საუბარი რთულია, ხოლო ზოგადი სურათის შეფასებისას, შეიძლება ითქვას, რომ ყველა პარტიას სხვადასხვა შანსი აქვს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|