სანდრო მდივანი
06.02.2020

 2008 წლამდე დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების შესაძლებლობა დეველოპერებისთვის 2026 წლამდე გახანგრძლივდა. გამოიყენებენ თუ არა სამშენებლო კომპანიები მორიგ ვადას და ბოლოს და ბოლოს დასრულდება თუ არა დედაქალაქში უპატრონოდ მიტოვებული შენობა-ნაგებობები, სპეციალისტებს ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება უჭირთ. ფაქტია, რომ საგადასახადო შეღავათები, საქმეს ვერ შველის, რადგან თბილისში ისევ უამრავი დაუმთავრებელი კორპუსია. მშენებლობის დარგის წარმომადგენლების აზრით, დროის გახანგრძლივების გარდა, სხვა სახის წახალისებაც არის საჭირო.

გვანცა წულაია
05.02.2020

 თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ე.წ. ელიავას ბაზრობა იმავე ტერიტორიაზე დარჩება, უბრალოდ, მისი გაჯანსაღება მოხდება. მალე, ურბანული სამსახური დაიწყებს მუშაობას განაშენიანების გენერალურ გეგმაზე. ურბანისტები ამბობენ, რომ ტერიტორია განახლებას აუცილებელია, რადგან იმ ფორმით, რა ფორმითაც ახლა ე.წ. ელიავას ბაზრობა ფუნქციონირებს, მიუღებელია.

გვანცა წულაია
05.02.2020

 თბილისის მერია დედაქალაქში მეორადი საბურავების რეალიზაციაზე კონტროლს იწყებს. ცვლილება ჯერჯერობით მხოლოდ განხილვის ეტაპზე, ამიტომ უცნობია კონკრეტულად, რომელ ტერიტორიაზე შეიზღუდება მეორადი საბურავების გაყიდვა. ჩნდება ეჭვი, ზოგადად, რომ მალე მეორადი საბურავების გამოყენებას საერთოდ აკრძალავენ.

თამარ მუკბანიანი
05.02.2020

 ამიერიდან მსესხებელს დაგირავებულ ქონებას უფრო მალე გაუყიდიან. ბანკი ლომბარდს ოქროს და სხვა ნივთებს აღარ დააგირავებინებს. აღნიშნული რეგულაციაც მომხმარებელთა დაცვის მიზნით გაკეთდა, თუმცა როგორც სპეციალისტები ,,რეზონანსთან” ამბობენ, პირიქით, ეს მომხმარებელთა მდგომარეობას კიდევ მეტად დაამძიმებს.

გვანცა წულაია
04.02.2020

 საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა სიღარიბეა. ქვეყანაში, რომ ეკონომიკურად არასახარბიელო ვითარებაა, ეს არაერთი დასკვაში წერია, თუმცა მიუხედავად ამისა, “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ.

თამარ მუკბანიანი
04.02.2020

 ავიაკომპანია "აირზენამ" რამდენიმე მიმართულებით ფრენა შეწყვიტა. მიზეზი არაკონკურენტული გარემო და სახელმწიფოს მხირდან, ორი ბიუჯეტური კომპანიისათვის დაწესებული შეღავათებია. რატომ უწესდებათ კონკრეტულ ავიაკომპანიებს შეღავათები და რატომ ზარალდება ამით ქართული კომპანია?

თამარ მუკბანიანი
04.02.2020

 მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ბოლო ორ კვირაში 12 დოლარით დაეცა და ეს ტენდენცია კიდევ გაგრძელდება. მიუხედავად ამისა, შემცირება თითქმის არ ასახულა ქართულ ბაზარზე. მცირე ავტოგასამართ სადგურებზე მართალია უმნიშვნელო გაიაფება უკვე შეინიშნება, მაგრამ ეს არ შეხებიათ დიდ ქსელებს. მაშინ, როცა ეროვნული ვალუტა მყარდება და ნავთობის ფასიც ეცემა, ავტოგასამართ საგურებზე ფასი უცვლელი რჩება.

ნინა გარდაფხაძე
03.02.2020

 თბილისში, ქაოსურმა ურბანულმა განაშენიანაებამ არაერთში პრობლემა შექმნა.  ეს ეხება, როგორც ქალაქის გამტარ უნარიანობას, განაშენიანებას, ასევე მიწისქვეშა კომუნიკაციებს და წყალმომარაგებას. დედაქალაქის კომუნიკაციები არ არის გათვლილი მოსახლეობის ამ რაოდენობაზე. საბჭოთა კავშირიში, თბილისის ბოლო გენერალური გეგმით, 1,2 მლნ ადამიანს უნდა ეცხოვრა, თუმცა ამისათვის მაშინაც არ მომხდარა შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა. ახლა კი მოსახლოებამ მკვეთრად გადააჭარბა ამ ოდენობას.

ირაკლი ლომიძე
03.02.2020

 საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა დაეცა. საშუალო ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, ჩამორჩენა 7-9 წლის ფარგლებშია. ამის გამომწვევი მიზეზი, პირველ რიგში, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, არასრულფასოვანი კვება და ეკოლოგიური გარემოა, რაზეც სპეციალისტები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ. იმის მაგიერ, რომ ვითარება გამოსწორდეს, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა მუდმივად მძიმდება. სტრესულ და არაჯანსაღ გარემოში ცხოვრებით და არასწორი კვებით ადამიანები კვდებიან ადრე, რაც გაეროს მონაცემითაც დადასტურდა.

თამარ მუკბანიანი
03.02.2020

 2020 წლის იანვრის მონაცემი შემაშფოთებელია - 6.4%. ეს თითქმის სამჯერ მეტია, ვიდრე შარშანდელი ანალოგიური პრეოდის მაჩვენებელი. საერთოდ 2-2019 წელი ფასების ზრდის თვალსაზრისით კატასტროფული იყო, არადა იგი გაცილებით მსუბუქად დაიწყო, ვიდრე 2020 წელი. შარშან იანვარში ინფლაციის დონე 2.2% გახლდათ, მიუხედავად იმისა, რომ მკვეთრად გაიზარდა თამბაქოს და საწვავის ფასი. წელს თითქოს ყველაფერი კალაპოტში ჩადგა და ამ დროს ინფლაცია ისევ სარეკორდო ნიშნულზეა.

სანდრო მდივანი
03.02.2020

 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბიზნესი სწორედ პარფიუმერიის წარმოება და რეალიზაციაა, რომელმაც მსოფლიო მოიცვა. სხვადასხვა დიზაინერები ყოველწლიურად ახალ პარფიუმერულ პროდუქციას ქმნიან, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს და მსოფლიო ბაზარზე შემდეგ მათი დაპატენტება ხდება, რომ მოსახლეობის ყველა ფენის წარმომადგენელმა შეძლოს სურვილების დაკმაყოფილება. სწორედ ამ მიდგომამ შეუქმნა ბიზნესს სერიოზულ საფრთხე, როგორც მსოფლიოში ასევე საქართველოშიც.

რეზონანსი
03.02.2020

 საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის შემცირება გრძელდება. პროცესი კორონავირუსის შესაძლო გავრცელებას უკავშირდება. 2020 წლის იანვრიდან დღემდე ნავთობის ფასი ლონდონის სანავთობო ბირჟაზე შემცირდა თითქმის 15%-ით, რომელიც ამ პერიოდისათვის ნავთობის ფასის ყველაზე დიდი ვარდნაა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×