თამარ მუკბანიანი
08.10.2019

 მასშტაბურად გაძვირებული პროდუქციის გაიაფება, ფაქტობრივად,  გამორიცხულია. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა ბანკმა ბოლო პერიოდში ლარის გასამყარებლად არაერთი ნაბიჯი გადადგა, ჯერ ეს კურსზე არც კი ასახულა. ამიტომ ახლა ფასების შემცირებაზე ლაპარაკიც ზედმეტია, ხოლო ლარის გამყარების პირობებშიც კი ახლო პერიოდში არავითარი ცვლილება მოსალოდნელი არ არის.

თამარ მუკბანიანი
08.10.2019

 პარლამენტის აგრარულ საქმეთა კომიტეტმა ბიუჯეტის განხილვა ჩააგდო. სოფლის მეურნეობის მიმართულებით მოთხოვნილზე ნაკლები თანხის გამოყოფამ კომიტეტის თავმჯდომარეს ეს უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიაღებინა. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ კი სხდომის გადადების შედეგ განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით ბიუჯეტის გაზრდის რესურსი არ არის. ეს მაშინ, როცა 2020 წელს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის  1 120 000 000 ლარით ზრდა არის დაგეგმილი.

რეზონანსი
07.10.2019

 ლარის გაუფასურების გამო მოსახლეობის მიერ საპენსიო ფონდში შეტანილი თანხის მსყიდველუნარიანობა მცირდება და ამ პროცესის საპასუხოდ მთავრობა ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ცდილობს. სწორედ ამ ფაქტორით შეიძლება აიხსნას საპენსიო ფონდში თანადაფინანსების ზრდა 20 მლნ ლარით, რაც სავარაუდოდ, გაუფასურების საკომპენსაციოდ მიღებული გადაწყვეტილებაა.

რეზონანსი
07.10.2019

 დაახლოებით ოქტომბრის ბოლოდან ლარის გამყარება დაიწყება. ამ მხრივ გავლენას ბანკებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის შემცირება მოახდენს. საბანკო სექტორში ვარაუდობენ, რომ ცვლილება კურსს 2,70-დან 2,80-ის ფარგლებში დაასტაბილურებს. ასეთ შეხედულებას ფინანსისტები ემიჯნებიან და აცხადებენ, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება კურსს მოკლე პერიოდში ვერ გაამყარებს. მათი აზრით, დოლარში სარეზერვო მოთხოვნის შემცირება ლარზე გავლენას წლის ბოლოს მოახდენს და კურსი დიდად არ გამყარდება.

რეზონანსი
07.10.2019

 ბიტკოინის ფასი დიდი და ხანგრძლივი ვარდნი შემდეგ კვალვ აღმა წავიდა. წლის დასაწყისში თუ ფასი 5000 დოლარს არ აღემატებოდა, ახლა უკვე 8500 დოლარს აღწევს. ამ ეტაპზე ბიტკოინების რაოდენობა შეზღუდულია, წინასწარი დასკვნის გაკეთება კრიპტოვალუტის ღირებულება მოიმატებს თუ დაიკლებს თითქმის შეუძლებელია. ფასის ზრდასთან ერთად, ბიტკოინების მიმართ ინტერესიც იზრდება და საქართველოში დახურული მინი "ფერმები" კვლავ ამოქმედდა. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ბიტკოინი სანდო ვალუტა არ არის, ამ ეტაპზე ფაქტია, რომ მისი ფასი მაღალ ნიშნულზეა.

თამარ მუკბანიანი
07.10.2019

 1513 დასაქმებული სამსახურის გარეშე და 60 მილიონი ლარით გაზრდილი სახელფასო ფონდი სახელმწიფოსგან - ასეთი შედეგით დასრულდა სამინისტროების ბოლო ოტიმიზაცია და ეს შედეგი მიიღო ქვეყანამ 2019 წლის ბიუჯეტით. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” ათი სამინისტროს  მაგალითზე გამოავლინა, რომ 2017-2018 წლებში გაიზარდა სახელფასო ფონდი და პარალელურად მოიმატა სახელფასო უთანასწორობაც დასაქმებულებს შორის.

თამარ მუკბანიანი
04.10.2019

 10%-ით ნაკლები შემოსავალი ტურიზმის სფეროში, ასეთია 20 ივლისის შემდგომ განვითარებული მოვლენების გავლენა ქართულ ტურისტულ ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტორთა ნაკადი გაიზარდა, შემოსავალმა მაინც იკლო. სპეციალისტები ამბობენ, რომ ნეგატიური ტენდენცია სექტემბერში შედარებით გამოსწორებულია.

თამარ მუკბანიანი
03.10.2019

 სექტემბერში ინფლაცია არნახულად გაიზარდა და ერთბაშად 6.4%-ს მიაღწია. პირველადი დანიშნულების საგნები კი უკვე 11%-ით გაძვირდა. ახლა შედარებით იაფი პერიოდია და ფასების ზრდის შეჩერება ვერაფრით ხერხდება. წლის ბოლოს, როცა იმპორტდამოკიდებულება გაიზრდება, ინფლაცია დიდი ალბათობით ორნიშნა მაჩვენებელს მიაღწევს.

რეზონანსი
03.10.2019

 "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა თითქმის 13 მილიარდით ლარით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ საეჭვო ბაზრის უმნიშვნელო რეგულირებას და რეკლამის კანონის შემოღებას დაპირება ხელისუფლებამ არაერთხელ სცადა, ბაზარი დღემდე დერეგულირებული და მიშვებულია. სპეციალისტების გარდა, უკვე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიც მიუთითებს, რომ ბაზრის ამ მაშტაბის ზრდა გარკვეულ ეჭვებს აღძრავს.

რეზონანსი
03.10.2019

 ლარის გაუფასურება ნავთობპროდუქტებსაც შეეხო. თხევადი აირისა და ბუნებრივი აირის ფასმა დაახლოებით 5-10 თეთრით მოიმატა. ინფორმაცია არ ადასტურებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორები, თუმცა მომხმარებლები ფასის მატებას აშკარად აღიქვამენ და ფიქრობენ, რომ ლარის გამყარების შემდგომაც კი ფასი ძველ ნიშნულს, შესაძლოა, არ დაბრუნდეს.

გვანცა წულაია
02.10.2019

 თბილისის მერიის ახალმა რეგულაციამ, რომლის მიხედვითაც ქალაქში მხოლოდ თეთრი ფერის ტაქსებმა უნდა იმოძრაონ, მომსახურების გაძვირება გამოიწვია. უკვე 2 დღეა დედაქალაქში ტაქსები მკვეთრად შემცირებულია, რის შედეგადაც მგზავრობის ტარიფმა მკვეთრად მოიტამა. თავად ავტომობილების რაოდენობამ კი იკლო. ამის გამო, მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოხატავს და ტაქსით მგზავრობას უფრო მეტად გაურბის.

თამარ მუკბანიანი
02.10.2019

 600-ზე მეტი დასრულებული, თუმცა ექპლუატაციაში მიუღებელი კორპუსების ამინისტია გაურკვეველი ვადითაა გადადებული. მერის ინიციატივით ერთჯერადი აქტი მომზადდა, რომელიც მობინადრეებს პირობებს მკვეთრად გააუმჯობესებდა. კანონპროექტი პარლამენტშია, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში ,,რეზონანსს" ვერაფერი უთხრეს თუ რა ეტაპზეა განხილვა. მეტიც, კონკრეტული კანონპროექტის მოძიებაც კი ვერ მოხერხდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×