ლიკა ამირაშვილი 10.06.2016
წელს ქართული ანბანს 2300 წელი შეუსრულდა. ქართული დამწერლობის შექმნა მეფე ფარნავაზის სახელს უკავშირდება, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ასომთავრული ანბანის შექმნის ოფიციალურ თარიღად ძვ.წ. 284 წელია მიჩნეული.
|
ელზა პაპოშვილი 10.06.2016
"თავისუფალი დემოკრატების" წევრი გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, რომ ქვეყანა მოახლოებულ არჩევნებს კვლავ იმ გადაუჭრელი პრობლემებით ხვდება, რომელიც 4 წლის წინ იყო. მისი თქმით, კორცხელის ინციდენტმა აჩვენა, რომ "ქართული ოცნება" წინა ხელისუფლების სხვა ჩვევებთან ერთად, წინასაარჩევნოდ ძალადობის ხერხსაც გამოიყენებს. ცაგარეიშვილი ფიქრობს, რომ "ოცნებამ" ხალხის ნდობა უკვე საკმაოდ გაფლანგა და მათ ბიძინა ივანიშვილის გააქტიურებაც ვეღარ უშველით.
|
ელზა პაპოშვილი 09.06.2016
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი ამბობს, ბიძინა ივანიშვილის მოლოდინი, რომ მომავალ პარლამენტში "ქართული ოცნება" უმრავლესობით მოვა, გადაჭარბებულია. მისი აზრით, პარლამენტი მრავალპარტიული იქნება და, არ არის გამორიცხული, კოალიციის შექმნა გახდეს საჭირო. ამბობს, რომ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში რესპუბლიკურმა პარტიამ შეიძლება, ყველასთან ითანამშრომლოს, გარდა "პრორუსული პარტიებისა".
|
ია აბულაშვილი 09.06.2016
"თავისთავად ის ფაქტი, რომ ქვეყანაში არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე არსდება პარტიები, თანაც პერსპექტიული პარტიები, როგორც მინიმუმი, პარლამენტში გასვლის შანსი რომ აქვთ გარანტირებული, მრავლის მაუწყებელია. ყველაფერი არ არის წესრიგში ქვეყანაში. ასეთი რამე უცხოა ნორმალური საზოგადოებისათვის," - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე, რომელსაც "რეზონანსი" წინასაარჩევნო ამბებზე გაესაუბრა.
|
თაკო მათეშვილი 09.06.2016
ვიზალიბერალიზაცია არჩევნებამდე გადაიდება - ამ დასკვნამდე მიდიან სპეციალისტები ბოლოდროინდელი, არცთუ სახარბიელო სიახლეებიდან გამომდინარე და მიიჩნევენ, რომ პროცესი ჩვენ სასარგებლოდ არც 10 ივნისს წარიმართება.
|
ელზა პაპოშვილი 09.06.2016
გუშინ წყალტუბოში პოლიციის უფროსი რევაზ ქობულია დაჭრეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოხდა.
|
ეკატერინე ბასილაია 09.06.2016
წინასაარჩევნო მარათონი ოფიციალურად გაიხსნა. პრემიერ-მინისტრმა არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გამოცემულ განკარგულებას ხელი გუშინ მოაწერა და საარჩევნო კამპანიაც დაიწყო. მარათონის პირველსავე დღეს პირველი საარჩევნო ბლოკიც უკვე გამოჩნდა - ე.წ. ანტიდასავლურ ფლანგზე. "პატრიოტთა ალიანსმა" 5 მცირე პარტიასთან ბლოკის შექმნა გამოაცხადა. ინაშვილთან შეერთებას არ გამორიცხავენ "მრეწველებიც" და თამაზ მეჭიაურიც, თავისი ახლად შექმნილი პარტიით. ზურაბ ტყემალაძე ამბობს, რომ "ერთ თვეში იტყვის". სხვა რამე გაერთიანება კი, ჯერჯერობით, დაანონსებული არ არის. უფრო მეტიც, დანარჩენი პოლიტიკური პარტიები, ახლად შექმნილები თუ ძველები, კატეგორიულად გამორიცხავენ არჩევნებისთვის სხვასთან ერთობას.
|
ლალი ჯანაშია 09.06.2016
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში არაერთი ძალა პარლამენტისა და პარლამენტარების დისკრედიტირებას ცდილობს, რომ მათ მიზანმიმართულად უნდათ, საკანონმდებლო ორგანოს იმიჯის შელახვა.
|
თიკო ოსმანოვა 09.06.2016
წინასაარჩევნოდ მორიგი საარჩევნო ბლოკი იქმნება - "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ხუთ პარტიასთან ერთიანდება. ახალი საარჩევნო ბლოკის სახელწოდებაა "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიცია".
|
ლიკა ამირაშვილი 09.06.2016
ზაფხულში ვიზალიბერალიზაცია უკვე გამორიცხულია. პროცესი შეიძლება, მომავალი წლისთვისაც კი გადადონ ან კიდევ უფრო შორეულ პერსპექტივაში, რადგან ბევრი ნეგატიური ფაქტორი ერთმანეთს დაემთხვა, ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ფონდ "ღია საზოგადოეობა საქართველოს" ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე.
|
ეკატერინე ბასილაია 08.06.2016
დღევანდელი ხელისუფლება, ისე როგორც ყველა წინა, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარული მანდატების იმედადაა - პარტიის შიდა კვლევების ავტორის, ზურაბ ბიგვავას თქმით, 2 თვის წინანდელი კვლევით "ოცნების" რეიტინგი 35%-ის ფარგლებშია, რაც, უხეში გათვლით, პროპორციული სისტემის 77 მანდატიდან მხოლოდ 27 დეპუტატის გაყვანას გულისხმობს. თუმცა ბიგვავა იქვე ამბობს იმასაც, რომ "ქართულ ოცნება" მაჟორიტარულ სისტემით გეგმავს აბსოლუტური მაქსიმუმის მიღებას - 73 მანდატიდან 70-ის მოპოვებას და ასე 95-97 დეპუტატით ისევ უმრავლესობაში მოსვლას.
|
თაკო მათეშვილი 08.06.2016
"ივანიშვილისთვის მურუსიძის დაცვას უმძიმესი შედეგები ექნება. ამას მალე ნახავს," - ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიის ჟურნალისტებთან შეხვედრის შეფასებისას და აღნიშნავს, რომ წინა ინტერვიუსგან განსხვავებით შეხვედრამ საკმაოდ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
|
|