ნინა გარდაფხაძე
04.03.2020

 

 ქვეყნის ეკონომიკაში ერთ-ერთი მთავარი წილი, უცხოეთიდან ფულად გზავნილებს უჭირავს, რომელსაც ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნებიდან რიცხავენ. კორონავირუსის გამო კი, მას შემცირება ემუქრება. გადმორიცვებით იტალია მეორე ადგილზეა, ამ ქვეყნაში კი ახალი ვირუსი ევროპაში ყველაზე მეტადაა გავრცელებული.

თამარ მუკბანიანი
03.03.2020

 საქართველოში კორონავირუსის საფრთხის გამო, სასტუმროებში, ჯავშნების 90% გაუქმდა. სექტორი უმძიმეს მდგომარეობაშია. ზამთრის ტურისტული სეზონი ჯერ გვიან მოსულმა თოვლმა, შემდეგ კი ვირუსის საფრთხემ ისე დააზარალა, რომ სასტუმროს მფლობელებს არა მხოლოდ თანამშრომლების და ხელფასების შემცირება უწევთ, არამედ საბანკო ვალდებულებების გასტუმრებაც კი ძალიან უჭირთ.

გვანცა წულაია
03.03.2020

 ხელისუფლება ინფლაციის მოთოკვას ვერაფრით ახერხებს. თებერვლის მონაცემებით, ინფლაციის მაჩვენებლმა 6.4% შეადგინა. ფასები კი, ისევ მაღლა იწევს. შარშან თებერვალთან შედარებით, ფასი უამრავ პროდუქციასა და მომსახურებაზე გაიზრდა. ქვეყანაში თითქმის ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ ინფლაცია მიზნობრივს გაუტოლდეს, თუმცა ის მაინც მაღალ ნიშნულზეა. მსოფლიოში დაწყებული პანიკის გამო, სპეციალისტები პოზიტიურ პროგნოზს ვეღარ აკეთებენ და ამბობენ, რომ წელს ისევ მაღალი ინფლაცია გვექნება.

რეზონანსი
02.03.2020

 საერთაშორისო ბაზრებზე ხორბალი ძვირდება. საქართველოში ფქვილისა და, შესაბამისად, პურპროდუქტების გაძვირების წინაპირობა არ არის, თუმცა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ფონი ფასზე გარკვეულ გავლენას მაინც ახდენს. მაღაზიების ნაწილში რამდენიმე დასახელების პურპროდუქტის ფასმა უკვე მოიმატა.

სანდრო მდივანი
02.03.2020

 აფხაზური მხარის მიერ კორონავირუსის გამო ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ, რეგიონი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშეა. ენგურსგაღმა არც საკვებისა და არც მედიკამენტების მარაგები აღარ არის. მოსახლეობას რთულ პირობებში უწევს ცხოვრება, „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას ისინი ადასტურებენ, რომ სოფლებში არსებულ მაღაზიებში ფასები მკვეთრად არის გაზრდილი.

ირაკლი ლომიძე
02.03.2020

 კორონავისრუსის გავლენას ქართული ეკონომიკის ვერც ერთი დარგი ვერ გადაურჩება. თუკი ზოგიერთ დარგში ზარალის დათვლა უკვე დაიწყო, რამდენიმე მიმართულებაა, სადაც პრობლემები მომდევნო თვეების განმავლობაში გამოჩნდება. არსებობს მოლოდინი, რომ ჩინეთსა და ირანთან სავაჭრო ურთიერთობის შეჩერება ადგილობრივ წარმოებაში დეფიციტს, შემდეგ კი გაძვირებას გამოიწვევს.

თამარ მუკბანიანი
02.03.2020

 

 პენსიონერთა თანადგომის საზოგადოებრივი პროგრამის ბედი, რომელიც 2017 წელს დაფუძნდა და მისი განხორციელებისათვის არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, საერთოდ გაურკვეველია. 3 წლის წინ დაწყებული პროგრამა შეწყვეტილია და ის ინვენტარი, პროდუქცია და საქონელი საერთოდ გაქრა, რომელიც ,,ბიზნეს-რეზონანსის" ინფორმაციით, უკვე შეძენლი იყო. საძებო ველში, დღემდე შესაძლეებელია, ორგანიზაციის შეხვედრების ნახვა, ფოკუს ჯგუფებთან, მათი ინტერესების გაცნობის მიზნით და შემდგომი თანამშრომლობის დაპირებებიც, რომელიც მედიასაშუალებებითაც შუქდებოდა. 

თამარ მუკბანიანი
28.02.2020

 ლარის ბოლოდროინდელი გამყარების შემდეგ, მთავარი კითხვა ისაა, რომელია ლარის ახალი წონასწორობის კურსი და სანამდე გაგრძელდება გამყარება. ბიზნეს სექტორი ფიქრობს, რომ ლარის ბუნებრივი მდგომარეობა ესაა და მოკლე ვადიან პერსპექტივაში ლარი აღარ გამყარდება. როგორც ჩანს 2.75 ოპტიმალური ნიშნულია.

სანდრო მდივანი
27.02.2020

 კორონავირუსის ოფიციალური დადასტურების შემდეგ მშობლები სკოლებში და ბაღებში სწავლის შეწყვეტას ითხოვენ. მათი თქმით, საფრთხე საკმაოდ დიდია და უმეტესობა ბავშვის სახლიდან გაყვანას მაქსიმალურად ერიდება. განათლების სამინისტრო კი ამ ეტაპზე სწავლის შეწყვეტას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, რადგან საფრთხე არ არის იმდენად დიდი, რომ მყისიერი გადაწყვეტილება მიიღონ.

რეზონანსი
27.02.2020

 როგორც კი საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა საზოგადოება პანიკამ მოიცვა და თბილისში მაღაზიები ადამიანთა რიგებით იყო გადატვირთული. სოციალურ ქსელში უწყვეტად ვრცელდებოდა ფოტოები, სადაც ადამიანები საკვებს იმარაგებდნენ. არის თუ არა რეალურად საკვების დეფიციტის პრობლემა? სპეციალისტები ამბობენ, რომ საქართველო არ იქნება იმ ქვეყნებს შორის, სადაც შესაძლოა, საკვების მარაგი ამოიწუროს.

გვანცა წულაია
26.02.2020

 ეროვნული ბანკის დაპირება, რომ რეგულაციებს შეარბილებს, ვერ სრულდება. საქმე ისე მიდის, რომ პირველი მარტიდან შესაძლოა, საბანკო რეგულაციები აღარ გამარტივდეს. სპეციალისტები ამბობენ, რომ გაზაფხულიდან ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში დაგეგმილი ცვლილებები მარტიდან ვეღარ ამოქმედდება და მომდევნო თვეებზე გადაინაცვლებს. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტული თარიღი, როდის მოხდება რეგულაციების შერბილება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×