მარი ჩიტაია 02.09.2019
უძრავი ქონების ბაზარს რეგულაციების შერბილებამაც ვერ უშველა. ლარის გაუფასურების გავლენა იმდენად დიდია, რომ საკანონმდებლო ცვლილებამ ჯერჯერობით სათანადო ასახვა ვერ ჰპოვა და გაყიდვების წამახალისებელ ფაქტორად ვერ იქცა. მართალია, ცვლილება ზაფხულის სეზონმაც განაპირობა, მაგრამ დევალვაციამ ყველა სხვა ფაქტორი გადაფარა. დეველოპერების გათვლით, მარტო რეგულაციების გამო სამშენებლო სექტორმა 6 თვეში ბიუჯეტი 1 მლრდ ლარით აზარალა.
|
მარი ჩიტაია 02.09.2019
ლარის გაუფასურებისა და ცხოვრების მასშტაბურად გაძვირების ფონზე მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ყოველი 10%-ით გაძვირება ნიშნავს, რომ დაახლოებით 70 000-მდე ოჯახს სიღარიბესთან პირდაპირი შეჯახების საფრთხე ექმნება. ამ დინამიკას თუ მივყვებით, ბოლო პერიოდში გაკოტრებულია ათასობით ოჯახი, რომელიც ფასების მუდმივმა ზრდამ გააღარიბა.
|
თამარ მუკბანიანი 02.09.2019
პრემიერები იცვლება, ქვეყანაში კი ეკონომიკური მდგომარეობა არ უმჯობესდება. მეტიც, ლარის კურსი შარშანდელთან შედარებით, მკვეთრადაა გაუფასურებული. მამუკა ბახტაძე წავიდა. ვინ მოვა და როგორი იქნება ახალი პრემიერის სამოქმედო გეგმა, რომელმაც ,,ქართული ოცნება" 2020 წლის არაჩევნებზე უნდა გაიყვანოს. მას მეტად რთული ეკონომიკური ვითარება ხვდება.
|
მარი გოცირიძე 02.09.2019
კერძო სექტორი დიზელის საწვავის სტანდარტთან დაკავშირებით ცვლილებას ითხოვს. იმპორტიორებიც, სფეროს სპეციალისტებთან ერთად, მხარს უჭერენ მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში დაგეგმილ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია საქართველოში ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესებისაკენ. თუმცა, მიიჩნევენ, რომ ევრო-5-ის სტანდარტის ამოქმედების პარალელურად ქვეყანაში ევრო-4-ის სტანდარტი 1 წლით უნდა შენარჩუნდეს.
|
მარი ჩიტაია 31.08.2019
საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა. როგორც ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, ზრდის მთავარი კონტრიბუტორები მშენებლობის, მრეწველობისა და ვაჭრობის სექტორებია. მიუხედავად იმისა, რომ ივლისში ტურიზმის სფეროში გარკვეული პრობლემა იყო, ამას ეკონომიკურ ზრდაზე დიდად არ უმოქმედია. სპეციალისტები მშპ-ზე სამშენებლო სექტორის გავლენას განსაკუთრებით გამოარჩევენ და განმარტავენ, რომ ამ მიმართულებით რეგულაციების შემოღებამ სფერო მნიშვნელოვნად წაახალისა, რაც საბოლოოდ ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი გახდა.
|
მარი ჩიტაია 29.08.2019
სავალუტო რყევებით სავალუტო ბანკებმა არნახული მოგება მიიღეს. დანამდვილებით არავინ საუბრობს, რომ ლარის გაუფასურებას ბანკები უწყობდნენ ხელს, მაგრამ ცხადია, რომ ამ ნეგატიური პროცესით ბანკებმა იხეირეს. ეროვნული ბანკის მონაცემით, 2019 წლის პირველ შვიდ თვეში ქართული ბანკების მიერ ვალუტოს გაცვლის ოპერაციებიდან მიღებულმა შემოსავალმა 206,658,000 ლარი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 69.6%-ით მეტია.
|
მარი ჩიტაია 28.08.2019
ზედიზედ მეორე თვეა, რაც ბაზრებზე ოქროს ფასი ზრდას განაგრძობს. სპეციალსიტების შეფასებით, ამის მიზეზი გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე პროცესებია, რაზეც საბოლოოდ ლარის კურსმაც იმოქმედა. რაც შეეხება მოთხოვნას, მოვაჭრეების ინფორმაციით, კლებაა, რასაც ისინი სეზონურ ცვლილებას უკავშირებენ და ვარაუდობენ, რომ შემოდგომიდან რეალიზაციის გაუმჯობესებას ელიან.
|
თამარ მუკბანიანი 28.08.2019
სწრაფი სესხების კომპანიები საფინანსო ბაზარს ტოვებენ და ეს ტენდენცია საკმაოდ სწრაფი ტემპით გრძელდება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ბაზარზე 71 მისო ოპერირებდა, დღეს კი მათი ოდენობა, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 55-ს არ აჭარბებს. მკაცრი რეგულაციებიდან გამომდინარე, სპეციალისტები მიკროსაფინანსო კომპანიების კიდევ უფრო შემცირებას ვარაუდობენ.
|
მარი ჩიტაია 28.08.2019
დენისა გადასახადი მოსახლეობას, სავარაუდოდ, არ გაუძვირდება. ცნობილია, რომ სემეკი ელექტროსისტემის გადაცემის ტარიფს გადახედავს, თუმცა ის სამომხმარებლო გადასახადზე არ აისახება. სემეკმა ეს ნაწილობრივ დაადასტურა. რაც შეეხება გაზის ტარიფს, ენერგეტიკოსებისა და ეკონომისტების ნაწილი ვარაუდობს, რომ ლარის კურსი ამ მხრივ გარკვეულ გავლენას მოახდენს და ტარიფის შეცვლა მოსალოდნელია.
|
მარი ჩიტაია 27.08.2019
მამუკა ბახტაძე, სავარაუდოდ, ქვეყნის მეორე პრემიერ-მინისტრია, რომლის პოსტსაც ლარის კურსი და ეკონომიკური პრობლემის მოუგვარებლობა შეიწირავს. ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე დაუფარავად აცხადებენ, რომ ბახტაძე რეალურად დათხოვნილია, მაგრამ ვინ ჩაანაცვლებს მას, ჯერჯერობით ამაზე ვარაუდოს დონეზეც არავინ საუბრობს. თუკი ერთ-ერთი დეპუტატის ნათქვამის ციტირებას მოვახდენთ, ,,მამუკა ბახტაძემ გაპრემიერებაც ვერ მოასწრო, ,,სტაჟირების" პროცესშივე მოიხსნა".
|
ნინა გარდაფხაძე 27.08.2019
კამპანიამ - ,,გაატარე ზაფხული საქართველოში" შედეგი გამოიღო. მიუხედავად რუსი ტურისტების სიმცირისა, ეკონომიკამ მოსალოდნელზე მცირე ზარალი მიიღო, თუმცა მომხმარებელი კვალვ გაზრდილ ფასსა და ცუდ მომსახრებაზე საუბრობს. ზოგი ინფრასტრუქტურულ პრობლემაზე ჩივის, ზოგი დამსვენებელი კი იმაზე წუხს, რომ საოჯახო ტურიზმი რიგიანად ვერ ვითარდება და შიდა ტურიზმის მთელი ხიბლი ქვეყნის გასაოცარ ბუნებაშია, რომელიც მათ ყველზე მეტად იზიდავს.
|
მარი ჩიტაია 24.08.2019
ტემპერატურის მატებასთან ერთად, ტყის ხანძრის გაჩენის რისკი იზრდება. სულ ახლახან დიდი ძალისხმევა გახდა საჭირო გორში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძის ლოკალიზებისთვის. არსებობს საფრთხე, რომ ხანძარი სხვა ტყეებშიც გაჩნდეს. ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი გლობალური დათბობაა, თუმცა რისკი მოქალაქეების დაუდევრობაც შეიძლება გახდეს, რის მაგალითიც ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ იყო.
|
|