თამარ მუკბანიანი
20.11.2019

 ეროვნული ბანკი, რომელმაც ბოლო პერიოდში ლარის გასამყარებლად არაერთი ნაბიჯი გადადგა, პარლამენტში კრიტიკის ცეცხლში უკვე უმრავლესობის მხრიდან მოექცა. უცხოელთა მითითებების შემსრულებელი, სხვის ინტერესს მორგებული, რეალობას აცდენილი - ასე აფასებდნენ გუშინ გვენეტაძის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს "ოცნების" კომიტეტების თავმჯდომარეები. მოსახლეობას მხოლოდ ის აინტერესებს, როდის გამყარდება ლარი, რომელზეც აგვისტოდან მოყოლებული თითქმის ყველა საუბრობს, მაგრამ საშველი არა და არ ჩანს. ფინანსიტები კი ამჯერად ვარაუდობენ, რომ არსებული პირობებში, არათუ გამყარება, კურსის არსებულ ნიშნულზე დასტაბილურებაც სათუოა.

თამარ მუკბანიანი
19.11.2019

 ხვალიდან თუთუნის ფასი გაორმაგდება. მიზეზი ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც როგორც აქციზიც, ასევე ადვალური გადასახადიც შესახვევ თამბაქოზე გაიზრდება. ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება ბიუჯეტში 175 მლნ ლარით შემცირებული აქციზის გადასახადის გამო მიიღო, თუმცა სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ დანაკლისი უფრო მეტად კონტრაბანდის შედეგია, რომელიც კიდევ გაიზრდება.

გვანცა წულაია
19.11.2019

 ქვეყანაში გაძვირების პროცესის შეჩერება ვერაფრით ხერხდება. მთავრობის არაერთი დანაპირების მიუხედავად, ფასები მკვეთრად იმატებს როგორც იმპორტირებულ, ასევე ადგილობრივ პროდუქტებზეც. სულ ახლახან გაძვირდა მედიკამენტები, სიგარეტი, ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც კი.

თამარ მუკბანიანი
19.11.2019

 საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო-5"-ის სტანდარტი 2020 წლის იანვრიდან აღარ ამოქმედდება. მთავრობის დადგენილების მიხედვით, რეგულაცია ძალაში 2021 წლიდან შევა. სწორედ ამას ითხოვდნენ ნავთობიმპორტიორები, ექსპერტები და ბიზნესი, რომელიც აზერბაიჯანული დიზელის მომხმარებელია. შედეგად საქართველოში 20-25 თეთრით იაფი დიზელის საწვავი ხელმისაწვდომი ისევ იქნება.

ირაკლი ლომიძე
18.11.2019

 აპროტესტო აქციები საქართველოს ეკონომიკაში მორიგ პრობლემას შექმნის. ცვლილება ლარის კურსს უკვე შეეტყო კიდეც. არ არის გამორიცხული, რომ პოლიტიკურმა არასტაბილურობამ უცხოური ინვესტიციები ნაკლებობა გამოიწვიოს, რასაც შეიძლება მოჰყვეს ეკონომიკური ზრდის ტემპის ვარდნა და ეროვნული ვალუტის შემდგომი გაუფასურებაც.

ირაკლი ლომიძე
18.11.2019

 წყლის დისპენსერები, ე.წ. ბინულები ჯანმრთელობისთვის საშიშია. მომხმარებელი ხშირად იყენებს მათ PVჩ ან  Pჩ შტამპით, რაც ნიშნავს, რომ ასეთი შემადგენლობის ჭურჭელი ტოქსიკურ ნივთიერებებს ჭარბად გამოყოფს და ადვილად შეუძლია წყალში შეღწევა. მათი ხანგრძლივი გამოყენება კი, როგორც სპეციალისტები განმარტავენ,  საშიშ დაავადებებს იწვევს.

ნინა გარდაფხაძე
18.11.2019

 საჯარო სექტორში კორუფციის ფაქტები და თაღლითური სქემები გახშირდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2019 წელის პირველ 6 თვეში 56%-ითაა გაზრდილი ქრთამის აღების შემთხვევები საჯარო სექტორში, ხოლო კრიმინალის სტატისტიკამ 19.3%-ით მოიმატა. არასამთავრობო სექტორი და სპეციალისტები ამბობენ, რომ საქართველოში ბევრად დიდი პრობლემა ,,ელიტური კორუფცია”, ვიდრე საშუალო და დაბალ სამოხელეო ფენაში მექრთამეობი ფაქტები. თუმცა, ფაქტია ისიც, რომ დაბალ რგოლებში კორუფცია პირდაპირ აისახება მოსახლეობაზე.

ირაკლი ლომიძე
18.11.2019

 სუპერმარკეტები ტოტალური მოტყუების პოლიტიკაზე გადავიდნენ. პრობლემა ყველაზე ხშირად ფასებს უკავშირდება. ეს ის შემთხვევაა, როცა სარეალიზაციო პროდუქტი რეალურად გაცილებით ძვირი ღირს იმასთან შედარებით, ვიდრე დახლზე მითითებული ფასია. ცალკე პრობლემაა სასწორის უზუსტობა, ეტიკეტებთან დაკავშირებით ხარვეზი და სხვა დარღვევები, რომელსაც მომხმარებელი ლამის ყოველდღიურად აწყდება.

თამარ მუკბანიანი
15.11.2019

 საქართველო უცებ "გამდიდრდა" და თანაც ერთბაშად 3,5 მლრდ  ლარით. სინამდვილეში კი "საქსტატმა" დათვლის ახალი მეთოდოლოგია დანერგა, რომელმაც ჩრდილოვანი ეკონომიკური სექტორები აღრიცხვის ახალ სფეროში გადაიყვანა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ახალი მეთოდი უფრო მეტად ასახავს რეალობას, თუმცა ნახტომისებური ზრდის ჩვენებით, ხელისუფლება, რომლის საყვარელი საქმეც ციფრებით მანიპულირებაა, საარჩევნო წელს აუცილებლად ისარგებლებს.

თამარ მუკბანიანი
14.11.2019

20 ივნისის შემდეგ, ქვეყანაში ვითარება 14 ნოემბერს დაიძაბა. სახელმწიფო კიდევ ერთი არასტაბილურობის საფრთხის წინაშეა. პოლიტიკური ვითარება რომ ჩიხშია, ფაქტია. ახლა მთავარია რა ეკონომიკურ ბერკეტს იპოვნის ხელისუფლება, რომ ქუჩის პროტესტმა ეროვნულ ვალუტას და მთლიანად ეკონომიკას მორიგი დარტყმა არ მიაყენოს. ახლა ყველაფერი პროტესტის მასშტაბსა და ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული.

თამარ მუკბანიანი
14.11.2019

 ქვეყანაში იმპორტი 3.1%-ით შემცირდა, თუმცა არ შემცირებულა იმპორტდამოკიდებულება. გარდა იმისა, რომ მიზეზი შეიძლება ლარის გაუფასურება იყოს, სპეციალისტთა აზრით, ამის მიზეზი ე.წ. დღგ-ს სკანდალიცაა. იმპორტიორთა ნაწილი, კანონის გვერდის ავლით და დარღვევის გზით აზარალებდა ბიუჯეტს, სწორედ ამ სქემას გამოისობით იყო წინა წლებში არაბუნებრივად გაზრდილი იმპორტის მოცულობა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×