თაკო მათეშვილი 08.06.2016
არჩევნები, კორცხელი, ოპონენტები, პრეზიდენტი მარგველაშვილი, პრემიერი კვირიკაშვილი, ეკონომიკური მიღწევები - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც ბიძინა ივანიშვილი გუშინ ტელევიზიების ჟურნალისტებთან 2 საათნახევრიანი შეხვედრის დროს შეეხო.
|
ლიკა ამირაშვილი 08.06.2016
დღეს პარლამენტში მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ კანონპროექტს უყრიან კენჭს, რაც თავად აკადემიაში სერიოზული დაპირისპირების მიზეზი გახდა.
|
თიკო ოსმანოვა 08.06.2016
ორ კვირაზე მეტი დრო გავიდა აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ ე.წ საზღვართან გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან, თუმცა მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯი-ოღლის დაკავება ამ დრომდე არ მომხდარა.
|
ლიკა ამირაშვილი 08.06.2016
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე ფიქრობს, რომ საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლოს ტრადიცია არ ჰქონია, თუმცა ახლა ის დამოუკიდებელია.
|
თაკო მათეშვილი 07.06.2016
პოლიტიკაში მოსვლა, პოლიტიკიდან წასვლა, პროცესებში არაფორმალურად ჩართვა, "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოჰაბიაცია, დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტება, კომპეტენტური ადამიანების სათანადოდ არდაფასება - ეს იმ შეცდომების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც, პოლიტოლოგებისა და პიარსპეციალისტების აზრით, ბიძინა ივანიშვილმა გასული 4 წლის განმავლობაში დაუშვა.
|
თიკო ოსმანოვა 07.06.2016
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეფერხებას უკრაინას უკავშირებს. მისი თქმით, კოსოვოს, საქართველოს, თურქეთის და უკრაინის საკითხის განხილვა ერთ პაკეტში არ უნდა ხდებოდეს.
|
ვახტანგ შამუგია 07.06.2016
ქართველი სამხედრო მფრინავები ჩეხეთში ვიზიტის ფარგლებში ახლადწარმოებული ჩეხური საჰაერო ტექნიკის - დ-39ტპ-ს ტიპის თვითმფრინავების შესაძლებლობებს გაეცნენ და "ფუკწ მწვწრწვნ" აეროდრომზე ჩეხეთის საჰარეო ძალების მფრინავ-გამომცდელებთან ერთად, დ-39ტპ-ით სადემონსტრაციო გამოცდა - ფრენა განახორციელეს.
|
ეკატერინე ბასილაია 07.06.2016
საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის დაწესება ფერხდება, ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე გერმანიაა ამას გერმანელი პოლიტიკოსები უკვე ღიად საუბრობენ და ერთ-ერთ მიზეზად ქართველი კრიმინალების გერმანიაში გააქტიურებას ასახელებენ.
|
ლიკა ამირაშვილი 07.06.2016
"პოლიტსაბჭოში ახალი ხალხის შეყვანა გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით მოხდა - ის ნელ-ნელა საკადრო ცვლილებების განხორციელებას იწყებს", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ, რომელმაც ასევე ახალი პოლიტიკური ძალების შანსებზე ისაუბრა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე.
|
სალომე სარიშვილი 06.06.2016
პოლიტოლოგი და ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ბოლო სატელევიზიო ინტერვიუ ინფორმაციული თვალსაზრისით არაფრის მომცემი იყო, ვინაიდან, მხარეებს შორის შეუთანხმებლობის გამო, ჯამში, ინტერვიუ ვერ შედგა.
|
ვახტანგ შამუგია 06.06.2016
2008 წლის ომის შემდეგ ცხინვალში დაზიანებული ობიექტების სარეაბილიტაციოდ კრემლმა 10 მლრდ რუბლი გამოყო. სამუშაოებს, ბუნებრივია, რუსული კომპანიები აწარმოებდნენ, მუშახელი კი, ადგილობრივებთან ერთად შუა აზიიდან და ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩასული "გასტარბაიტერები" იყვნენ.
|
ზვიად მახარაძე (ბრიუსელი) 06.06.2016
საქართველოსათვის ვიზალიბერალიზაციის ეპოპეა ამ კვირას კვლავ გაგრძელდება ბრიუსელსა და ლუქსემბურგში, თუმცა, თუ საკითხს ევროპული სტანდარტებით მივუდგებით, იმედგაცრუება ნამდვილად არ უნდა დაგვეუფლოს.
|