გვანცა წულაია 12.02.2020

ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს გზებზე ე.წ. შავი წერტილები განისაზღვრება. პირველ ეტაპზე მოხდება არაუმეტეს 300-მეტრიანი მონაკვეთის დადგენა, სადაც 3 წლის განმავლობაში დაფიქსირდება არანაკლებ 4 საგზაო შემთხვევა, რომელსაც მოჰყვა ადამიანის გარდაცვალება ანდა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
|
თამარ მუკბანიანი 12.02.2020
ანაკლიის პორტის პროექტის გაურკვეველი ვადით შეჩერების შემდეგ, ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” კიდევ ერთხელ შეიტანა განაცხადი ნავსადგურის გაფართოებასთან დაკავშირებით. როგორც კომპანიაში ამბობენ, მათი მტკიცე განზრახვაა, ააშენონ ღრმაწყლოვანი პორტი ფოთში. ახლა ჯერი ეკონომიკის სამინისტროზეა, მისცემს თუ არა ,,ეიპიემს” ანაკლიის ალტერნატიული პროექტის განვითარების საშუალებას.
|
თამარ მუკბანიანი 11.02.2020
გახშირებული ავტოავარიების, უცხოეთიდან ძალიან ძველი მანქანების მუდმივი შემოდინებისა და ავტოპარკის დაძველების გამო, ქვეყანაში მომრავლდა სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ვეღარ დადის და ქალაქის ქუჩებში წლობით უქმად არის გაჩერებული. ამიტომ მუშავდება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტი მსგავსი ავტომობილების სპეციალურ სადგომზე გადაყვანის უფლებას მოიპოვებს, თუმცა უცნობია მანქანები უტილიზაციას დაექვემდებარება თუ უბრალოდ ჯართად დარჩება და აგრეთვე როგორ მოხდება ექსპროპრიაცია.
|
გვანცა წულაია 11.02.2020
საბანკო სფეროში დაწერებული რეგულაციების გამო, დღეს სექტორი ახალი გამოწვევების წინაშეა. განსაკუთრებული პრობლემა იპოთეკურ და სხვა ტიპის სამომხმარებლო სესხებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვამ გამოიწვია. მიუხედავად არაერთი დაპირებისა, მარეგულირებელის მხრიდან, რომ რეგულაციები გადაიხედებოდა და შემსუბუქდებოდა, ეს ამ დრომდე არ მომხდარა.
|
თამარ მუკბანიანი 11.02.2020
კორონავირუსი ეგვიპტისა და საქართველოს ტურიზმის კუთხით დამატებით სარგებელს მოუტანს, ამის შესახებ რუსული მედიასაშუალებები უკვე აქტიურად წერენ. გავრცელებული საშიში ვირუსის გამო, მოგზაურები აზიაში ვიზიტისგან თავს შეიკავებენ, ხოლო მათი ალტერნატივა კი საქართველო და ეგვიპტე იქნება.
|
ირაკლი ლომიძე 10.02.2020
ოფიციალური სტატისტიკა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ვერ ასახავს. ხელისუფლება თითქმის ყველა მეთოდის გამოყენებით ცდილობს, რომ რეალობა გააყალბოს. საფუძვლიან ეჭვს იწვევს ის გარემოება, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეკონომიკაში მუდმივად პრობლემაა, არ იქმნება სამუშაო ადგილები, ვერ ვითარდება წარმოება, მაგრამ ამ პროცესის პარალელურად სტატისტიკური მაჩვენებლები თითქმის ყველა შემთხვევაში ,,სტაბილურია".
|
თამარ მუკბანიანი 10.02.2020
გაზის სისტემების გაუმართაობის გამო აფეთქების, დაღუპული და დაშავებული ადამიანების შესახებ ინფორმაცია ზამთრის სეზონზე ძალიან ხშირად ვრცელდება, თუმცა დაპირების გარდა, ავარიულ მდგომარეობაში მყოფი კომუნიკაციების მოწესრიგებაზე, რეალურად არავინ ზრუნავს. თბილისში უკვე თითქმის ერთი წელია, ,,თბილისი ენერჯი” ოპერირებს, თუმცა ამ მხრივ ისევ არაფერი შეცვლილა და დედაქალაქის მოსახლეობა კვლავ "ბომბზე ზის".
|
ირაკლი ლომიძე 10.02.2020
ადგილობრივ წარმოების პრობლემა საქართველოში რეალურად ვერ გვარდება. დარგის განვითარებას სახელმწიფო პროგრამებიც ვერ შველის. ელემენტარულად, საბანკო სერვისებზე ხელმისაწვდომობაც გართულებულია და ამდენი ხნის განმავლობაში მთავრობამ მეწარმეებს ეს პრობლემა ვერ მოუგვარა. მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის განმავლობაში ექსპორტი თვალსაჩინოდ გაიზარდა, სინამდვილეში სიტუაცია არც ამ მიმართულებით არის გამოსწორებული, ზრდა რეექსპორტის ხარჯზეა და წმინდა ექსპორტის მაჩვენებელი ისევ დაბალ დონეზე რჩება.
|
სანდრო მდივანი 10.02.2020
ჩინური კორონავირუსის გავლენა უკვე ქართულმა ეკონომიკამაც იგრძნო. იქიდან გამომდინარე, რომ ქართული ბაზრის დიდი წილი ჩინურ პროდუქტს უკავია, პრობლემებმა ნელ-ნელა თავი იჩინა. განსაკუთრებით დიდი თავსატეხი გაუჩნდათ იმ ადამიანებს, ვისაც უშუალოდ აქვს ბიზნესთან შეხება და ჩინეთიდან ჩამოაქვთ სხვადასხვა სახის პროდუქცია. მათთვის უზარმაზარი ბაზრის კარი თანდათან იხურება.ეკონომისტები დაუფარავად აცხადებენ, რომ ჩინეთის ეკონომიკა დიდი დარტყის ქვეშაა, რადგან წარმოებისა და მომსახურების ობიექტების საკმაოდ დიდი ნაწილი დახურულია.
|
თამარ მუკბანიანი 07.02.2020
200 კგ-მდე მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტზე გაყვანა აიკრძალა. შარშან შეზღუდვა 140 კგ-მდე დაწესდა, თუმცა როგორც ჩანს ამან ბაზარზე მდგომარეობა ვერ შეცვალა და რეგულაციის კიდევ მეტად გამკაცრება გახდა საჭირო.
|
სანდრო მდივანი 06.02.2020
მიუხედავად იმისა, რომ გასაცემ სესხებზე უამრავი რეგულაცია დაწესდა, საქართველოს მოსახლეობის 2/3 ვალით ცხოვრობს. ამას ადასტურებს კვლევაც. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისია და მეორე მხრივ, ის ფინანსური შეზღუდვები, რომელიც წესით უნდა მუშოაბდეს, მაგრამ რეალურად ეფექტს არ იძლევა. ფინანსისტები ამბობენ, რომ საქართველოში მძიმე ეკონომიკური ფონია, რის გამოც ადამიანების დიდი ნაწილი თავს სწორედ ვალით ირჩენს, ეს იქნება ფიზიკური პირისგან ნასესხები თანხა, თუ ბანკისგან აღებული ფინანსური ვალდებულება.
|
რეზონანსი 06.02.2020
2019 წელს ადგილობრივ თამბაქოზე გაცემული აქციზის რაოდენობა 25-ჯერ შემცირდა. ეს თამბაქოზე დაწესებული რადიკალური რეგულაციების შედეგია, რამაც ადგილობრივი წარმოება შეამცირა, კონტრაბანდა გაზარდა და მწეველთა რაოდეობაზე, ფაქტობრივად, არავითარი გავლენა არ მოუხდენია, არადა, რეგულაციების შემოღების მიზანი, სწორედ ეს იყო.
|
|