მარი ჩიტაია 09.09.2019
საქართველოს საპენსიო დანაზოგების დაბანდების შესაძლებლობა არ აქვს. დიდია ალბათობა, რომ მოსახლეობის ფული საბოლოოდ საბანკო სექტორში აღმოჩნდეს, რადგან სხვა ალტერნატივა რეალურად არც არის. დიდია საფრთხეც, რომ საპენსიო ფონდიდან ლარის გასვლამ ეროვნულ ვალუტას პრობლემა შეუქმნას და დევალვაცია კიდევ უფრო გაღრმავდეს. ფასიანი ქაღალდების ბაზარი, სადაც ძირითადად, საპენსიო დანაზოგი შეიძლება დაბანდდეს, ჯერ განვითარებული არ არის, ხოლო მსხვილი საინვესტიციო პროექტები ვერ ხორციელდება.
|
თამარ მუკბანიანი 09.09.2019
1-ლი ოქტომბრიდან, ხორბლის შემოტანა მხოლოდ რკინიგზისა და გემის საშუალებით იქნება შესაძლებელი. წესით და რიგით ქვეყანაში, ყაზახური ხორბლის წილი უნდა გაზრდილიყო, თუმცა ამ მხრივ ძალიან არასახარბიელო ვითარებაა. გვალვების გამო, წელს კასპიისპირა სახელმწიფოში 1 ჰექტარზე მხოლოდ 500 კგ მოსავალი მოვიდა და შესაბამისად, ექსპორტზეც ვერ გაიტანს მოსავალს. ეკონომიკის სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ, თუ რას გეგმავს სახელმწიფო და ელოდება თუ არა საქართველოს ხორბლის დეფიციტი შემოდგომის ბოლოდან.
|
თეო გუდავაძე 09.09.2019
საქართველოში სოციალური ფონის გაუარესების გამო, ახალი მიგრაციული ტალღა დაიწყო. ლარის გაუფასურესებამ და სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების კატასტროფულმა ზრდამ, მოსახლეობა პანიკაში ჩააგდო. დემოგრაფების აზრით, საქართველოს ისტორიაში ახლა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდია, რომელიც მომავალზე ძალიან ცუდ გავლენას მოახდენს.
|
რეზონანსი 06.09.2019
ლარის კურსის გაუფასურების გამო, შიდა საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ფასის გაზრდა გარდაუვალია. ამის მიზეზი კი იმპორტირებული საწვავია, რომლის ღირებულებაც ლარის კურსის გაუფასურების პარალელურად იზრდება. სფეროს წარმომადგენლები და სპეციალისტები მგზავრობის ტარიფების კიდევ უფრო მატებას ვარაუდობენ, თუკი ვითარება მყისიერად არ გამოსწორდა.
|
თეო გუდავაძე 05.09.2019
სასწავლო წელი სტუდენტების ნაწილისათვის უკვე დაიწყო, რამდენიმე დღეში კი მთელი ქვეყნის მაშტაბით ყველა უნივერსიტეტი საგანმათლებლო პროცესს განაახლებს. მთავარი საფიქრალი ისევ სწავლის გადასახადია მათთვის, ვისაც სრული სახელმწიფო დაფინანსება არ აქვს. შარშანდელთან შედარებით ქვეყნაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა და სტუდენტთა ოჯახებსაც გაცილებით გაუჭირდებათ სწავლის ღირებულების დაფარვა.
|
თამარ მუკბანიანი 05.09.2019
ბიზნესის პრობლემები, რომელიც ლარის შეუქცევადმა გაუფასურებამ და სახელმწიფოს მიერ დაწესებულმა რეგულაციებმა გამოიწვია, უკვე პიკს აღწევს. კერძო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ რომ ან სამუშაო ადგილების ან ხელფასის შემცირება, გარდაუვალად მოუწევთ.
|
მარი ჩიტაია 04.09.2019
ავტომობილების ტექდათვალიერების პირობები მკაცრდება. ცვლიელბა კანონმდებლობაში სექტემბრის ბოლოს შევა და მთლიანად ევროდირექტივებს დაეფუძნება. ბოლო დროს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში თითქმის მუდმივად შედის ცვლილები, რისი მიზანიც ავტოპარკის განახლებაა. თუკი აქამდე ვიზუალურ ეფექტს ნაკლები ყურადღება ექცეოდა, ამიერიდან ეს პირობაც გამკაცრდება. ე.წ. `დაშპაკლული~ და ნაავარიები მანქანები, თუკი ჩაითვლება, რომ საგზაო უსაფრთხოებას რისკს ქმნიან, ტექდათვალიერებას ვერ გაივლიან.
|
თამარ მუკბანიანი 04.09.2019
სახელმწიფოს მიერ მედიკამენტებისათვის გამოყოფილ თანხას ჯანდაცვის სამინისტრო ვერ ითვისებს. ამ დროს კი, მოსახელობას წამლების შესაძენი ფული არ აქვს და ოჯახების შემოსავლის დიდი ნაწილი აფთიაქში იხარჯება.
|
თამარ მუკბანიანი 04.09.2019
ეროვნულმა ბანკმა, რეფინანსირების განაკვეთი ნახტომისებურად, 0.5 პროცენტით გაზარდა. ფასების სტაბილურობაზე გავლენას კი მარტიდან ელოდება. როგორც ჩანს, სებ-ი პოლიტიკას ცვლის და თუ აქამდე კატეგორიულად არ ამკაცრებდა ფულად საკრედიტო პოლიტიკას, ახლა უკვე ინფლაციის შიში გაუჩნდა. საქმე ისაა, რომ ეროვნული ბანკის ეს ნაბიჯი უკვე დაგვიანებულია, ინფლაციამ თუ ლარის გაუფასურებამ მოსახლეობას და ეკონომიკას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა.
|
მარი ჩიტაია 03.09.2019
ლარის გაუფასურების კვალდაკვალ ფასების ზრდის ტემპი მატულობს. ოფიციალურ დონეზეც კი ინფლაცია იმდენად მაღალია, რომ წლის ბოლომდე 7-8%-ს თავისუფლად მიაღწევს. წლის ყველაზე იაფ თვეში - აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინფლაციის მაჩვენებელმა საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.9 პროცენტი შეადგინა. თუკი ასე გაგრძელდა, დეკემბერში ინფლაცია 7-8%-ს მიაღწევს, თუმცა არაოფიციალურად მან ამ ნიშნულს უკვე გადააჭარბა კიდეც.
|
მარი ჩიტაია 03.09.2019
საზღვაო კურორტები სეზონს სრული კრახით ამთავრებენ. განსაკუთრებით მცირე სასტუმროები დაზარალდნენ. რუსეთიდან ფრენებისა და საქართველოს ტურების გაყიდვის შეჩერებამ ტურიზმს სერიოზული საფრთხე შეუქმნა. არსებული მონაცემით, ბათუმში დამსვენებლების რაოდენობამ 20%-ით იკლო, ქობულეთში უფრო მეტი პრობლემაა და ზარალმაც 30%-ს მიაღწია.
|
თამარ მუკბანიანი 03.09.2019
ლარმა კიდევ ერთი ანტირეკორდი დაამყარა და `ბლუმბერგის~ სისტემაში, 2 სექტემბერს, 2.97 ნიშნულსაც გადააჭარბა. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია განახორციელა და მთავრობაც ამის შემდეგ დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებდა, ლარი ისევ უფასურდება და 3.0-ის ნიშნულს უფრო და უფრო უახლოვდება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|