რეზონანსი
01.10.2019

 ეროვნული ბანკი საკუთარ მიდგომას 180 გრადუსით ცვლის. წლის დასაწყისიდან კომერციული ბანკებისათვის დოლარში 5%-ით გაზრდილ სარეზერვო მოთხოვნას კვლავ ამცირებს. ამით ბანკებს 700 მლნ დოლარის რესერუსი გამოუთავისუფლდებათ. შედეგად მთავრობა ლარის გამყარებას ელის, თუმცა არავინ საუბრობს იყო თუ არა აქამდე არსებული პოლიტიკა არასწორი და ვინ არის პასუხისმგებელი გაუფასურებულ კურსზე.

გვანცა წულაია
01.10.2019

 ბოლო დროს განსაკუთრებით გაუფასურებულმა ლარმა სამშენებლო სექტორს დიდი პრობლემები შეუქმნა და ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა. დევალვაციამ, სხვა ყველა სექტორთან ერთად, ზეგავლენა სამშენებლო ბაზარზეც მოახდინა. იმპორტირებული მასალების გაძვირების გამო, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები იძულებულნი გახდნენ მშენებარე ბინებზე ფასი გაეზარდათ, ამის გამო კი ბაზარზე რეალიზაციამ იკლო, რადგან მოსახლეობის მსყოდველუნარიანობა მკვეთრად დაეცა. ამიტომ ბევრი დეველოპერი ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა.

რეზონანსი
01.10.2019

 მთავრობა გაისად 1 120 000 000 ლარით მეტის დახარჯვას აპირებს. 2020 წლის ბიუჯეტში მთავარი მიმართულება სოციალური საკითხებია და რომელიც უკვე შეფასდა, როგორც ,,სააარჩევნო პროგრამა”. გაისად ხელისუფლების მთავარი გამოწვევა, გაზრდილი ბიუჯეტის ეფექტიანი ათვისება იქნება, რაც ,,ოცნებას” მუდმივად უჭირს. ამ პირობებში ლარს დიდი დარტყმა ელის და მოსალოდნელია მორიგი გაუფასურების ტალღა. ჯერჯერობით უცნობია როგორ აპირებს არანორნალური ხარჯვის პირობებში მთავრობა ლარის `დაჭერას".

რეზონანსი
01.10.2019

 საქართველოს ბრიტანელი ღვინის პროფესიონალების 11-კაციანი ჯგუფი ეწვია, რომლის შემადგენლობაში სომელიეები, ღვინის იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები შედიოდნენ. ღვინის ექსპერტების ვიზიტს ორგანიზება გაუწია ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორმა კომპანიამ - swirl wine group.

რეზონანსი
30.09.2019

 ეროვნული ვალუტის პერსპექტივა უახლოეს პერიოდშიც უიმედოა. ლარს უკვე ეროვნული ბანის ინტერვენციებიც ვერ შველის. სულ ცოტა ხნის წინ სებ-მა 40 მლნ დოლარი გაყიდა, რამაც კურსი საერთოდ ვერ გაამყარა. როგორც ჩანს, მოხერხდა მხოლოდ მკვეთრი გაუფასურების შეჩერება. წლის ბოლომდე ლარი მეტად აღარ გაუფასურდება, მაგრამ ვერც გამყარებას დაიწყებს.

რეზონანსი
30.09.2019

 2020 წელს მანქანების კატალიზატორებით აღჭურვის ვალდებულება დიდი ალბათობით გადავადდება. აშკარაა, რომ მთავრობა მოსალოდნელი ცვლილებისთვის მზად ჯერჯერობით არ არის. საინფორმაციო კამპანია არ დაწყებულა და მძღოლების აბსოლუტური უმრავლესობა მოსალოდნელ ცვლილებასთან დაკავშირებით ელემენტარულ ინფორმაციასაც ვერ ფლობს. ყველაზე მეტი პრობლემა, რის გამოც კანონმდებლებს რეგულაციის დაწესება აშინებთ, კატალიზატორის შეცვლის დიდი ხარჯია, ხოლო არჩევნების გამო ხალხის განაწყენებას მთავრობა მოერიდება.

რეზონანსი
30.09.2019

 მთავრობამ 2020 წლის ბიუჯეტი წარადგინა და ისეთი მოულოდნელი ხარჯები დაგეგმა, რომ ჯერჯერობით ყველა გაკვირვებულია. მომავალი წლის ბიუჯეტი მკვეთრად იზრდება და უამრავი ვალდებულება იქნება შესასრულებელი. რაც ყველაზე მთავარია ყველა მიმართულებით მატულობს ანაზღაურება და სოციალური გასაცემელი, რაც პირდაპირ საარჩევნო წელს უკავშირდება.

რეზონანსი
30.09.2019

 საქართველოში დიზელის საწვავის იმპორტი და მოხმარება მცირდება. მიუხედავად იმისა, რომ ავტოპარკი იზრდება და სატრანზიტო გადაზიდვები, ასევე ინფრასტრუქტურული და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები გააქტიურებულია, ამ ფაქტორს დიზელის იმპორტზე გავლენა არ მოუხდენია.

თამარ მუკბანიანი
30.09.2019

 გაზის დეტექტორები 2019 წელსაც არ დამონტაჟდება. მიუხედავად იმისა, რომ ენერგომბუდსმენი ჯერ კიდევ მაისში ამბობდა, რომ წლის ბოლომდე, აბსოლუტურად ყველა მოსახლეს დეტექტორი უნდა ჰქონოდა, პაკეტი ეკონომიკის სამინისტროში გაიყინა. რატომ და რამდენი ხნით, რეგულაციების ავტორსაც არ აქვს პასუხი. შედეგად, წელს, სამწუხაროდ, გაზით გარდაცვალების ფატალური შემთხვევები კვლავ იქნება, რადგან სახელმწიფო პრევენციისათვის არაფერს აკეთებს.

თამარ მუკბანიანი
30.09.2019

 ,,ვისოლის” ახალი ფორმატის ავტოგასამართ სადგურში შეძენილი ნავთობპროდუქტებისა და ,,სმარტში” შეძენილი პროდუქციის თანხის გადახდა ერთ სივრცეში, ზედმეტი დატვირთვის გარეშე იქნება შესაძლებელი. „ვისოლმა“, „სმარტთან“ ერთად, ოქროყანაში სრულიად ახალი ტიპის ავტოგასამართი სადგური გახსნა და მომხმარებელს მომსახურებისა და გადახდის ახალი ფორმა შესთავაზა.

თეო გუდავაძე
27.09.2019

 ეროვნული ბანკი უკვე საოცარი მონდომებით ცდილობს გაამყაროს ლარი, რეფირანსირების განაკვეთის 1%-იანი ზრდის შემდეგ სავალუტო აუქცონზე დღეს 40 მლნ დოლარი გაიყიდება. ნაჩქარევი ნაბიჯები ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის გარდა, სავარაუდოდ, სავალუტო ფონდის ბოლო მითითებებს უკავშირდება, რადგან აქამდე ცენტრალური ბანკის წრამომადგენლები ამბობდნენ, რომ კურსი შოკებს შთანთქავს და რეზერვების გაყიდვა ფლანგვაა.

თეო გუდავაძე
26.09.2019

 ზემო ლარსზე ურთულესი მდგომარეობაა - უზარმაზარ რიგში 800-ზე მეტი სატვირთო მანქანაა გაჩერებული. რამდენიმე კილომეტრიან საცობში მოყოლილ მანქანებში არის მალფუჭებადი პროდუქტიც, რომელიც სავარაუდოდ ვერ გაუძლებს ტრანსპორტირებას. ლარსის საზღვარზე ეს პრობლემა უკვე წლებია არსებობს და დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მწვავდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×