გვანცა წულაია
03.12.2019

 ინფლაცია ისევ მაღლა მიიწევს და უკვე 7%-ს მიაღწია. ეროვნულმა ბანკმა ინფალციის შესამცირებლად არაერთი ნაბიჯი გადადგა, თუმცა შედეგი არ ჩანს. ბოლო ათი წლის მანძილზე, მოსახლეობას წელს ყველაზე მძიმე ზამთრის გადატანა მოუწევს. სპეციალისტები ვითარებას მძაფრად აფასებენ და ამბობენ, რომ ახალ წლამდე არაფერი შეიცვლება, პირიქით, იმაზე მძიმე სიტუაცია იქნება, ვიდრე ოდესმე.

ირაკლი ლომიძე
02.12.2019

 ქართული და უცხოური წყაროებით აფხაზეთში რადიოაქტიული ნარჩენების კვალი დასტურდება. რუსი ექსპერტების შეფასებით, გუდაუთა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე რადიაციის დონით მხოლოდ ჩერნობილს ჩამოუვარდება. ცალსახაა, რომ ოკუპირებულ რეგიონში ეკოლოგიური საფრთხე მაღალია. რაც შეეხება თვითონ რადიოაქტიური ნივთიერებების არსებობას, ომამდე მათ სოხუმის ფიზიკა-მათემატიკის ინსტიტუტში ამზადებდნენ.

თამარ მუკბანიანი
02.12.2019

 ლარის გაუფასურებამ და პოლიტიკურმა არასტაბილურობამ, ყველაზე მეტად მცირე ბიზნესი და მოსახლეობის ქვედა ფენა დააზარალა. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები ეროვნული ვალუტის ბოლო ანტირეკორდმა ყველას შეუქმნა, ყველაზე მოწყვლადი მაინც მცირე ბიზნესი აღმოჩნდა, რომლის ნაწილსაც საქმიანობის გაგრძელება უჭირს. ,,ბიზნეს-რეზონანსთან” მეწარმეები ამბობენ, რომ ხალხს რჩევანის გაკეთება  პურსა და წამალს შორის უწევს, ამიტომ ასეთ ქვეყანაში ბიზნესის განვითარება ურთულესია.

ირაკლი ლომიძე
02.12.2019

 წინაასახალწლოდ საქონლის ხორცი შესაძლოა, 22 ლარამდე გაძვირდეს. ბოლო პერიოდის განმავლობაში ფასი ისედაც მატულობს და სადღესასწაულოდ მოსალოდნელია, რომ ხორცის ღირებულება აგრარულ ბაზრებში დაახლოებით 2-3 ლარით მოიმატებს. ამის მიზეზად სპეციალისტები საქონლის, განსაკუთრებით კი მოზარდი პირუტყვის დეფიციტს მიიჩნევენ.

რეზონანსი
02.12.2019

 საქართველოში ე.წ. უფასო მუშახელის კულტურა დამკვიდრა. კომპანიებს აჰყავთ სტაჟიორები გაურკვეველი ვადით, სამართლებრივი დაცვის არანაირი მექანიზმი ამ შემთხვევაში სტაჟიორებს არ გააჩნიათ, რითაც ბორიტად სარგებლობენ დამსაქმებლები. ზოგიერთ შემთხვევაში უფასო მუშაობა კომპანიებში წლობითაც გრძელდება.

თამარ მუკბანიანი
29.11.2019

 მთავრობამ ანა დოლიძის პეტიცია განსახილველად მიიღო. ,,ოცნების” ხელისუფლების მხრიდან სამთავრობო დონეზე აზარტული თამაშების რეგულირებისა და რეკლამის აკრძალვის შესახებ ეს პირველი რეალური მსჯელობა იქნება. ამის შემდეგ ყველაფერი პარლამენტში გადაწყდება,  რომელსაც რეკლამის ბევრად შეზღუდვის სხვადასხვა კანონპოროექტი არაერთხელ აქვს ჩაგდებული.

რეზონანსი
28.11.2019

 ქვეყანა ისევ პურპროდუქტების გაძვირების მოლოდინშია. ხორბლისა და მარცვლელის დიდი ნაწილი მხოლოდ რუსეთიდან შემოდის, რადგან ყაზახეთში მოუსავლიანობის გამო, წელს ვერ მოხერხდა შუა აზიური ხორბლით მომარაგება. ფქვილის ფასმა კვლავ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. და დღეს 1.50 ლარით გაძვირდა. ეს ყველაფერი კი საფრთხეს უქმნის პურის ფასს, მით უფრო ინფლაციისა თუ ლარის გაუფასურების ფონზე.

თამარ მუკბანიანი
28.11.2019

 დღეიდან მთავრობა დიდ პრივატიზაციას იწყებს. ეკონომიკის სამინისტრო 100 ობიექტს აუქციონზე გაიტანს. როგორი იქნება შედეგები, რომელ ობიექტებზეა საუბარი და რამდენად აღმოჩნდება ისინი საინტერესო ბიზნესისათვის, ახლა ეს არის მთავარი კითხვები. სპეციალისტები პროცესს სკეპტიკურად უყურებენ და სახელმწიფოს მხრიდან წარუმატებლად დასრულებულ მსგავს არაერთ ფაქტს იხსენებენ.

რეზონანსი
28.11.2019

 მმართველი გუნდის მეორე დაპირება, რომელსაც ერთ კვირაში საფრთხე დაემუქრა, სესხების შერბილების საკითხს ეხება. პრემიერ-მინისტრის მიერ წინა კვირას გაკეთებული განცხადება 200 000-ლარიანი ზღვარის განახევრებაზე, უკვე კითხვის ნიშნის ქვეშაა. როგორც ჩანს, მთავრობაში ამ საკითხის გადაწყვეტას საერთოდ არ ჩქარობენ. ფინანსთა მინისტრი მასაც კი ამბობს, რომ ზღვარი, შესაძლოა, დღევანდელ ნიშნულზე დარჩეს.

ლანა წამალაშვილი
27.11.2019

 რეგიონებიდან ქალაქებისკენ მიგრაციამ უკვე სეზონური ხასიათი მიიღო.  ქალაქებში სეზონურ სამუშაოებზე წასული ადამიანები საკუთარ საცხოვრებლებს იმისთვის უბრუნდებიან, რომ თხილის, ყურძნის, ხორბლის ან სხვა მათ მიერ წარმოებული პროდუქტის საგულდაგულოდ დააბინავება შეძლონ. თუმცა ამაზე მეტი შემთხვევაა, როცა დასაქმების მოტივით ჩასულთ უკან დაბრუნების სურვილი აღარ აქვთ.

გვანცა წულაია
27.11.2019

 კახა კალაძემ გაუმართავი და მოუწესრიგებელი მიკროავტობუსების განახლების გეგმის შესამუშავებლად თბილისის ვიცე-მერს ორი კვირის ვადა მისცა, რომ კომპანიასთან ერთად 2020 წლიდან ყვითელი სამარშრუტო ტაქსების ჩანაცვლება დაიწყოს. სპეციალისტების ამბობენ, რომ პარკის განახლება აქამდეც უნდა მომხდარიყო, რადგან "მარშრუტკების" გამონაბოლქვი, როგორც ადამიანის ჯანმრთელებას ასევე გარემოს დიდად აზიანებს.

თამარ მუკბანიანი
27.11.2019

 ზამთრის ტურისტული სეზონის წინ სასტუმროს მფლობელები და გიდები, საფრთხეს დაუფარავად საუბრობენ. უმეტესობა ფიქრობს, რომ სეზონი უკვე განწირულია. ამის მიზეზი ავიაემბარგოსთან ერთად, ქვეყანაში არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×