თამარ მუკბანიანი
26.09.2019

 ხორბლის ავტომობილებით შემოტანა აღარ აიკრძალება. სანამ ბიზნესი გასულ წელს ამოქმედებული მორატორიუმის გაგრძელებას ითხოვდა, აღმოჩნდა, რომ სამინისტროს უჩუმრად მთლიანად ცვლილება აქვს გაუქმებული და ეს ერთი თვის წინ, 2019 წლის 29 აგვისტოს გააკეთა.

თამარ მუკბანიანი
25.09.2019

 საქართველოს თებერვალსა და აგვისტოში თითქმის ერთი და იგივე ოდენობის დენის იმპორტი დასჭირდა. გაზრდილი მოხმარებიდან გამომდინარე, მზარდი იქნება შესყიდვის აუცილებლობა ზამთრისათვის. ენერგეტიკოსები ამბობენ, რომ საჭიროება დაახლოებით 2 მლრდ კვტ/სთ-ს შეეხება.

გვანცა წულაია
25.09.2019

 ინფლაცია იმდენად სწრაფად მატულობს, რომ პროცესის შეჩერება შეუძლებელია. ოფიციალური მონაცემებით, ინფლაცია უკვე მიზნობრივ მაჩვენებელს გასცდა. აზიის განვითარების ბანკმა საქართველოსთვის 2019 წელს ინფლაციის დონე 4.3 პროცენტამდე გაზარდა მაშინ, როცა წინა პროგნოზი 3.2% იყო. ეკონომისტები ამბობენ, რომ რეალობა კიდევ უფრო დრამატულია და დეკემბერში 5,5%-იან ინფლაციას უნდა ველოდოთ.

თამარ მუკბანიანი
25.09.2019

 ბოლო სამი კვირის განმავლობაში, რეფინანსირების განაკვეთი ნახტომისებურად, 1%-ით გაიზარდა. ეროვნულმა ბანკმა, გადაწყვეტილება ინფლაციის მკვეთრი ზრდის გამო მიიღო, ასეთია ოფიციალური პოზიცია. ლარი რომ არაბუნებრივად უფასურდება და შესაბამისად იზრდება ინფლაცია, ეს სავალუტო ფონდმა და ქვეყნის წამყვენმა საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებამაც პირველად თქვეს ხმამაღლა. განაკვეთის ზრდის პირველ ეფექტს, 3-4 თვის შედეგ უნდა ველოდოთ, თუ საერთოდ მოიტანს შედეგს.

გვანცა წულაია
24.09.2019

 2019 წლის პირველ კვარტალში გარდაცვალებასა და დაბადებას შორის უარყოფითი ბალანსია. იანვარ-ივნისის სტატისტიკური მონაცემებით, 22 945 ადამიანი დაიბადა და 24 563 გარდაიცვალა. უარყოფითი ბალანსის პირველი გამომწვევი მიზეზი ფინანსური პრობლემებია. ამის გამო იზრდება მიგრაცია და საქართველოში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა მუდმივად მცირდება. ამიტომ რამდენიმე წლის შემდეგ ქვეყანაში ადგილობრივი მუშახელისძალიან მწვავე დეფიციტი იქნება.

თამარ მუკბანიანი
24.09.2019

 აქციზის გეგმა ზედიზედ მეორე წელია ვარდება. წელს ყველაზე დიდი ჩამორჩენაა. 2019 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი განსაზღვრულია 1 მლრდ 287 მლნ ლარის ოდენობით და უკვე ირკვევა, რომ ამ გეგმას მინიმუმ 175 მლნ ლარი დააკლდება. მთავრობა აქციზის გადასახადის მატებით შემოსავალების ზრდას პროგნოზირებდა, ცვლილებამ კი უკუშედეგი გამოიღო. რეკომენდაციის ავტორი, სავალუტო ფონდმა კი ახლა ხელები დაიბანა და ყველაფერს მთავრობას აბრალებს.

თამარ მუკბანიანი
24.09.2019

 მთავრობა დამატებით, ნახევარი მილიარდი ლარის შიდა ვალის აღებას გეგმავს. ეს იმ ფონზე ხდება, როცა საგარეო ვალდებულებების და გრანტების 44% პირველ რვა თვეში აუთვისებელია. დაგეგმილის შესრულება რომ სრულად მოხდეს, ქვეყანამ მომავალ 4 თვეში 1.244 მლრდ ლარი უნდა მიიღოს, რისი იმედიც, სავარაუდოდ, ხელისუფლებას გადაწურული აქვს და ამიტომაც დეფიციტის დასაბალანდებლად შიგა ვალს იღებს, რითიც საბოოლოოდ იწურება იმედი, რომ ლარი წლის ბოლომდე ცოტათი მაინც გამყარდება. საბიუჯეტო ცვლილებების პროექტში გაცვლითი კურსის საორიენტაციო მაჩვენებლი 2.9638-ით განისაზღვრა.

რეზონანსი
23.09.2019

 ეროვნულ ბანკი, როგორც იქნა, გამოფხიზლდა და ლარის გასამყარებლად სერიოზული ნაბიჯების დაიწყო. ხვალ მონეტარული პოლიტიკის რიგგარეშე სხდომა იმართება, სადაც რეფინანსირების განაკვეთი უეჭველად გაიზრდება. ასეთი ნაბიჯი ქვეყნის ცენტრალურ ბანკს წლებია არ გადაუდგამს. ფაქტია, რომ გვენეტაძის უწყება დიდი წნეხის ქვეშ მოექცა. მას უკვე აღარც საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს, რადგან სავალუტო ფონდის მისიამ რამდენიმე დღის წინ პირველად გამოთქვა უკმაყოფილება მზარდი ინფლაციისა და გაცვლითი კურსის გამო. როგორც ჩანს, საქმეში ჩაერთო ახალი პრემიერ-მინისტრიც, რომელსაც ზედმეტი ლაპარაკი არ უყვარს.

რეზონანსი
23.09.2019

 საქართველოში ექსპორტი, ძირითადად, რეექსპორტის ხარჯზე მატულობს. ასე რომ, მთავრობის თავმოწონება ფუჭია, რეალურად ქვეყნიდან არა ადგილზე წარმოებული პროდუქტი, არამედ უცხოური იმპორტი გადის. ამიტომაც დადებითი ტენდენციის მიუხედავად, ექსპორტის ზრდის შედეგს ქვეყნის ეკონომიკა რეალურად ვერ გრძნობს. ამ პროცესის სასიკეთო გავლენა არც ეკონომიკას ეტყობა და არც ლარის კურსს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად უფასურდება.

თამარ მუკბანიანი
23.09.2019

 ერთ კვირაში ხორბლის საავტომობილო გზით ქვეყანაში შემოტანა საბოლოოდ აიკრძალება, რაც ბუნებრივად გამოიწვევს ტრანსპორტირების ფასის ზრდას და შესაბამისად, მოიმატებს პურის ღირებულებაც. ეს იმ შემთხვევაში, თუკი ფინანსთა სამინისტრო მორატორიუმის ვადას არ გაახანგრძლივებს, რომელიც შარშან პირველ ოქტომბერს ამოქმედდა.

თეო გუდავაძე
23.09.2019

 ერთ კვირაში თბილისში, ძირითადად, თეთრი ტაქსები უნდა მოძრაობდნენ. შეზღუდვა პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება და თვითდასაქმებულ მძღოლებს ბევრ თავსატეხს გაუჩენს. "ბიზნეს-რეზონანსი" დაინტერესდა, ზუსტად რა შეზღუდვები დაუწესდებათ ტაქსისტებს, გარდა იმისა, რომ ავტომობილი თეთრი უნდა იყოს და რა განსხვავებაა "ა" და "ბ" კატეგორიის ტაქსებს შორის.

თამარ მუკბანიანი
20.09.2019

 იანვრიდან, ორ სამსახურში ერთდროულად დასაქმებას მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ. ეს იმ შემთვევაში მოხდება, თუკი საპარალმენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილის ინიციატივა კანონად იქცევა. ბიზნესომბუდსმენი, მსხვილი დამსაქმებლები და ბიზნესასოციაცია ცვლილებებს კერძო სექტორში უხეშ ჩარევად აფასებენ და ეკონომიკის მუხრუჭს უწოდებენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×