სანდრო მდივანი 26.03.2020
მშენებლობები ქვეყნაში შექმნილი ფორსმაჟორული ვითარების მიუხედავად არც ერთი დღით არ შეჩერებულა, თუმცა, ფაქტობრივად, სრულად არის გაჩერებული უძრავი ქონების ბაზარზე ყიდვა-გაყიდვა. ასეთი სიტუაცია არავინ იცის რამდენხანს გაგრძელდება. საგანგებო რეჟიმის დასრულებამდე დიდი დროა, ამას ემატება ეკონომიკაში დაწყებული კრიზისში. ხალხი უძრავ ქონებაში ფულს საერთოდ აღარ ხარჯავს და ამიტომ ფასების ვარდნაც მოსალოდნელია.
|
გვანცა წულაია 25.03.2020
საქართველოში გავრცელებული კორონავირუსის შემდეგ გატარებული რეგულაციების გამო, უამრავი ადამიანი უმუშევარი დარჩა. ქვეყანაში ამ მხრივ, სახარბიელო ვითარება ისადაც არ იყო და განვითარებულმა მოვლენებმა კი, სიტუაციაა უფრო დაამძიმა. საქართველოში ამჟამად მომსახურების თითქმის ყველა სეფრო გაჩერებულია. უცნობია ქვეყანაში ასეთი ვითარება როდემდე გასტანს, საგანგებო მდგომარეობის შემდეგ ვითარება უფრო გართულდება.
|
თამარ მუკბანიანი 25.03.2020
მსოფლიოს 160 ქვეყანას შორის, ლარი გაუფსურებით პირველ ადგილზეა. რეგიონში გაუფასურების უპირობა ,,ლიდერია“ საქართველოს მეზობლების ვალუტებს შორისაც, 18 მარტიდან ყველაზე მეტად სომხური დრამი გაუფასურდა (1.2%), რაც ლარის გაუფასურების ტემპზე თექვსმეტჯერ ნაკლებია. თურქული ლირის ფასი ამავე პერიოდში თითქმის არ შეცვლილა (0.0%), ხოლო დანარჩენი მეზობლების ვალუტები - გამყარდა. ხელისფულება ამბობს, რომ გაუფასურება კორონავირუსის ბრალია და საქართველო ამ მხრივ ვერ იქნება გამონაკლისი, თუმცა ციფრები, სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს და მთავრობას აშკარა ტყუილში ამხელს.
|
გვანცა წულაია 25.03.2020
საქართველოში ამოქმედებული საგანგებო რეჟიმის გამო, მომსახურების სფერო თითქმის გაჩერებულია, თუმცა ისინი რომლებიც მუშაობენ - სუპერმარკეტები, აფთიაქები და სატაქსო კომპანიები - მომსახურებას აძვირებენ. კრიზისული ვითარების გამო, ბიზნესი ცდილობს ნაკლები იზარალოს, ამიტომ ბოლომდე დარტყმას იღებს მომხმარებელი.
|
თამარ მუკბანიანი 24.03.2020
კორონავირუსის გამო დაწყებული კრიზისის პიკი ჯერ კიდევ არ დამდგარა, თუმცა მოსახლოებას უკვე უჭირს კომუნალური და სხვა სახის საყოფაცხოვრებო ხარჯების დაფარვა. ხარჯებს ვერ აუდის ბიუჯეტიც, რომელიც მთლიანად სოციალურ საჭიროებებზე გადაეთო. ,,რეზონანსის“ ინფორმაციით, მთავრობამ 9 პროდუქტი 3.0-იან კურსზე დაასუბსიდირა. ეს ნიშნავს, რომ ამ ნიშნულის მაღლა ხარჯთა სხვაობას კომპანიებს მთავრობა უფარავს. დღეს კი ლარი დოლართან შეფარდებით უკვე 3,45-ზეა. შესაბამისად, ბიუჯეტს ხარჯი ეზრდება, ხოლო მოსახლეობას უკვე ყველა სხვა სახის საქონელზე - ფასები.
|
გვანცა წულაია 24.03.2020
საქართველოში საგანგებო რეჟიმის პერიოდში მოქალაქეები გარკვეული სახის შეღავათით ისარგებლებენ. სანამ, ქვეყანაში საგანგებო პერიოდი იქნება, ტექდათვალიერების გაუვლელობის გამო, მძღოლებს არ დააჯარიმებენ. გარდა ამისა, სახელმწიფო თუ კერძო აღმსრულებელი მოქალაქეებს ბინას ვერ გაუყიდის. სპეცილისტთა ნაწილი ამბობს, რომ მთავრობის მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯები მოსახლეობას წაადგება, თუმცა უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო.
|
ნანა გარდაფხაძე 24.03.2020
სანამ ყველგან კორონავირუსი მძვინვარებს, თანდათან ცარიელდება დიდი ქალაქები, სამაგიეროდ, გაივსო საქართველოს რაიონები და სოფლები. ხალხი იქ საფრთხეს ნაკლებად გრძნობს. იმ სოფლებშიც კი, სადაც ბოლო წლების განმავლობაში ხალხი ძალიან იშვიათად ჩადიოდა და პრაქტიკულად გაუკაცრიელების პირას იყო, ახლა ძალიან ბევრი ადამიანი ჩავიდა. სავარაუდოდ, ეს ერთ-ერთი მიზეზია, თუ რატომ იდგა უზარმაზარი რიგები სუპერმარკეტებში, რადგან ხალხმა პროდუქცია მოიმარაგა და რეგიონებში გაიხიზნა.
|
ირაკლი ლომიძე 23.03.2020
ლარის კურსი ყოველდღიურად ახალ ანტირეკორდებს ამყარებს. მარტო გუშინ, 1 დღეში კურსი 17 პუნქტით გაუფასურდა და ,,ბლუმბერგის“ პლატფორმაზე 3,37-იან ნიშნულს მიაღწია. ამ პროცესის შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება და ასე თუ გაგრძელდა, ეკონომიკაში კოლაფსი გარდაუვალია. კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის გამო, კურსი უმართავი ხდება. ლარს უკვე აღარაფერი შველის.
|
ირაკლი ლომიძე 23.03.2020
ბაზარზე საეჭვო წარმოშობის ანტისეპტიკური საშუალებები იყიდება, რამაც შეიძლება მომხმარებელს ჯანმრთელობის პრობლემა შეუქმნას. კორონავიუსთან ბრძოლის ერთ-ერთ საშუალებად ხალხი სადეზინფექციო და ანტისეპტიკურ საშუალებებს მასობრივად ყიდულობს და ხშირად იმდენად ბრმად, რომ ამ ხსნარების წარმოიშობასა და შემადგენლობაზე ელემენტარული წარმოდგენაც არ აქვს.
|
თამარ მუკბანიანი 23.03.2020
სანამ საქართველო საგანგებო რეჟიმშია და მთელ მსოფლიოში, პირველი რიგის ამოცანა, ჯანდაცვა და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაა, ეკონომიკა ფაქტობრივად გაჩერებულია. სპეციალისტების ვარაუდით, 2020 წელს ეკონომიკური ზრდა მინიმალურ ნიშნულზე იქნება, ხელისუფლების მთავარი ამოცანა კი ის არის, რომ ინფლაციას ჯერარნახულ მასშტაბებს არ მიაღწიოს.
|
ირაკლი ლომიძე 23.03.2020
კორონავირუსის ეპიდემიის გამო რეგიონებში ხალხს სურსათის მომარაგების პრობლემა გაუჩნდა. მართალია, დეფიციტი არსად არ შეიმჩნევა, მაგრამ უსახსრობის გამო ხალხს 2-3 დღის სამყოფი საკვების ყიდვაც უჭირს. დღიური სამუშაო მოქალაქეებმა ყველგან დაკარგეს. მუდმივი სამსაყურების უმეტესობა გაურკვეველი ვადით შეჩერდა, რამაც ფინანსური პრობლემა წარმოშვა.
|
სანდრო მდივანი 23.03.2020
კორონავირუსის ფონზე საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. ათასობით ადამიანი დარჩა სამსახურის და ყოველთვიური შემოსავლის გარეშე. მოსახლეობის დიდი ნაწილი პანიკაშია და შიმშილობის ეშინიათ. დაეხმარება თუ არა საქართველოს მთავრობა ხალხს ფულადი ან ვაუჩერული სახით ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა ყველა ევროპულ ქვეყანაში მსგავსი ნაბიჯი უკვე გადაიდგა.
|
|