სალომე სარიშვილი
31.05.2016

 "როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება ვარშავის სამიტთანაა დაკავშირებული, რათა საქართველომ სკეპტიკოს ქვეყნებს ერთგვარად აჩვენოს, რომ ქვეყანას მათთვის მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ არეალებში დახმარების აღმოჩენა შეუძლია", - ამგვარია ექსპერტთა ნაწილის შეფასება ცენტრალურ აფრიკაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების კონტიგენტის შესაძლო გაზრდაზე.

მარი ჩიტაია
31.05.2016

 ბიძინა ივანიშვილის "ღია წერილს" საზოგადოებაში დიდი ინტერესი მოჰყვა. მართალია, ოთხწლიანი პერიოდის შეფასებისას ეკონომიკური საკითხები ვრცლად არ იყო წარმოდგენილი, მაგრამ მოსახლეობის დიდ ნაწილს სწორედ ეს კომპონენტი აინტერესებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეკონომიკურ საკითხებს ექსპრემიერი, სავარაუდოდ, ერთ თვეში დაუბრუნდება. არ არის გამორიცხული, საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებზე ბიძინა ივანიშვილმა სატელევიზიო გადაცემებში ისაუბროს.

ლიკა ამირაშვილი
30.05.2016

 პაატა ბურჭულაძის პარტიამ პოლიტიკურ ასპარეზზე პირველი ნაბიჯები გადადგა და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ეს კარგი დასაწყისია. როგორც მან "მთელ კვირასთან" საუბრისას აღნიშნა, პარტიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით ხალხის მობილიზაციას თავი შესანიშნავად გაართვა.

თიკო ოსმანოვა
30.05.2016

 "რაღაც ეტაპზე ალბათ საჭირო იქნება უფრო მაღალი დონის შეხვედრის გამართვა, მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რომ ასეთმა შეხვედრამ რაღაც შედეგი უნდა გამოიღოს, თუნდაც მცირე. მხედველობაში მაქვს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებული პრობლემები", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე.

სალომე სარიშვილი
30.05.2016

ვენეციის კომისიამ "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ კომისია გარკვეულ ცვლილებებს მიესალმება, თუმცა, ამასთანავე, კონკრეტულ რეკომენდაციებზე საუბრობს. რამდენად გაიზიარებს აღნიშნულ რეკომენდაციებს მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა, ეს ჯერ უცნობია.

ელზა პაპოშვილი
30.05.2016

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ამბობს, რომ სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავებას დე ფაქტო ხელისუფლებას საქართველო ვერ მოსთხოვს, რადგანაც ის საერთაშორისო დონეზე, როგორც პოლიტიკურად ისე სამართლებრივად აღიარებული არ არის. შესაბამისად, ვოლსკი თვლის, რომ საქმის გამოძიების და დამნაშავის დასჯის ვალდებულება რუსეთმა უნდა აიღოს.

ნინო ქეთელაური
30.05.2016

განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის მიერ თსუ-ში წარდგენილ "განათლების შესახებ კანონში" შესატანი ცვლილებების პროექტი თსუ-ს თვითმმართველობისა და "აუდიტორია 115"-ის პროტესტის კიდევ ერთი მიზეზი გახდა.

გვანცა ღვედაშვილი
30.05.2016

"მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" კანონპროექტის არსებული ფორმით მიღებამ შესაძლოა პროდუქციის გაძვირება გამოიწვიოს - აღნიშნულის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოცირების იურიდიული ანალიტიკოსი ნიკოლოზ ნანუაშვილი და ბიზნეს ომბუდსმენი გიორგი გახარია აცხადებენ.

სალომე სარიშვილი
30.05.2016

 "არავის ვუპირისპირდებით, პირიქით ძალიან ვაფასებთ ყველას შრომას, უბრალოდ აღვნიშნავთ ერთ რამეს - ჩვენი ხელისუფლების პირობებში ლევილის მამულის რეალური დაბრუნების პროცესი ძალიან წინ წავიდა," - ასე პასუხობს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე მისი წინამორბედის, პაპუნა დავითაიას განცხადებას, სადაც მან ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს პროცესი არა ამჟამინდელი ხელისუფლების, არამედ ჯერ კიდევ მისი მინისტრობის პერიოდში დაიწყო და შესაბამისად, გადმოცემის შესახებ მემორანდუმსაც ხელი სწორედ იმავე პერიოდში მოეწერა.

ეკატერინე ბასილაია
28.05.2016

 19 მაისს ხურჩაში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, 31 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული აფხაზი ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯი ოღლი არც დაჭერილია და არც დაუკითხავთ - ეს ინფორმაცია გუშინ გალის შეხვედრებზე აფხაზეთის დე ფაქტო წარმომადგენლებისგან გახდა ცნობილი.

ელზა პაპოშვილი
28.05.2016

ნატო 8 და 9 ივლისს დაგეგმილ ვარშავის სამიტზე საქართველოს და უკრაინას ახალ ფორმატს - ასოცირებულ პარტნიორობას აღარ შესთავაზებს. ამ ინფორმაციას ნატოს ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით რუსული სააგენტო "ტასი" ავრცელებს.

თაკო მათეშვილი
28.05.2016

 საარჩევნო კამპანიის პროცესში და უშუალოდ არჩევნების დროსაც მუქარა, ცემა, ან ნებისმიერი სხვა სახის ძალადობა მალე მინიმუმ 2, მაქსიმუმ კი 4 წლით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×