რეზონანსი
28.10.2019

 ტოტალური ინფლაციის ფონზე საქართველოში ოჯახებს ხარჯი საგრძნობლად გაეზარდათ, გაძვირებულია პროდუქტი და ყოველდღიური მოხმარების საგნები. სპეციალისტების თქმით, ეს არის სამჭუხარო რეალობა იმ ფონზე, როდესაც ლარი ასე გაუფასურებულია. პირველადი დანიშნულების საგნები კი უკვე 11%-ით გაძვირდა, ხოლო ხორცპროდუქტები 14%-ით. შესაბამისად, საშუალო ოჯახის ყოველთვიურმა ხარჯმა 70-100 ლარით მოიმატა.

თამარ მუკბანიანი
25.10.2019

 დედაქალაქში, გაჩერებული მშენებლობების რიცხვი გაზრდილია. ადვოკატთა ასოციაციის წევრის ინფორმაციით, ასეთი პროექტების რაოდენობა დღეს 507 შეადგენს და შესაბამისად, გაზრდილია დაზარალებული მოქალაქეების ოდენობაც. სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ მიზეზი არა მერიის მხრიდან ცუდი რეგულაციები, არამედ კანონის ზუსტი აღსრულება და ადმინისტრირებაა.

თამარ მუკბანიანი
25.10.2019

 „ვენდის“ ქართულმა წარმომადგენლობამ  საერთაშორისო “ვენდისაგან” კიდევ ერთი მნიშვნელოვანი  აღიარება მოიპოვა და წარმატებული ბიზნეს საქმიანობისათვის Golden Grill ჯილდო მიიღო. საერთაშორისო აღიარება "ვენდის" ქართულ რესტორნებს სწრაფი განვითარების ტემპების, რეკორდულად მზარდი გაყიდვების, სტუმრების ნაკადის დინამიკური ზრდის და მომხმარებლის ცნობიერებაში გემოვნური თვისებებით გამორჩეული საკვების ხარისხსა და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ბრენდის იმიჯის დამკვიდრებისთვის ერგო.

თამარ მუკბანიანი
24.10.2019

 საქართველოში წარმოებული და რეექსპორტზე გასული წამლები მეზობელ ქვეყნებში უფრო იაფია, ვიდრე თავად საქართველოში. ამ მიზეზით ხსნიან სპეციალისტები იმ ფაქტს, რომ ქვეყნიდან რეექსპორტის წილი 2018 წელთან შედარებით 40%-ით არის გაზრდილი. ასეთ მოცემულობას სპეციალური კვლევა სჭირდება, ხოლო ჩვენს ქვეყნაში უფრო მაღალი ფასის მიზეზი კი, სათანადო კანონმდებლობის არარსებობაა.

რეზონანსი
24.10.2019

 მაგისტრალები, რომელთა მშენებლობაც წლების წინ უნდა დასრულებულიყო, საარჩევნოდ დაჩქარებული ტემპით კეთდება. ოფიციალურ მიზეზად საერთაშორისო დონორების მხრიდან ამ დროში გამოყოფილი გრანტი და სესხი სახელდება, თუმცა საზოგადოებას ახსოვს მიღებული კრედიტები, რომლის ათვისებას ინფრასტრუქტურის სამინისტროდან წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. საარჩევნო წელს კი, როგორც ჩანს, გეგმა გადაჭარბებით შესრულდება.

რეზონანსი
24.10.2019

 ეროვნული ბანკის მკვეთრი ნაბიჯების შემდეგ ლარმა თითქოს გამყარება დაიწყო. "ბლუმბერგის" სავაჭრო პლატფორმაზე 1 დოლარი 2.94-ის ფარგლებში ტრიალებს. მიუხედავად ამისა, ფინანსისტები დიდ ცვლილებას ჯერ არ ელოდებიან, რადგან ახლა წლის ყველაზე კრიზისული პერიოდია. სპეციალისტების აზრით, კურსის სტაბილურად გამყარებას 2020 წლის იანვრიდან უნდა ველოდოთ.

გვანცა წულაია
23.10.2019

 მთავრობა გიგანტური ჰესების მშენებლობას მიუბრუნდა. ხელისუფლებამ მცირე ზომის სადგურებთან ერთად, მსხვილი ჰესების მშენებლობის საკითხი წამოჭრა. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ თუ დიდი ზომის ჰოდროელექტროსადგურები არ აშენდება, გაიზრდება ელექტროენერგიის ტარიფი. რაც ყველაზე მთავარია, ისევ დაისვა ხუდონჰესის მშენებლობის განახლების საკითხი, რაზეც მოსახლეობას უმწვავესი რეაქცია აქვს.

თამარ მუკბანიანი
23.10.2019

 ბოლო თვენახევრის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა, რეფინანსირების განაკვეთი ერთბაშად 2%-ით, 8.5%-მდე გაზარდა. მიზეზად, ლარის კურსზე და ინფლაციაზე წნეხის შემცირება სახელდება. ნახტომისებურად მომატებული განაკვეთი კი ეკონომიკურ ზრდასაც რომ შეანელებს, ეს უკვე თქვა ქვეყნის პრემიერმა. სფეროს სპეციალისტები კი მიიჩნევენ, რომ სებ-მა ცუდსა და უარესს შორის, ცუდი ვარიანტი არჩია. რადგან ეკონომიკური ზრდა საარჩევნო წელს, პირდაპირ არ აისახება მოსახლეობაზე, ლარის კურსისაგან განსხვავებით, ამიტომ არჩევანი კურსის გამყარებაზე შეჩერდა.

რეზონანსი
23.10.2019

 პარიზში, ლუქსემბურგის სასახლეში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე  ფილმს ,,საქართველო - ღვინის სამშობლო“ სპეციალური პრიზი გადაეცა.  ამ დიდი აღიარებით საქართველომ აჩვენა, რომ ის არა მხოლოდ ღვინის უძველესი მწარმოებელი, არამედ დიდი ცივილიზაციის მქონე ქვეყანაც არის, სადაც 8000-წლოვანი ტრადიცია არ წყდება და მეღვინეობა განვითარებას აგრძელებს.

თამარ მუკბანიანი
22.10.2019

 მთავრობა და ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია არჩევნების შემდეგ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას აანონსებენ, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ჰესები არ აშენდება. სპეციალისტების აზრით, ახალი სადგურებიც ისეთივე ძვირია როგორც იმპორტი და ეს ტარიფის ზრდას ხელს ვერ შეუშლის, ამიტომ საჭიროა სუბსიდირება, რაც ბიუჯეტს უკვე საკმაოდ ძვირი უჯდება.

თამარ მუკბანიანი
22.10.2019

 ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ბარომეტრი დღეს არის ლარის კურსი - ასეთია კერძო სექტორის პოზიცია, რომლის ხელმძღვანელებთანაც, პრემიერმა სამუშაო შეხვედრა გამართა. ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარის ინფორმაციით, გახარიამ თქვა, რომ ლარის კურსის და საბანკო რეგულაციების საკითხის მოგვარება წლის ბოლომდე უნდა. მსგავსი დანაპირები არ ახსოვთ სხვა ასოციაციის ხელმძღვანელებს, თუმცა შეხვედრას და სამუშაო პროცესს, დადებითად აფასებენ და იმედიც აქვთ.

ირაკლი ლომიძე
21.10.2019

 საქართველოში ესტონური მოდელის შემოღებამ ვერ გაამართლა. სახელმწიფოს მხრიდან მინიჭებული პრივილეგიით რეალურად მხოლოდ მსხვილმა ბიზნესმა იხეირა, საწარმოები ვერ განვითარდნენ და ბიუჯეტს კი მილიონობით ლარი დააკლდა. ეკონომისტების განცხადებით, ესტონური მოდელი ბიუჯეტს ყოველწლიურად 600-800 მილიონი ლარი უჯდება და შედეგი, ფაქტობრივად, არ გვაქვს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×