მარი ჩიტაია
23.08.2019

 უამინდობის გამო ზღვისპირა კურორტებზე ტურისტების აქტიურობა შენელდა. ხშირი წვიმების გამო დამსვენებლების ნაწილმა ჯავშნები გააუქმა, რაც სეზონს საგრძნობლად დაეტყო. ბათუმში მდებარე სასტუმროებში აცხადებენ, რომ წინა წელთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა განახევრებულია. ანალოგიური მდგომარეობაა ანაკლიასა და განმუხურში, სადაც სეზონზე უამინდობამ ნეგატიურად მოქმედებს და ხალხს ბინების გაქირავება უჭირს.

თეო გუდავაძე
23.08.2019

 რუსეთმა ტურისტული ემბარგოს შემდეგ შეზღუდვა ხილსა და ბოსტნეულსაც დაუწესა. მანამდე პრობლემა შეექმნათ მეღვინეებს, რომელთაც რუსეთის მიმართულებით ექსპორტი საგრძნობლად შეუმცირდათ. ოკუპანტი ქვეყნის ასეთი ქმედება ქართული მხარისთვის მოულოდნელი არ არის. ექსპორტიორები და სპეციალისტებიც თვლიან, რომ რუსული ბაზარი პოლიტიკურია და, შესაბამისად, საქართველოს რუსულ შეზღუდვებზე იმუნიტეტი უკვე გამომუშავებული აქვს.

მარი ჩიტაია
23.08.2019

 კონტრაბანდის მასშტაბი მატულობს. ძვირფასეულობისა და თამბაქოს ნაწარმის კონტრაბანდის პარალელურად მსგავსი ფაქტები ლუდზეც დაფიქსირდა. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო საქონლის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ რისკი დიდია, რომ ასეთი შემთხვევები გახშირდეს, რასაც დიდწილად ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებას, ლარის კურსის გაუფასურებასა და ფასების ზრდას უკავშირებენ.

მარი ჩიტაია
23.08.2019

 საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაავადების გავრცელების გამო ხეები მასიურად ხმება. შესაბამისად, ჭრები გააქტიურდა. საფრთხეშია როგორც ფოთლოვანი, ასევე წიწვოვანი კულტურები, რამდენიმე ჯიშის ხე კი განადგურების ზღვარზეა. სპეციალისტების შეფასებით, ხეების ხმობა, დიდწილად, კლიმატური პირობებით არის გამოწვეული, ხშირ შემთხვევაში კი, ადამიანის დაუდევრობას უკავშირდება. კერძოდ, ხეების გაჩეხვამ, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში აბსოლუტურად უკონტროლო ხდებოდა, ტყის რესურსი მნიშვნელოვნად დააზარალა. საფრთხე იმდენად მასშტაბურია, რომ უახლოეს რამდენიმე წელში მოსახლეობა, შესაძლოა, სათბობი შეშის გარეშე დარჩეს.

მარი ჩიტაია
23.08.2019

 საქართველოში სარეკლამო ბიზნესისადმი ინტერესი შემცირდა. ამის მიზეზი, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, სეზონური ცვლილებაა და მდგომარეობა შეიძლება შემოდგომიდან შეიცვალოს. ცხადია, გარკვეული გავლენა ბაზარზე პოლიტიკურმა პროცესმაც იქონია. არასაარჩევნო პერიოდში რეკლამის მიმართ მოთხოვნა ისედაც შემცირებულია და სარეკლამო ბაზარზე გარკვეულწილად ამანაც მოახდინა გავლენა.

მარი ჩიტაია
23.08.2019

 საქართველოს მოსახლეობა მასობრივად საშიში პროდუქტებით იკვებება. სურსათის უმეტესობა საღებავებითა და პესტიციდებით არის გაჯერებული. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საკვების ხარისხის კონტროლს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, მომხმარებლის დაცვა მკაცრი კონტროლის პირობებშიც შეუძლებელია. გარდა იმისა, რომ უცხოური, საეჭვო წარმოშობის პროდუქტებში საკვებდანამატების წილი დიდია, როგორც ბოლო დროის კვლევამ აჩვენა, ადგილობრივი წარმოების პროდუქტიც ჯანმრთელობისთვის არანაკლები ზიანის მომტანია.

მარი ჩიტაია
19.08.2019

 საქართველოს მოსახლეობა მასობრივად საშიში პროდუქტებით იკვებება. სურსათის უმეტესობა საღებავებითა და პესტიციდებით არის გაჯერებული. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საკვების ხარისხის კონტროლს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, მომხმარებლის დაცვა მკაცრი კონტროლის პირობებშიც შეუძლებელია. გარდა იმისა, რომ უცხოური, საეჭვო წარმოშობის პროდუქტებში საკვებდანამატების წილი დიდია, როგორც ბოლო დროის კვლევამ აჩვენა, ადგილობრივი წარმოების პროდუქტიც ჯანმრთელობისთვის არანაკლები ზიანის მომტანია.

თეო გუდავაძე
19.08.2019

 ბოლო პერიოდში მასობრივად ძვირდება სატრანსპორტო მომსახურეობა,  ამის მიზეზი კი ინფლაცია და ლარის გაუფასურებაა. თბილისი-რუსთავის სამარშუტო ტაქსის ფასი გუშინ დილიდან 30 თეთრით გაიზარდა ასევე მომატებულია ფასები შორს მანძილზე მოძრავ საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე, მძღოლები და კომპანიები "ბიზნეს-რეზონანსთან” საურისას აღნიშნავენ, რომ გაუფასურებული ლარის პირობებში ავვტომობილის შენახვა საკმაოდ ძვირი უჯდებათ.

მარი გოცირიძე
19.08.2019

 მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი შემცირდა. კლება დიდწილად დიზელის საწვავის იმპორტის შემცირებას უკავშირდება. არ არის გამორიცხული, ბაზარზე აღურიცხავი საქონელი ხვდებოდეს, თუმცა მსგავსი ფაქტები რეალურად დადასტურებული არ არის და სპეციალისტები ამაზე ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდის დონეზე საუბრობენ.

მარი ჩიტაია
16.08.2019

 საარსებო მინიმუმი კიდევ ერთხელ შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ფასების სიდიდით წელს ზაფხულის სეზონი აშკარად გამორჩეულია, საარსებო მინიმუმი შემცირდა. სპეციალისტები უკვე დიდი ხანია საუბრობენ, რომ დათვლის მეთოდოლოგიაში აშკარად პრობლემაა, ახლა კი ამას უკვე მთავრობაც აღიარებს. პრემიერმა ბახტაძემ დაადასტურა, რომ საარსებო მინიმუმი საკმარისი არ არის.

მარი ჩიტაია
15.08.2019

 ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ამერიკის სახელისუფლო მხარდაჭერას კარგავს. ასე შეიძლება გავიგოთ კონსორციუმიდან ამერიკული კომპანია ,,კონტი ჯგუფის" გასვლა. `თიბისი ჰოლდინგთან~ ერთად, `კონტი~ კონსორციუმის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი იყო. არ არის გამორიცხული, რომ ამერიკული კომპანიის გადაწყვეტილებაზე გავლენა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის მიერ ანაკლიის პორტის სამეთვალყურეო საბჭოს დატოვებასაც მოეხდინა.

მარი გოცირიძე
15.08.2019

 რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბმა მუშაობა დაიწყო. ქვეყანაში უკვე მესამედ არასუბსიდირებული რთველი ჩატარდება, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როცა გარკვეული სირთულე მოსალოდნელია. პირველ რიგში, ეს ეხება მოთხოვნის შემცირებას და ფასს. ამიტომ მთავრობის მხრიდან აქტიურად მიდის მუშაობა, რომ წელს კიდევ ერთი მაღალორგანიზებული რთველი ჩატარდეს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×