თამარ მუკბანიანი
31.01.2020

 2019 წელს ეკონომიკა 5.2%-ით გაიზარდა. რთული და კრიზისებით სავსე წლის ფონზე, მაჩვენებელი საკმაოდ პოზიტიურია, თუმცა სამშენებლო სექტორში მნიშვნელოვანი კლების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებისა და ლარის გაუფასურების ფონზე, რა სექტორების ხარჯზე იზრდება ეკონომიკა, საინტერესო სწორედ ეს არის.

თამარ მუკბანიანი
30.01.2020

 2019 წლის დეკემბერში მესტიამ მოიხმარა იმდენივე ელექტროენერგია, რაც 19-მა რაიონმა ერთად. მონაცემები, რომელიც ,,ენერგო პრო ჯორჯიამ” გაასაჯაროვა ახალია, თუმცა ახალი სულაც არ არის თემა, რომ უფასოდ დენის მიწოდება, ზრდის მოხმარებას. თუმცა, მესტიის შემთხვევაში გარდა ელექტროენერგიის უყაირათო მოხმარებისა, მთავარი პრობლემა უკანონო მაინინგია.

სანდრო მდივანი
30.01.2020

 კორონავირუსის შიშმა თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა, ჩაკეტილია ბევრი ქვეყნის საზღვრები და მკაცრად კონტროლირებადია ყველა ის ტერიტორია, სადაც ჩინეთიდან წამოსული ვიზიტორები არიან შესულნი. ვირუსის გავრცელების შიშმა და პანიკამ სხვა ფუნდამეტური პრობლემებიც გამოიწვია. რყევები ფინანსურ და სასაქონლო ბაზრებზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ე.წ. "მწვანე ზონაა", პრობლემები ქართულ ეკონომიკამდეც მოაღწევს.

ნინა გარდაფხაძე
30.01.2020

 შემცირებული იმპორტი და გაზრდილი ექსპორტი, 45 ათასი ჰა-დან 130 ათას ჰა-მდე გაზრდილი წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი, აგრარულ სექტორში ხელმისაწვდომი დაბალპროცენტიანი კრედიტი და ჯამში, ახალი მრავალწლოვანი ბაღების განაშენიანება  8400-ზე მეტ მიწის ფართობზე - ეს მიღწევების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, 2019 წლის შეჯამებისას ისაუბრა. შედეგები გაწეული მუშაობის ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავია.

თამარ მუკბანიანი
29.01.2020

 ანაკლიის პორტის პროექტი გაურკვეველი ვადით გადაიდო. მას შედეგ, რაც ხელისუფლებამ კონსორციუმთან კონტრაქტი გააუქმა, მთავარი კითხვაა, ვინ და რა ვადებში ააშენებს ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს, რომელიც არა მხოლოდ საქართველოსათვის არამედ რეგიონისათვისაც უმნიშვნელოვანესია. სპეციალისტები ,,რეზონანსთან” ამბობენ, რომ ,,ქართული” ოცნების ხელისუფლების პირობებში, პორტი ვერ აშენდება.

გვანცა წულაია
29.01.2020

 საბანკო რეგულაციებში გარკვეული ცვლილებების შეტანა იგეგმება. მარტიდან, შეზღუვები, რომელიც მოსახლეობისთვის ერთგვარ ტვირთად იქცა, შესაძლოა, გამარტივდეს. ცვლილებები ამჟამად დამუშავების პროცესშია. უკვე გამოიკვეთა თუ რა ტიპის ცვლილებები შევა ეროვნული ბანკის დადგენილებაში.

ნინა გარდაფხაძე
29.01.2020

 გასული წლის ბოლოს, ლარის გამყარებამ, გააჩინა იმედი და მოლოდინი, რომ ტენდენცია 2020 წელსაც შენარჩუნდებოდა. თანაც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მიმდინარე წლის დასაწყისიდან უნდა ასახულიყო კურსზე, თუმცა დღეს სრულიად საპირისპირო ვითარებაა. ლარი გამყარების ნაცვლად უფასურდება და უკვე 2.90-იან ნიშნულს გადააჭარბა.

თამარ მუკბანიანი
28.01.2020

 ჯანდაცვის სისტემა 520-ე დადგენილების შედეგებს ვერ უმკლავდება. კლინიკების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ სამინისტროს კალკულაციამ, მათი ხელფასები 35%-ით შეამცირა. ასევე, ხდება კადრების ოპტიმიზაციაც. მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კი ამ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.

გვანცა წულაია
28.01.2020

 ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გამო, მთელი მსოფლიო საფრთხის წინაშეა. საქართველო იმ ქვეყნებს შეუერთდა, რომელიც ჩინეთთან ავიამიმოსვლას დროებით კრძალავს. ჯერჯერობით არ შეზღუდულა იმპორტი. ვირუსით მოცული ქვეყნიდან, საქართველოში მრავალი დასახელების პროდუქტი შემოდის. რამდენად საშიშია იგი კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით?

ირაკლი ლომიძე
27.01.2020

 ნავთობმომპოვებელი კომპანია ,,ფრონტერა“ საქართველოს წინააღმდეგ დავას აგრძელებს. საქმე ეხება კომპანიის მიერ ქართულ მხარესთან დადებული ხელშეკრულების მუხლების დარღვევას და  ბუნებრივი წიაღისეულით სარგებლობის მოსაკრებელში არსებულ დავალიანებას, რომლის გადახდასაც ,,ფრონტერა“ თავს არიდებდა. ამ დროს კი ირკვევა, რომ კომპანია თავად არღვევდა ყველა პირობას არა მარტო სახელმწიფოსთან, არამედ თავის თანამშრომლებთანაც კი.

ირაკლი ლომიძე
27.01.2020

 სეპარატისტულ აფხაზეთს ქვეყნის მთავარი ელექტროსადგურის ,,ენგურჰესის” გამომუშავებული ელექტროენერგია არ ჰყოფნის და უკვე საქართველო ენერგოსისტემიდან დამატებით მიაქვთ ელექტროენერგია. ამ დროს ენერგოსტაბილურობის მხრივ ურთულესი ვითარებაა. ამ მომენტისთვის ქვეყანა საჭირო დენის თითქმის ნახევარს ძვირი იმპორტისა და ასევე ძვირი თბოსადგურების ხარჯზე ივსებს.

სანდრო მდივანი
27.01.2020

 2019 წელი საქართველოს მცირემოსავლიანი იყო. იანვრის ბოლო რიცხვებიდან ბაზრიდან ქართული პროდუქცია ნელ-ნელა გაქრა. ამიტომ სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ გაზაფხულისთვის ფასები საკმაოდ მოიმატებს. იმპორტირებული პროდუქცია ყოველ წელს ძვირია, თუმცა რამდენიმე კვირაში ადგილობრივი პროდუქტიც გაძვირდება და გაზაფხულიდან მოსახლეობა ამას მკვეთრად იგრძნობს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×