თამარ ვეფხვაძე 13.01.2020
მანქანების ფლობაზე შესაძლოა შეზღუდვა დაწესდეს. კონკრეტულად რა ფორმით მოხდება ეს ჯერ კიდევ უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, რომელზეც ყურადღებას პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ამახვილებს, ოჯახში 3 და მეტი მანქანის ფლობისთვის, სავარაუდოდ, მოსაკრებლის დაწესდება. ექსპრეტები ამ მოსაზრებას დიდად არ ეწინააღმდეგებიან.
|
რეზონანსი 13.01.2020
გაძვირებული ცხოვრება, მაღალი ინფლაცია, საახალწლო სუფრიდან გამქრალი პროდუქტები - ასე შეხვდა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი 2020 წელს. ხალხი ვეღარც ძველით ახალი წლის აღნიშვნას ახერხებსდა ვეღარც საშობაოდ რეგიონებში წასვლას მოაბა თავი.
|
რეზონანსი 09.01.2020
სულ რაღაც 2 თვის შემდეგ ავტომფლობელებს ტექდათვალიერების მიმართულებით ბევრი სიახლე ელით. 2020 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდება რეგულაცია, რომლის თანახმადაც 10 წელზე მეტი ხანდაზმულობის საბურავებით მანქანები ტექდათავლიერებას ვეღარ გაივლიან. უსიამოვნო ცვლილება ელოდებათ მარჯვენასაჭიან ავტომობილებსაც.
|
რეზონანსი 09.01.2020
გუდაურში წყალი ისევ არ არის. წყალმომარაგების კომპანიამ პირობა ვერ შეასრულა და წყლის მიწოდების პრობლემა სრულად ვერ აღმოფხვრა. ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო დამსვენებლებს პრობლემა შეექმნათ, ჯავშნების გაუქმება მოუწიათ და დროზე ადრე დაბრუნდნენ დედაქალაქში. უცხოელთა დიდ ნაწილს იმედი გაუცრუვდა და მათი ნაწილი “რეზონანსთან” არ მალავს, რომ საქართველოში ჩამოსვლის სურვილი აღარც აქვთ.
|
გვანცა წულაია 08.01.2020
ირანსა და ამერიკას შორის, ომამდე მისული დაძაბული ურთიერთობის გამო, უცხოური ავიაკომპანიები ერაყსა და ირანში ავიამიმოსვლას აუქმებენ. ახლო აღმოსავლეთი ახლა საშიშ ზონად ითვლება, რის გამოც, ავაიაკომპანიებმა მოქალაქეებს რეგიონში გამგზავრებას ერთგვარად უკრძალავენ. განსახვავებული ვითარებაა ამ კუთხით საქართველოში. თეირანის მიმართულებით ჩვენი ქვეყნიდან რეისები იგივე რეჟიმში ხორციელდება და არც სხვა მხრივ არის რაიმე შეზღუდვა.
|
რეზონანსი 08.01.2020
ავტომობილების აირბალონების შემოწმებაზე დიდი "აფიორა" გაჩაღდა. აკრედიტებული ცენტრები იმაზე მეტ გადასახადს აწესებენ, ვიდრე ახალი ბალონის ღირებულებაა. გამოდის, რომ ცენტრებს თხევად აირზე მომუშავე ავტომფლობელები შეცდომაში შეჰყავთ, რის გამოც, საქართველოს თხევადი გაზის ასოციაციაში მძღოლებმა ათობით საჩივარი შეიტანეს.
|
გვანცა წულაია 07.01.2020
ამერიკა და ირანი ომის ზღვარზე არიან. ასეთ შემთხვევაში ბევრი ქვეყანა დაზარალდება, მათ შორის საქართველოც. საწვავი აუცილებლად გაძვირდება, ეკონომიკური ვითარება შეიცვლება, მაგრამ ყველაზე მთავარია რა ელის ლარს, რომელიც, როგორც იქნა, გამყარების გზას დაადგა. როგორც ფინანსისტები ირწმუნებიან, ამ მხრივ საფრთხე დიდი არ არის.
|
გვანცა წულაია 07.01.2020
ამერიკასა და ირანს შორის ვითარება დღითი დღე მძიმდება. ირანელი გენერალის ყასემ სულეიმანის ლიკვიდაციის შემდეგ, მსოფლიო კიდევ ერთი ომის წინაშე დგას. ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ფონზე, ოქრო და ნავთობი უკვე გაძვირდა. ამერიკა ირანს შორის დაწყებული კონფლიქტი, ნავთობპროდუქტებს კიდევ უფრო გააძვირებს, რაც საქართველოზეც იქონიებს გავლენას.
|
ირაკლი ლომიძე 31.12.2019
2020 წელს მთავრობა უპრეცენდენტოდ მაღალი სოციალური ხარჯის გაწევას აპირებს. ბუნებრივია, ეს ხდება იმის გამო, რომ წინ საარჩევნო წელია და ,,ოცნების” შერყეული იმიჯის აღსადგენად მმართველ პარტიას ხალხის მახარდაჭერა დასჭირდება. ასე ფიქრობენ ეკონომისტები და მიიჩნევენ, რომ პოპულისტური ნაბიჯით კიდევ უფრო შეუწყობენ ხელს ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას, რის შედეგსაც ქვეყანა ძალიან მძიმედ იწვნევს.
|
თამარ მუკბანიანი 30.12.2019
ძვირად ნაყიდი ელექტროენერგიის განაწილება სეპარატისტებისათვის საქართველოს, სავარაუდოდ, ისევ მოუწევს. მიუხედავად იმისა, რომ მცირენალექიანი წელი იყო და დიდი ოდენობით დენის შესყიდვა რუსეთისგან გვიწევს, აფხაზეთს ენგურიდან გამომუშავებულ ელექტროენერგიას შეუზღუდავად კვლავიდებურად ვაწვდით. სწორედ ამის შესაცვლელად მოხდება 20 იანვრიდან საქართველოს და სეპარატისტებს შორის მოლაპარაკება.
|
თამარ მუკბანიანი 27.12.2019
საქართველო 2019 წელსაც ცნობილი თავსატეხით ასრულებს - ეკონომიკური ზრდის ტემპი მაღალია, მაგრამ მოსახლეობის მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. ფინანსთა მინისტრის წინასწარი ინფორმაციით, დეკემბერში მშპ შთამბეჭდავად გაიზარდა და სავარაუდოდ 7%-ს მიარწევს. ეს ბოლო პერიოდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ სანამ ხელისუფლება თავს ციფრებით იწონებს, ქვეყანაში რეკორდული ინფლაციაა. მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა მინიმუმზეა, ხოლო მათი გაღარიბების მაჩვენებლი მატულობს.
|
რეზონანსი 27.12.2019
2019 წელი ნავთობპროდუქტების ინდუსტრიისთვის შეიძლება შეფასებულ იქნეს როგორც დადებითი. თუმცა იყო რიგი გამოწვევები, რომლებიც გარკვეული სახის პრობლემებს უქმნიდა ინდუსტრიის განვითარებას.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|