ელზა პაპოშვილი 08.04.2016
საქართველოს ისტორიაში პირველად, შვიდი თვით ადრე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღი უკვე ცნობილია, რომელიც 8 ოქტომბერს ჩატარდება. თუმცა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ გამოცხადებულმა საარჩევნო თარიღმა პოლიტიკური სპექტრის ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.
|
ია აბულაშვილი 08.04.2016
საქართველოს ისტორიაში იყვნენ მეფეები, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა გააძლიერეს და საერთაშორისო ასპარეზზე ანგარიშგასაწევ ძალად აქციეს - მათ შორის იყო ვახტანგ გორგასალი, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული ქართველი ხალხის გმირული ბრძოლები დამპყრობელთა წინააღმდეგ, საქართველოს ტერიტორიების დაბრუნება, ქრისტიანული ეკლესიების გაძლიერება, ქალაქთა და ეკლესიათა მშენებლობა.
|
თიკო ოსმანოვა 07.04.2016
დიმიტრი ცქიტიშვილი, არჩილ თალაკვაძე, თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კობახიძე და "20/30"-ის ეკონომიკის ექსპერტები - "რეზონანსის" ინფორმაციით, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში მოხვდებიან. სიის სრული ვერსია კი 14 მაისს დაგეგმილ პარტიის ყრილობაზე გახდება ცნობილი.
|
ლიკა ამირაშვილი 07.04.2016
თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები 20 აპრილს გაიმართება. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაცია 2016 წლის 5 აპრილს დაიწყო და 14 აპრილს დასრულდება. როგორც "რეზონანსისთვის" გახდა ცნობილი, ჯერჯერობით არც ერთ კანდიდატს რეგისტრაცია არ გაუვლია.
|
ეკატერინე ბასილაია 07.04.2016
საპარლამენტო არჩევნების თარიღი უკვე დასახელდა - 8 ოქტომბერი და შესაბამისად, ის პარტიები, რომლებსაც პარლამენტში შესვლისათვის 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი გარანტირებულად არ აქვთ, საარჩევნო ბლოკებზე კულუარულ მოლაპარაკებებს უკვე აქტიურად დაიწყებენ.
|
თიკო ოსმანოვა 07.04.2016
იქნება თუ არა უახლოეს მომავალში სამთავრობო ცვლილებები და გადადგებიან თუ არა "რესპუბლიკელი" მინისტრები - პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის თქმით, ამის აუცილებლობა შესაძლოა, ბუნებრივად დადგეს. თუმცა, ამ ეტაპზე ამ თემის განხილვას იგი არაეთიკურად მიიჩნევს.
|
თაკო მათეშვილი 07.04.2016
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ყარაბაღში მიმდინარე პროცესებს აფასებს და ამბობს, რომ თუკი კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდა, ეს საქართველოს მრავალმხრივ დააზარალებს.
|
ია აბულაშვილი 07.04.2016
პოლიტიკური მარკეტინგის კუთხით რა სიახლეებია ქართულ პოლიტიკურ ბაზარზე და როგორ ემზადებიან არჩევნებისთვის პოლიტიკური ძალები? - ამ საკითხებზე "რეზონანსი" პოლიტტექნოლოგიების სპეციალისტს, პროფესორ კახაბერ ჯაყელს გაესაუბრა.
|
ლიკა ამირაშვილი 07.04.2016
თელავის საკრებულოში რეგისტრაციაში გატარდა ახალი ფრაქცია "ძლიერი თელავი", რომელიც "ახალი მემარჯვენეებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისგან შედგება. ახალ ფრაქციას დეპუტატი ნიკოლოზ ვარდოშვილი უხელმძღვანელებს.
|
ელზა პაპოშვილი 07.04.2016
რამდენიმე დღის წინ გლდანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულიდან 25 წლის გოგონა გადმოხტა და ადგილზევე დაიღუპა. გარდაცვლილის მეზობლებიც და ნათესავებიც მიიჩნევენ, რომ ეს თვითმკვლელობა იყო. რაც შეეხება მიზეზს, მათი თქმით, ეს გარდაცვლილის პირად ცხოვრებას ან მასზე გავრცელებულ ჭორს უნდა უკავშირდებოდეს.
|
მაკა ხარაზიშვილი 07.04.2016
წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნება" დაპირებებს რამდენიმეთვიანი ინტერვალით შეასრულებს. პირველ აპრილს პედაგოგების ხელფასები გაიზარდა, ივლისში პენსია მოიმატებს, სექტემბერში "მთის კანონში" გაწერილი რამდენიმე შეღავათი ამოქმედდება. ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური კოზირი კი ლარის კურსი იქნება.
|
ელზა პაპოშვილი 07.04.2016
"ეროვნული ფორუმის" წევრი და პარლამენტის დეპუტატი ანი მიროტაძე ამბობს, რომ მათ პარტიას კოალიციიდან შესაძლო გამოსვლის შესახებ გადაწყვეტილება რამოდენიმე თვით ადრე უკვე მიღებული ჰქონდა. მისი თქმით, პარტიამ უმრავლესობა იმიტომ დატოვა, რომ არჩევნებისთვის მოსამზადებელი დრო და რესურსი სჭირდება.
|