ნინა გარდაფხაძე 09.12.2019
ჯანდაცვის მომსახურებისა და სასწრაფოს სერვისის მიმართ პაციენტებს სულ უფრო მეტი პრეტენზიები აქვთ. ისინი ამბობენ, რომ სასწრაფო დახმარებას, მათი მოთხოვნის მიუხედავად, ისეთ კლინიკებში გადაჰყავთ, სადაც არაკვალიფიციური ექიმები მუშაობენ, თანაც სასწრაფოს მანქანით შეყვანილ ავადმყოფებს ასეთ საავადმყოფოებში დაზღვევის ამოწურვამდე ტოვებენ.
|
თამარ მუკბანიანი 09.12.2019
ლარმა ყველაზე კრიზისული პერიოდი გადალახა და გამყარება დაიწყო. 10 დეკემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი, 2.94-ია, თუმცა "ბლუმბერგის" სისტემაში დოლარი უკვე 2.92 ლარი ღირს. ეს ნიშნავს, რომ პოზიტიური ტენდენცია დაიწყო, რაც დაახლოებით 8-10 დღე გაგრძელდება. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ წლის ბოლომდე ლარი 2.88-2.90 ფარგლებში დასტაბილურდება და ამჯერად მეტ გამყარებას აღარ უნდა ველოდოთ.
|
რეზონანსი 09.12.2019
ტექნიკის მაღაზიებს საახალწლოდ ბაზარზე ფასდაკლების შეთავაზება დაიწყეს, თუმცა მომხმარებლის გამოკითხვამ აჩვენა, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკა ბრენდულ მაღაზიებსა და ბაზრობებზე რეალურად გაძვირებულია. ქსელური მაღაზიების შემთხვევაში „შავი პარასკევს" დიდი ოდენობით პროდუქცია გაიყიდა ფასდაკლებით, ამიტომ სავარაუდოა, რომ ახალი წლის დღეებში მათ ვერ შეძლონ მნიშვნელოვანი შეთავაზების გაკეთება მომხმარებლისთვის.
|
რეზონანსი 06.12.2019
ბოლო ერთ წელიწადში სახელმწიფოსათვის ბინების გაქირავებით მიღებული გადასახადი 23 880 538 ლარით შემცირდა. ბიუჯეტში შენატანი თავის დროზე 2018 წელს გადასახადის 20 დან 5%-მდე კლებას უკავშირდებოდა, რამაც გადამხდელები წაახალისა, მაგრამ ბოლოს გამქირავებლებმა მაინც კანონგარეშე მოქმედება არჩიეს, რადგან არავითარი კონტროლის მექანიძმი არ არსებობს.
|
ლანა წამალაშვილი 05.12.2019
სესხებზე რეგულაციების დაწესებამ მოთხოვნა ვერ შეამცირა. თითქმის ერთი წელია, რაც კომერციულმა ბანკებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა მიწოდება შეზღუდეს და ამით მოქალაქეებს შავი ბაზრისკენ უბიძგეს. ეროვნულმა ბანკმა ვერაფრით მოახერხა დაეცვა ბალანსი ბიზნესის ინტერესებსა და მოსახლეობის ინტერესებს შორის.
|
ნინა გარდაფხაძე 05.12.2019
რეგიონების დიდ ნაწილში, გათბობის მთავარი საშუალება კვლავ შეშაა. მათ შორის, გაზიფიცირებულ სოფლებშიც კი. ფასი წლიდან წლამდე იზრდება და ზოგ რეგიონში 1 მანქანა შეშის ღირებულებამ წელს 100 ლარითაც კი მოიმატა ღირებულებამ, რაც ძალიან დიდი წნეხია, განსაკუთრებით, მაღალმთიან რეგიონებში, სადაც ზამთარი და გათბობის აუცილებლობა ნოემბრიდან აპრილის ჩათვლითაა.
|
რეზონანსი 05.12.2019
ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა საქართველოში ბოლო დროის ყველაზე მწვავე პრობლემაა. ეკონომისტები და ენერგეტიკოსები, ფიქრობენ, რომ საქართვლოსი ჰესების მშენებლობის პროცესი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ სახელმწიფომ უკვე მკაცრი პოზიცია უნდა დაიჭიროს და ენერგოსექტორს განვითარების საშუალება მისცეს.
|
რეზონანსი 05.12.2019
შემცირებული მავნებელი და ციტრუსის მოსავლის გაზრდილი ხარისხი - ასეთია საქართველოს მთავრობის აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შედეგი 2019 წელს. ნარინჯისფერი რთველი უკვე აქტიურ ფაზაშია და მოსავლის რეალიზაცია როგორც საქართველოში, ისევე საზღვარგარეთაც ხდება, მათ შორის, ისეთ ახალ ბაზრებზე, როგორებიცაა: სლოვენია, ყატარი, სინგაპური და სხვა.
|
თამარ მუკბანიანი 04.12.2019
მერიასა და ,,თბილისის მიკროავტობუსს” შორის დიდი დაპირისპირება იწყება. დედაქალაქის მთავრობა მიიჩნევს, რომ ყვითელი მიკროავტობუსები სასწრაფოდ შესაცვლელია, კომპანია კი ასეთ შემთხვევაში მგზავრობის ტარიფის 20-30 თეთრით გაზრდას ითხოვს. კახა კალაძე და მისი გუნდი გაძვირებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
|
გვანცა წულაია 04.12.2019
მთავრობის, ეროვნული ბანკისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროგნოზის მიუხედავად, ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა არ შემცირებულია, პირიქით, მათი რიცხვი მზარდია. სტატისტიკა ადასტურებს, რომ ქვეყანაში შემქნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, პუტინის მიერ დაწესებულ ავიასანქციებს და 20 ივნისის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს ტყუილად მიეწერება.
|
რეზონანსი 04.12.2019
სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგსა“ და შპს „ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფს“ შორის შეთანხმება შედგა. „ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფმა“ „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელი შეიძინა, გარიგება 2019 წლის 22 ნოემბერს გაფორმდა. "ჯიპიაიში" აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ ერთგვარი განაცხადია - ევროპელი აქციონერები წლებია მოუწოდებენ ქართულ მენეჯმენტს განვითარება სადაზღვევო საქმიანობისა და მასთან დაკავშირებული მიმართულებებით განაგრძოს.
|
თამარ მუკბანიანი 03.12.2019
1.1 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ტრანზიტისათვის - ასეთი იქნება 2023 წლისათვის სარგებელი, რომელსაც კიდევ ერთი გაზსადენის გატარების სანაცვლოდ საქართელო მიიღებს. უფასო გაზის მოცულობა სამომავლოდ კიდევ უფრო მზარდი იქნება. საბოლოოდ, მკვეთრად გაზრდილი მოხმარების პირობებშიც კი, ეს საქართველოს სრული მოთხოვნის ნახევარზე მეტს დააკმაყოფლებს. ეს არის გარანტია, რომ სამომავლოდ ბუნებრივი აირის ტარიფი არ გაიზარდოს და მიღებული უფასო (ან იაფი) გაზით ელექტროენერგეტიკის სექტორმაც ისარგებლოს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|